პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს
რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს

რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე ახა­ლი ჩქა­როს­ნუ­ლი გზა ფა­სი­ა­ნი შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გახ­დეს. ამის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­კეთ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი ჩქა­როს­ნუ­ლი გზატ­კე­ცი­ლი შე­საძ­ლოა ფა­სი­ა­ნი გახ­დეს, მხო­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მა­თი­ვე ინფრო­მა­ცი­ით, ფა­სი­ა­ნი გზის მშე­ნებ­ლო­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი გზის გან­ტვირ­თვა და სატ­რან­ზი­ტო მი­მოს­ვლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რაც ქვე­ყა­ნას შე­მო­სა­ვალს მო­უ­ტანს. ახა­ლი ჩქა­როს­ნუ­ლი გზის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი დღეს გა­ა­კე­თა.

"გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა. თუ ჩი­ნე­ლე­ბი აი­ღე­ბენ ამ ინ­ვეს­ტი­ცას, ჩვენ გვექ­ნე­ბა უფრო მეტი გა­რან­ტია, რომ ჩი­ნუ­რი ტვირ­თე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ჩვენს ავ­ტო­ბან­ზე. 30–დან 50 წლამ­დე შე­იძ­ლე­ბა დავ­თან­ხმდეთ, თუკი შევ­თან­ხმდე­ბით, რომ გზას ისი­ნი აა­შე­ნე­ბენ და მარ­თა­ვენ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ ეს იქ­ნე­ბა ფა­სი­ა­ნი გზა და ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­ღე­ბა მოხ­დე­ბა მარ­თვის ეფექ­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა აბ­რე­შუ­მის გზის ფორ­მუმ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს

რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს

რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა ფასიანი შესაძლოა, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში გახდეს. ამის შესახებ განმარტება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაკეთდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, საერთაშორისო ნორმების თანახმად, ახალი ჩქაროსნული გზატკეცილი შესაძლოა ფასიანი გახდეს, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში.

მათივე ინფრომაციით, ფასიანი გზის მშენებლობის შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული გზის განტვირთვა და სატრანზიტო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს. ახალი ჩქაროსნული გზის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი დღეს გააკეთა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს, რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიცას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე. 30–დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა აბრეშუმის გზის ფორმუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია