პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება

16 ოქ­ტომ­ბერს, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში, აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ორ­გა­ნი­ზე­ბით "სტამ­ბო­ლი-ბა­თუ­მი" ბიზ­ნეს ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, ფო­რუმ­ში ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მათი დე­პარ­ტა­მენ­ტი.

"ბიზ­ნეს ფო­რუ­მი სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ტუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. შეხ­ვედ­რა­ზე უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებს, აჭა­რის რე­გი­ო­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს, ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ციო და საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ობი­ექ­ტებს გა­ეც­ნო­ე­ბი­ან. დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან, ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებ­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თა­ვენ", - აცხა­დე­ბენ აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ფო­რუმ­ზე თურ­ქე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს აჭა­რის რე­გი­ო­ნის წამ­ყვან სექ­ტო­რებ­ზე, ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ტუ­რის­ტულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ით მი­ე­წო­დე­ბათ. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე აჭა­რის რე­გი­ო­ნის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვი­დეო რგოლს გა­ეც­ნო­ბი­ან.

"სტამ­ბოლ­ში სა­მი­ნის­ტროს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად აჭა­რა­ში სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში, კერ­ძოდ, მშე­ნებ­ლო­ბის, ტუ­რიზ­მის და ლო­ჯის­ტი­კის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ვი­ზი­ტიც იგეგ­მე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცია და აჭა­რის სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ბიზ­ნეს ფო­რუმ­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით შპს "მეტ­რო ატ­ლას ჯორ­ჯია", შპს "მერ­სინ ტუ­რიზ­მი", შპს "დრიმ­ლენდ ოა­ზი­სი", შპს "აჭა­რა ტექ­სტი­ლი", შპს "ალი­ანს პა­ლა­სი" წარ­სდგე­ბი­ან. ისი­ნი თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტო­რებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ ბიზ­ნეს­მენ­თა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, რაც ქარ­თულ და თურ­ქულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ღო­ნის­ძი­ე­ბის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო და სტამ­ბო­ლის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა", - გან­მარ­ტა­ვენ აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ბიზ­ნეს ფო­რუმს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე, აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და­ვით ბა­ლა­ძე, აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. დე­ლე­გა­ცია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კას 17 ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვებს.

2015 წლის მე­ო­რე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, აჭა­რა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რი ქვე­ყა­ნაა თურ­ქე­თი (42%), თურ­ქუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად ტუ­რიზ­მის, ენერ­გე­ტი­კი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის სექ­ტორ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება

16 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ფორუმში ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად წარმოდგენილი იქნება მათი დეპარტამენტი.

"ბიზნეს ფორუმი სამინისტროს საინვესტიციო ტურების ფარგლებში ჩატარდება. შეხვედრაზე უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან. დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ფორუმზე თურქეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის წამყვან სექტორებზე, ასევე საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან.

"სტამბოლში სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ, მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მომუშავე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობენ. ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციებით შპს "მეტრო ატლას ჯორჯია", შპს "მერსინ ტურიზმი", შპს "დრიმლენდ ოაზისი", შპს "აჭარა ტექსტილი", შპს "ალიანს პალასი" წარსდგებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.

პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სტამბოლის სავაჭრო პალატა", - განმარტავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკას 17 ოქტომბერს დატოვებს.

2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა თურქეთი (42%), თურქული ინვესტიციები ძირითადად ტურიზმის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორში ხორციელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია