მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რაიმე მილიარდიან დაპირებას მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია" - რომან გოცირიძე ივანიშვილ-დვალის ინიციატივას "მკვდრადშობილს" უწოდებს
"თუ რაიმე მილიარდიან დაპირებას მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია" - რომან გოცირიძე ივანიშვილ-დვალის ინიციატივას "მკვდრადშობილს" უწოდებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე შე­საძ­ლოა, რე­გი­ონ­ში უნი­კა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი შე­იქ­მნას. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის და­ფუძ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის. მას ფონ­დი "ქარ­თუ" აა­შე­ნებს. ამ ორი პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ევ­როს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ი­სათ­ვის, ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პია ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ეკო­ნო­მის­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდე­ას არა­რე­ა­ლურს უწო­დებს:

"და­სა­პან­ჩუ­რებ­ლე­ბი, ანუ რა­ტომ ვერ შე­იქ­მნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ონ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი! ეს ამ­ბა­ვი უკვე მაქვს მო­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნებ, რად­გან უნი­ვერ­სა­ლუ­რია და ამ სა­კი­თხსაც ზუს­ტად უხ­დე­ბა.

ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის იმ ავა­დახ­სე­ნე­ბელ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და ხელს ით­ბობ­და ნა­ჩუ­ქა­რი კრე­დი­ტე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო წე­სი­ე­რი ბან­კი­რი ნუგ­ზარ ფი­ფია ( წი­ნა­აღ­მდე­გი მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ე. წ. ლი­ბე­რა­ლუ­რი ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კის). ეროვ­ნულ ბან­კში მა­შინ ან კრე­დი­ტე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად მი­დი­ოდ­ნენ ან გა­რან­ტი­ე­ბის. მთელს ევ­რო­პას იყო მო­დე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხელ­მო­წე­რი­ლი მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი სა­გა­რან­ტიო წე­რი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი თაღ­ლი­თე­ბი და­ა­ტა­რებ­დნ და­სავ­ლურ ბან­კებ­ში სეს­ხის ასა­ღე­ბად. არ ყო­ფი­ლა ერთი შემ­თხვე­ვაც კი, რო­მე­ლი­მე უცხო­ურ ბანკს ერთი დო­ლა­რიც რომ გა­ე­ცა ამ გა­რან­ტი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ასე­თი იყო ნდო­ბის ხა­რის­ხი მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი. გა­რან­ტი­ის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებს ვერ აუ­დი­ო­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი. მა­შინ ბევ­რს სჯე­რო­და ყალ­ბი და­პი­რე­ბე­ბის, მაგ­რამ არა ფი­ფი­ას. შე­ვა­ტყვე, რომ ასეთ ვი­ზი­ტორს თუ ეროვ­ნულ ბან­კში გა­და­ვა­მი­სა­მარ­თებ­დი, მთხოვ­დნენ, ფი­ფი­ას­თან არაო. ერთხელ ვკი­თხე ნუგ­ზარს, რა ხდე­ბა, ყვე­ლა ან ბან­კის პრე­ზი­დენ­ტთან ითხოვს შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ან რო­მე­ლი­მე ვიცე-პრე­ზი­დენ­ტთან შენს გარ­და-მეთ­ქი. მი­თხრა, აფე­რის­ტე­ბის, თაღ­ლი­თე­ბის ან უბ­რა­ლოდ, ილუ­ზი­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­კუ­თა­რი კრი­ტე­რი­უ­მი მაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

ამას მარ­ტი­ვი ინ­დი­კა­ტო­რით ვა­კე­თებ, რო­მელ­საც თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა ჰქვია. მო­დის სტუ­მა­რი, იწყებს სა­უ­ბარს რო­გორც ყვე­ლა: ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან უჭირს, მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­მო­ვი­ტა­ნო უცხო­ე­თი­დან ფული. მხო­ლოდ თქვე­ნი სა­გა­რან­ტიო წე­რი­ლი მჭირ­დე­ბა. ჩემი რაქ­ცი­აც ამის შემ­დეგ იწყე­ბა. როცა ამ­ბობს ერთი ათი-ოცი მი­ლი­ო­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­ვსო, დავ­სვამ სა­ვარ­ძელ­ში, ჩაის მი­ვარ­თმევ, გან­ვი­ხი­ლავ წი­ნა­და­დე­ბას. თუ იწყებს, ერთი ასი-ორა­სი მი­ლი­ო­ნი მაქვს გამ­ზა­დე­ბუ­ლი, სკამ­საც არ შევ­თა­ვა­ზებ და ცი­ვად გა­ვის­ტუმ­რებ, არ მაქვს შენ­თან დას­კარ­გი დრო-მეთ­ქი. აი როცა იტყვის მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რიო, სი­ტყვას არ ვამ­თავ­რე­ბი­ნებ და კინ­წის­კვრით ვაგ­დებ კა­ბი­ნე­ტი­დან, ლა­მის პან­ჩუ­რით გა­ვის­ტუმ­როო.

ფი­ფი­ას მე­თო­დი არის უტყუ­ა­რი კრი­ტე­რი­უ­მი. ციფ­რე­ბის ენა­ზე უკე­თე­სად ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა არა­ფერს შე­უძ­ლია!

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ მის კონ­ტექ­სტში მი­ლი­არ­დე­ბის ხსე­ნე­ბა უად­გი­ლოა. თუ რა­ი­მე მი­ლი­არ­დი­ა­ნი და­პი­რე­ბის შე­სა­ხებ მოჰ­კრავთ ყურს, ჩათ­ვა­ლეთ რომ ბლე­ფია და გო­ნე­ბას ნუ და­ძა­ბავთ სიღ­რმე­ებ­ში ჩა­საწ­ვდო­მად. ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი მკვდრად­შო­ბი­ლია. ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრი­სათ­ვის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ევრო უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი დევ­სო. დიდი ეკო­ნო­მის­ტო­ბა არაა სა­ჭი­რო, რომ მაგ­რად გა­გე­ცი­ნოთ.

თუ კერ­ძო ფუ­ლია და კერ­ძო ბიზ­ნე­სია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რა­ტომ ქმნი­ან?

მსოფ­ლი­ო­ში თუ მხო­ლოდ ხუთ­მა ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო მისი შექ­მნა, ჩვენ რო­გორ უნდა ვი­ყოთ მე­ექ­ვსე?

ატო­მუ­რი კად­რე­ბის სამ­ჭედ­ლო თუ ვი­ყა­ვით, არც ეს მე­გო­ნა!

მოკ­ლედ, ფი­ფი­ას პან­ჩურს იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა, ვინც ამ უტო­პი­უ­რი იდე­ე­ბით კვე­ბავს ხალ­ხს" - წერს გო­ცი­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"თუ რაიმე მილიარდიან დაპირებას მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია" - რომან გოცირიძე ივანიშვილ-დვალის ინიციატივას "მკვდრადშობილს" უწოდებს

"თუ რაიმე მილიარდიან დაპირებას მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია" - რომან გოცირიძე ივანიშვილ-დვალის ინიციატივას "მკვდრადშობილს" უწოდებს

საქართველოში მალე შესაძლოა, რეგიონში უნიკალური სამეცნიერო ცენტრი შეიქმნას. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მას ფონდი "ქართუ" ააშენებს. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ადრონული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა.

აღნიშნულ თემას საქართველოს ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ეხმაურება და პროექტის განხორციელების იდეას არარეალურს უწოდებს:

"დასაპანჩურებლები, ანუ რატომ ვერ შეიქმნება საქართველოში ადრონული თერაპიის ონკოლოგიური ცენტრი! ეს ამბავი უკვე მაქვს მოყოლილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რადგან უნივერსალურია და ამ საკითხსაც ზუსტად უხდება.

ოთხმოცდაათიანი წლების იმ ავადახსენებელ პერიოდში, როდესაც ვისაც არ ეზარებოდა ხელს ითბობდა ნაჩუქარი კრედიტებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო წესიერი ბანკირი ნუგზარ ფიფია ( წინააღმდეგი მაშინდელი ხელმძღვანელობის ე. წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის). ეროვნულ ბანკში მაშინ ან კრედიტების სათხოვნელად მიდიოდნენ ან გარანტიების. მთელს ევროპას იყო მოდებული ეროვნული ბანკის და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი მრავალმილიარდიანი საგარანტიო წერილები, რომლებსაც ქართველი თუ უცხოელი თაღლითები დაატარებდნ დასავლურ ბანკებში სესხის ასაღებად. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომელიმე უცხოურ ბანკს ერთი დოლარიც რომ გაეცა ამ გარანტიების სანაცვლოდ. ასეთი იყო ნდობის ხარისხი მაშინდელი საქართველოსადმი. გარანტიის მიღების მსურველებს ვერ აუდიოდა ეროვნული ბანკი. მაშინ ბევრს სჯეროდა ყალბი დაპირებების, მაგრამ არა ფიფიას. შევატყვე, რომ ასეთ ვიზიტორს თუ ეროვნულ ბანკში გადავამისამართებდი, მთხოვდნენ, ფიფიასთან არაო. ერთხელ ვკითხე ნუგზარს, რა ხდება, ყველა ან ბანკის პრეზიდენტთან ითხოვს შეხვედრის ორგანიზებას, ან რომელიმე ვიცე-პრეზიდენტთან შენს გარდა-მეთქი. მითხრა, აფერისტების, თაღლითების ან უბრალოდ, ილუზიაში ჩავარდნილების გამოვლენის საკუთარი კრიტერიუმი მაქვს შემუშავებული.

ამას მარტივი ინდიკატორით ვაკეთებ, რომელსაც თანხის მოცულობა ჰქვია. მოდის სტუმარი, იწყებს საუბარს როგორც ყველა: ქვეყანას ძალიან უჭირს, მაქვს შესაძლებლობა შემოვიტანო უცხოეთიდან ფული. მხოლოდ თქვენი საგარანტიო წერილი მჭირდება. ჩემი რაქციაც ამის შემდეგ იწყება. როცა ამბობს ერთი ათი-ოცი მილიონის მიღების შესაძლებლობა მაქვსო, დავსვამ სავარძელში, ჩაის მივართმევ, განვიხილავ წინადადებას. თუ იწყებს, ერთი ასი-ორასი მილიონი მაქვს გამზადებული, სკამსაც არ შევთავაზებ და ცივად გავისტუმრებ, არ მაქვს შენთან დასკარგი დრო-მეთქი. აი როცა იტყვის მილიარდობით დოლარიო, სიტყვას არ ვამთავრებინებ და კინწისკვრით ვაგდებ კაბინეტიდან, ლამის პანჩურით გავისტუმროო.

ფიფიას მეთოდი არის უტყუარი კრიტერიუმი. ციფრების ენაზე უკეთესად ინფორმაციის მოწოდება არაფერს შეუძლია!

საქართველოს ეკონომიკა იმდენად მცირეა, რომ მის კონტექსტში მილიარდების ხსენება უადგილოა. თუ რაიმე მილიარდიანი დაპირების შესახებ მოჰკრავთ ყურს, ჩათვალეთ რომ ბლეფია და გონებას ნუ დაძაბავთ სიღრმეებში ჩასაწვდომად. ასეთი პროექტები მკვდრადშობილია. ადრონული თერაპიის ცენტრისათვის ნახევარი მილიარდი ევრო უკვე გამზადებული დევსო. დიდი ეკონომისტობა არაა საჭირო, რომ მაგრად გაგეცინოთ.

თუ კერძო ფულია და კერძო ბიზნესია დაინტერესებული, სახელმწიფო ორგანიზაციას რატომ ქმნიან?

მსოფლიოში თუ მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ შეძლო მისი შექმნა, ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ მეექვსე?

ატომური კადრების სამჭედლო თუ ვიყავით, არც ეს მეგონა!

მოკლედ, ფიფიას პანჩურს იმსახურებს ყველა, ვინც ამ უტოპიური იდეებით კვებავს ხალხს" - წერს გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს