მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვაბრალებთ სხვას იმას, რაც არ გამოგვდის? - დავით კენჭაძე
რატომ ვაბრალებთ სხვას იმას, რაც არ გამოგვდის? - დავით კენჭაძე

ხში­რად გან­ვი­ხი­ლავთ სა­კითხს თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა წარ­მა­ტე­ბულ და წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ა­ნებს შო­რის. მინ­და დღეს გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა ერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­სხვა­ვე­ბა­ზე, რაც ვფიქ­რობ სამ­წუ­ხა­როა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, თუმ­ცა ალ­ბათ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც.

ხში­რად ვხვდე­ბი შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მი­უღ­წე­ვე­ლი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში ცდი­ლო­ბენ და­აბ­რა­ლონ ყვე­ლა­ფე­რი სხვას. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­მოც ისი­ნი ვერ აღ­წე­ვენ იმას, რაც და­გეგ­მი­ლი აქვთ. თუ რა­ი­მეს ვერ ას­რუ­ლებთ, ეს ნიშ­ნავს, რომ გაკ­ლი­ათ მონ­დო­მე­ბა. თუმ­ცა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­ღა­ცას უფრო გა­უ­მარ­თლა, არც იმას, რომ ვი­ღაც აღ­მოჩ­ნდა უკე­თეს ად­გი­ლას, ან ჰყავს ნა­თე­სა­ვი ან ვი­ზუ­ა­ლუ­რად უფრო ლა­მა­ზია ან/და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მი­ზე­ზი, რა­მაც მათი წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. გან­სხვა­ვე­ბა არის ერ­თა­დერ­თი რამ - მონ­დო­მე­ბა. თუ რა­ღა­ცას ვერ აკე­თებთ, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­აბ­რა­ლოთ ეს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავს ან სხვას.

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ რო­დე­საც აბ­რა­ლებთ სხვას, ეს ერ­თგვა­რი თა­ვის გა­მარ­თლე­ბა და და­წყნა­რე­ბაა. ეს არ არის მო­მა­ვალ­ში თქვე­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის შან­სი, იმი­ტომ რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი მიდ­გო­მით თქვენ თვი­თონ­ვე კლავთ იმ მო­ტი­ვა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა იყოს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი და წარ­მო­ად­გე­ნენ ტოპ მე­ნე­ჯე­რე­ბის 20%-ს, ფიქ­რო­ბენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ და ამი­სათ­ვის ამ უნა­რის დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბათ. ეს უნა­რი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: რო­დე­საც რა­ღაც არ გა­მოგ­დით, და­აბ­რა­ლეთ პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს, ნა­ხეთ რა გა­ა­კე­თეთ არას­წო­რად. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტოპ მე­ნე­ჯე­რე­ბი ამას აკე­თე­ბენ იმი­ტომ, რომ მათ იცი­ან, ნე­ბის­მი­ე­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და და­მარ­ცე­ბა არის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ შექ­მნათ თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი უფრო ლა­მა­ზი და ლაღი.

გინ­დათ, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბაც ესე­თი იყოს? გინ­დათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გქონ­დეთ ცხოვ­რე­ბა­ში რაც თქვენ გსურთ? მა­შინ გა­მო­ი­მუ­შა­ვეთ ეს ერთი უნა­რი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს ერთი რჩე­ვა - არას­დროს და­აბ­რა­ლოთ სხვას თუ რა­ი­მე არ გა­მოგ­დით. პირ­ველ რიგ­ში, ჰკი­თხეთ სა­კუ­თარ თავს - რას ვა­კე­თებ არას­წო­რად, რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და უმალ შე­ე­ცა­დეთ ამ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას. წარ­მა­ტე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბა­შია, ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე იწყე­ბენ მოქ­მე­დე­ბას და აკე­თე­ბენ ყო­ველ­დღე რა­ღა­ცას ისეთს, რაც ეხ­მა­რე­ბათ მათ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის დაძ­ლე­ვა­სა და მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ ვაბრალებთ სხვას იმას, რაც არ გამოგვდის? - დავით კენჭაძე

რატომ ვაბრალებთ სხვას იმას, რაც არ გამოგვდის? - დავით კენჭაძე

ხშირად განვიხილავთ საკითხს თუ რა განსხვავებაა წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის. მინდა დღეს გავამახვილო ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებაზე, რაც ვფიქრობ სამწუხაროა დღევანდელი საქართველოსთვის, თუმცა ალბათ დამახასიათებელია სხვა ქვეყნებისთვისაც.

ხშირად ვხვდები შემთხვევას, როდესაც ადამიანები მიუღწეველი შედეგის შემთხვევაში ცდილობენ დააბრალონ ყველაფერი სხვას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის გამოც ისინი ვერ აღწევენ იმას, რაც დაგეგმილი აქვთ. თუ რაიმეს ვერ ასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ გაკლიათ მონდომება. თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას უფრო გაუმართლა, არც იმას, რომ ვიღაც აღმოჩნდა უკეთეს ადგილას, ან ჰყავს ნათესავი ან ვიზუალურად უფრო ლამაზია ან/და ნებისმიერი სხვა მიზეზი, რამაც მათი წარმატება განაპირობა. განსხვავება არის ერთადერთი რამ - მონდომება. თუ რაღაცას ვერ აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს წარუმატებლობა საკუთარ თავს ან სხვას.

საინტერესო ისაა, რომ როდესაც აბრალებთ სხვას, ეს ერთგვარი თავის გამართლება და დაწყნარებაა. ეს არ არის მომავალში თქვენი სიტუაციის გამოსწორების შანსი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ასეთი მიდგომით თქვენ თვითონვე კლავთ იმ მოტივაციას, რომელიც შეიძლება თქვენი მომავალი წარმატებების წინაპირობა იყოს. ადამიანები, რომლებიც არიან გამორჩეულები და წარმოადგენენ ტოპ მენეჯერების 20%-ს,  ფიქრობენ განსხვავებულად. ისინი ფიქრობენ, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამისათვის ამ უნარის დახვეწა სჭირდებათ. ეს უნარი კი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რაღაც არ გამოგდით, დააბრალეთ პირველ რიგში საკუთარ თავს, ნახეთ რა გააკეთეთ არასწორად. წარმატებული ტოპ მენეჯერები ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ იციან,  ნებისმიერი წარუმატებლობა და დამარცება არის ცხოვრებაში ახალი მიზნების მიღწევის საშუალება. საშუალება იმისა, რომ შექმნათ თქვენი მომავალი უფრო ლამაზი და ლაღი.

გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებაც ესეთი იყოს? გინდათ, რომ ყველაფერი გქონდეთ ცხოვრებაში რაც თქვენ გსურთ? მაშინ გამოიმუშავეთ ეს ერთი უნარი. გამოიყენეთ ეს ერთი რჩევა - არასდროს დააბრალოთ სხვას თუ რაიმე არ გამოგდით. პირველ რიგში, ჰკითხეთ საკუთარ თავს - რას ვაკეთებ არასწორად, რა შეცდომა დავუშვი და უმალ შეეცადეთ ამ შეცდომის გამოსწორებას. წარმატება აქტიურობაშია, ის ადამიანები არიან გამორჩეულები, რომლებიც მალევე იწყებენ მოქმედებას და აკეთებენ ყოველდღე რაღაცას ისეთს, რაც ეხმარებათ მათ წარუმატებლობის დაძლევასა და მიზნების მიღწევაში.

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია