Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ქონება და შემოსავლები
თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ქონება და შემოსავლები

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის ნინო ხა­ტის­კა­ცის ოჯა­ხი 4 მი­წის ნაკ­ვეთს, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და ბი­ნას ფლობს. ამის შე­სა­ხებ ხა­ტის­კა­ცის 2015 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ნინო ხა­ტის­კა­ცის მე­უღ­ლის, კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის 100%-იანი სა­კუთ­რე­ბაა 11000.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი მეს­ტი­ა­ში, კერ­ძოდ, ჩვი­ბი­ან­ში; ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს 3200.00 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი.

კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნია 17000.00 კვ.მ-ის მი­წის ნაკ­ვე­თის მფლო­ბე­ლი მეს­ტი­ა­ში, მუ­ლა­ხის თემ­ში.

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მეს­ტი­ა­ში ასე­ვე ფლობს (სე­ტის მო­ე­და­ნი) 600.00 კვ.მ-ის მი­წის ნაკ­ვე­თის და ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე სახ­ლის 14%-იან წილს (და­ნარ­ჩე­ნი წი­ლის მფლო­ბელ­ნი არი­ან: ირაკ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, თეა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, და­ვით ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, თინა ნა­კა­ნი, ელ­გუ­ჯა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი).

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის 50%-იან მფლო­ბე­ლო­ბა­შია თბი­ლის­ში, ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 58.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბინა (და­ნარ­ჩე­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლი არის მისი მე­უღ­ლე, კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - 50%).

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ხა­ტის­კა­ცის შვი­ლი ანი ხო­რა­ვა ფლობს (100 %-იანი სა­კუთ­რე­ბა) "მი­ცუ­ბი­ში პა­ჯე­რო 1.8 იოს".

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ნინო ხა­ტის­კა­ცის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე "ლი­ბერ­თი ბან­კში" 500.00 ლარი იყო, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" - 41000.00 დო­ლა­რი, ამა­ვე ბან­კში საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 2789.46 ლარი და მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 900.00 ლარი.

კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ანს "ლი­ბერ­თი ბან­კში" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე აქვს 10.00 ლარი, ამა­ვე ბან­კში საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე - 5000.00 ლარი.

ნინო ხა­ტის­კა­ცის შვი­ლის, კატო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის დე­პო­ზიტ­ზე "ბა­ზის ბან­კში" 973.72 დო­ლა­რია.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 10000.00 ლარს ფლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლებს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მათ 88707,07 ლარი და 6228.54 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვეს.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ქონება და შემოსავლები

თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ქონება და შემოსავლები

თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ოჯახი 4 მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას ფლობს. ამის შესახებ  ხატისკაცის 2015 წლის 9 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, ნინო ხატისკაცის მეუღლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის 100%-იანი საკუთრებაა 11000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მესტიაში, კერძოდ, ჩვიბიანში; ამავე მისამართზე აქვს 3200.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

კაპიტონ ჟორჟოლიანია 17000.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის მფლობელი მესტიაში, მულახის თემში.

ჟორჟოლიანი მესტიაში ასევე ფლობს (სეტის მოედანი) 600.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის და ამავე მისამართზე მდებარე სახლის 14%-იან წილს (დანარჩენი წილის მფლობელნი არიან: ირაკლი ჟორჟოლიანი, თეა ჟორჟოლიანი, დავით ჟორჟოლიანი, გიორგი ჟორჟოლიანი, თინა ნაკანი, ელგუჯა ჟორჟოლიანი).

დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერის მოადგილის 50%-იან მფლობელობაშია თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე 58.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა (დანარჩენი წილის მფლობელი არის მისი მეუღლე, კაპიტონ ჟორჟოლიანი - 50%).

დეკლარაციის მიხედვით, ხატისკაცის შვილი ანი ხორავა ფლობს (100 %-იანი საკუთრება) "მიცუბიში პაჯერო 1.8 იოს".

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, ნინო ხატისკაცის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 500.00 ლარი იყო, საკრედიტო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" - 41000.00 დოლარი, ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 2789.46 ლარი და მიმდინარე ანგარიშზე კი 900.00 ლარი.

კაპიტონ ჟორჟოლიანს "ლიბერთი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე აქვს 10.00 ლარი, ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე - 5000.00 ლარი.

ნინო ხატისკაცის შვილის, კატო ჟორჟოლიანის დეპოზიტზე "ბაზის ბანკში" 973.72 დოლარია.

დეკლარაციის მიხედვით, კაპიტონ ჟორჟოლიანი ნაღდი ფულის სახით 10000.00 ლარს ფლობს.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს ერთი წლის განმავლობაში, დეკლარაციის მიხედვით, მათ 88707,07 ლარი და 6228.54 დოლარი გამოიმუშავეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."