პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე
ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე

გი­ბო­ძეთ ეს სი­გე­ლი შენ, ჩვენს ქალს - თეკ­ლა-ბი­ჭ­სა. თუმ­ცა, აქამ­დის შენ ყვე­ლა­სა­გან ქა­ლად იყა­ვი ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ამი­ე­რიდ­გან გი­წყა­ლო­ბებ ბი­ჭის სა­ხელს..." მე­ფეს ბავ­შვის გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ბრძა­ნე­ბა­ზე ლა­თი­ნუ­რი, ბერ­ძნუ­ლი, სპარ­სუ­ლი და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ ბეჭ­დე­ბი და­უს­ვამს - ბეჭ­დე­ბი გარ­შე­მო შე­მო­უყ­ვე­ბა წე­რილს...

ქარ­თველ მო­ნარ­ქთა­გან ერეკ­ლე მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო (ზოგი ვერ­სი­ით - 21 შვი­ლი ჰყავ­და, სხვა ვა­რა­უ­დით კი - 28). რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ად­რე­ულ ასაკ­ში გა­მო­აკ­ლდა წუ­თი­სო­ფელს, დარ­ჩე­ნი­ლთა­გან მეფე-მამა ყვე­ლა­ზე მე­ტად ნა­ბო­ლა­რა­ ქა­ლიშ­ვილს - თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვილს ანე­ბივ­რებ­და. ერეკ­ლე მე­ო­რეს არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტი ახა­სი­ა­თებს, რო­გორც უბად­ლო მე­ო­მარს, დიპ­ლო­მატს, სტრა­ტეგს... ვხვდე­ბით ისეთ მა­სა­ლებ­საც, რომ­ლებ­შიც იგი წარ­მოჩ­ნდე­ბა­ მო­სიყ­ვა­რუ­ლე მა­მად. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია ის­ტო­რი­კო­სი ვაჟა კიკ­ნა­ძე:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერეკ­ლე მე­ო­რის შთა­მო­მავ­ლებ­მა არ­ქივს ჩა­ა­ბა­რეს პა­ტა­რა კა­ხის ხე­ლით ნა­წე­რი ბა­რა­თე­ბი. ეს ბა­რა­თე­ბი "მამ­ისა და დე­დის სი­ხა­რულს", "ში­ნა­გან გუ­ლის­ ნა­თელს" თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვილს ეძღვნე­ბა.­ უმ­რავ­ლე­სო­ბა და­წე­რი­ლია ერეკ­ლეს ლაშ­ქრო­ბებ­ში ყოფ­ნი­სას. ჩანს, ამ დროს ყვე­ლა­ზე­ მე­ტად ვინ ენატ­რე­ბო­და მას...

ერ­თგან ერეკ­ლე თეკ­ლას სწერს: "შენ­მა გაზ­რდამ, დიაღ მე­ჯავ­რე­ბა შენი მო­შო­რე­ბა­ და კი­ნა­ღამ ვერც გა­მიძ­ლია. ღვთით ამ ორს დღე­ში გნა­ხავ". ცნო­ბი­ლია, რომ თეკ­ლა, გარ­და იმი­სა,­ რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ხიბ­ვლე­ლი ყო­ფი­ლა, ვაჟ­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. უყ­ვარ­და ცხე­ნით ჯი­რი­თი, მი­ზან­ში­ სრო­ლა, ნა­დი­რო­ბა. ერთხელ თურ­მე გა­უ­ხედ­ნავ ცხენს, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცე­ბიც ერი­დე­ბოდ­ნენ, შეხ­ტო­მია და მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბია. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც აქე­ზებ­და მამა თეკ­ლას. სწო­რედ ამ თვი­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა მე­ფის სა­ხუ­მა­რო ბრძა­ნე­ბაც, რო­მე­ლიც 1780 წელს არის და­წე­რი­ლი. ამ დროს თეკ­ლა­ მხო­ლოდ 4 წლის გახ­ლდათ. "გი­ბო­ძეთ ეს სი­გე­ლი შენ, ჩვენს ქალს - თეკ­ლა-ბი­ჭ­სა. თუმ­ცა, აქამ­დის შენ ყვე­ლა­სა­გან ქა­ლად იყა­ვი ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ამი­ე­რიდ­გან გი­წყა­ლო­ბებ ბი­ჭის სა­ხელს და ვუბ­რძა­ნებთ ყვე­ლას შენს ძმებ­სა­ და დებს ამი­ე­რი­დან გი­წო­დონ თეკ­ლა-ბიჭი"."ამ სა­ხუ­მა­რო სი­გელს ერეკ­ლეს გარ­და ამ­ტკი­ცებს ან­ტონ კა­თა­ლი­კო­სი და იუ­ლონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. მას­ზე მე­ფეს ბავ­შვის გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ლა­თი­ნურ, ბერ­ძნულ, სპარ­სულ და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ ბეჭ­დე­ბი და­უს­ვამს - ბეჭ­დე­ბი გარ­შე­მო შე­მო­უყ­ვე­ბა წე­რილს, რაც პა­ტა­რის­თვის უთუ­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბო­და.

- თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით თეკ­ლას ვაჟი, ალექ­სან­დრე ორ­ბე­ლი­ა­ნიც წერს თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში.

- ეს მო­გო­ნე­ბე­ბი მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ალექ­სან­დრე წერს: "16 წლამ­დინ დე­და­ჩემ­სა კა­ცუ­რად სცმია ტა­ნი­სა­მო­სი და მა­მას - მე­ფეს ირაკ­ლის ის თან დაჰ­ყავ­და, სა­დაც წა­ვი­დო­და და ზო­გი­ერთს ჯა­რი­ა­ნო­ბა­შიც კი წა­ეყ­ვა­ნა".

- "ჯა­რი­ა­ნო­ბა­ში წაყ­ვა­ნამ­დე" რამდ­ენი­მე ბა­რა­თი გა­მო­უგ­ზავ­ნია ერეკ­ლეს თეკ­ლასთ­ვის.­

- დიახ... ერთ-ერთი 1781 წელ­საა და­წე­რი­ლი. "თეკ­ლას, მა­მი­სა და დე­დის სი­ხარ­ულს, მად­ლი, წყა­ლო­ბა და მშვი­დო­ბა. თე­კუ­ნავ ჩემო, შენი სიბ­რძნით სავ­სე წიგ­ნი მო­მი­ვი­და, რო­მე­ლის­გა­ნაც შენ ხომ იცი, რა გო­ნი­ე­რი ქა­ლი­ცა ხარ, რო­გორც მე­ა­მე­ბო­და, მაგ­რამ უცხოს ოს­ტა­ტო­ბით და მდივ­ნო­ბით იყო შენი გარ­ჯი­ლო­ბა, უფრო რომ არა­ბულს ხელს გემ­სგავ­სე­ბი­ნა. მეტი სიღ­რმი­სა­გან ვე­ღარ აღ­მო­ვი­კი­თხეთ რა. შენ­თვის ახლა პირს კოც­ნა მიბ­რძა­ნე­ბია და ჩემ მა­გი­ე­რად დე­და­შენ­მა გა­კო­ცოს. ექ­ვსი კარ­გი ბრო­წე­უ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნია. ხვალ, ღვთით, კი­დევ ბევ­რს შაქ­რის ყი­ნულს და ნუღლს (და­შაქ­რუ­ლი ნუში. - ავტ.) და შა­ქარს გა­მო­გიგ­ზავ­ნი და თუ ღვთის ნე­ბაც იქ­ნე­ბა, ჩვენც წა­მო­ვალთ". ამ ბა­რა­თი­დან გა­მოსჭვი­ვის სით­ბოც, იუ­მო­რიც, სიყ­ვა­რუ­ლიც, მო­ნატ­რე­ბაც...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე

ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე

გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა-ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს..." მეფეს ბავშვის გასახალისებლად ბრძანებაზე ლათინური, ბერძნული, სპარსული და სომხურენოვანი სახელმწიფო­ ბეჭდები დაუსვამს - ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს...

ქართველ მონარქთაგან ერეკლე მეორე ყველაზე მრავალშვილიანი მამა იყო (ზოგი ვერსიით - 21 შვილი ჰყავდა, სხვა ვარაუდით კი - 28). რამდენიმე მათგანი ადრეულ ასაკში გამოაკლდა წუთისოფელს, დარჩენი­ლთაგან მეფე-მამა ყველაზე მეტად ნაბოლარა­ ქალიშვილს - თეკლა ბატონიშვილს ანებივრებდა. ერეკლე მეორეს არაერთი დოკუმენტი ახასიათებს, როგორც უბადლო მეომარს, დიპლომატს, სტრატეგს... ვხვდებით ისეთ მასალებსაც, რომლებშიც იგი წარმოჩნდება­ მოსიყვარულე მამად. ჩვენი რესპონდენტია ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე:

- საბედნიეროდ, ერეკლე მეორის შთამომავლებმა არქივს ჩააბარეს პატარა კახის ხელით ნაწერი ბარათები. ეს ბარათები "მამ­ისა და დედის სიხარულს", "შინაგან გულის­ ნათელს" თეკლა ბატონიშვილს ეძღვნება.­ უმრავლესობა დაწერილია ერეკლეს ლაშქრობებში ყოფნისას. ჩანს, ამ დროს ყველაზე­ მეტად ვინ ენატრებოდა მას...

ერთგან ერეკლე თეკლას სწერს: "შენმა გაზრდამ, დიაღ მეჯავრება შენი მოშორება­ და კინაღამ ვერც გამიძლია. ღვთით ამ ორს დღეში გნახავ". ცნობილია, რომ თეკლა, გარდა იმისა,­ რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ყოფილა, ვაჟკაცური თვისებებითაც გამოირჩეოდა. უყვარდა ცხენით ჯირითი, მიზანში­ სროლა, ნადირობა. ერთხელ თურმე გაუხედნავ ცხენს, რომელსაც მამაკაცებიც ერიდებოდნენ, შეხტომია და მოუთვინიერებია. ალბათ, ამიტომაც აქეზებდა მამა თეკლას. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება მეფის სახუმარო ბრძანებაც, რომელიც 1780 წელს არის დაწერილი. ამ დროს თეკლა­ მხოლოდ 4 წლის გახლდათ. "გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა-ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას შენს ძმებსა­ და დებს ამიერიდან გიწოდონ თეკლა-ბიჭი"."ამ სახუმარო სიგელს ერეკლეს გარდა ამტკიცებს ანტონ კათალიკოსი და იულონ ბატონიშვილი. მასზე მეფეს ბავშვის გასახალისებლად ლათინურ, ბერძნულ, სპარსულ და სომხურენოვანი სახელმწიფო­ ბეჭდები დაუსვამს - ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს, რაც პატარისთვის უთუოდ მიმზიდველი სანახავი იქნებოდა.

- თეკლა ბატონიშვილის მამასთან ურთიერთობაზე მოგვიანებით თეკლას ვაჟი, ალექსანდრე ორბელიანიც წერს თავის მოგონებებში.

- ეს მოგონებები მართლაც ძალიან საინტერესოა. ალექსანდრე წერს: "16 წლამდინ დედაჩემსა კაცურად სცმია ტანისამოსი და მამას - მეფეს ირაკლის ის თან დაჰყავდა, სადაც წავიდოდა და ზოგიერთს ჯარიანობაშიც კი წაეყვანა".

- "ჯარიანობაში წაყვანამდე" რამდ­ენიმე ბარათი გამოუგზავნია ერეკლეს თეკლასთ­ვის.­

- დიახ... ერთ-ერთი 1781 წელსაა დაწერილი. "თეკლას, მამისა და დედის სიხარ­ულს, მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომელისგანაც შენ ხომ იცი, რა გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისაგან ვეღარ აღმოვიკითხეთ რა. შენთვის ახლა პირს კოცნა მიბრძანებია და ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ, ღვთით, კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს (დაშაქრული ნუში. - ავტ.) და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ". ამ ბარათიდან გამოსჭვივის სითბოც, იუმორიც, სიყვარულიც, მონატრებაც...

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს