მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო გაძვირებისკენ დაიძრა - რა ელის საქართველოს?
მსოფლიო გაძვირებისკენ დაიძრა - რა ელის საქართველოს?

სა­ერ­თა­შო­რი­ოს ბაზ­რებ­ზე შა­ქა­რი 15%-ით გაძ­ვირ­და. დო­ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პორ­ცე­სის და­წყე­ბის შემ­დეგ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ფას­მა სხვა ძი­რი­თად სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქტზეც (ზეთი, ხორ­ბა­ლი) მო­ი­მა­ტოს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფასი ბოლო პე­რი­ოდ­ში ცო­ტა­თი მაღ­ლა მი­ცო­ცავს კი­დეც. მსოფ­ლიო ბირ­ჟებ­ზე ასე­თი ტენ­დენ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ის მო­რი­გი ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. ლა­რის 35%-იანი დე­ვალ­ვა­ცია სწო­რედ მა­შინ იჩენს თავს ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­დე­გე­ბით.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზღვა­რი უკვე იმ­დე­ნად შემ­ცირ­და, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა უფრო მე­ტად ბიზ­ნესს შე­უქ­მნის პრობ­ლე­მას. დღეს­დღე­ო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინფლა­ცია 5,2%-ის დო­ნე­ზეა. სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბის დო­ნის ამ ნიშ­ნულ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში პრო­დუქ­ტის გა­ი­ა­ფე­ბის ხარ­ჯზე მოხ­და, რაც, თა­ვის მხრივ, დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში დო­ლა­რი თან­და­თან სუს­ტდე­ბა და თუკი ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ინფლა­ცი­ის ზრდას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე 1 ტონა თეთ­რი შა­ქა­რი, ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ით - 390 დო­ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და, სხვა ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით ძველ ნიშ­ნულს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ნავ­თობს, 1 ბა­რე­ლი ბოლო დღე­ებ­ში 51 დო­ლარს გა­დაც­და, თუმ­ცა შემ­დეგ ცო­ტა­თი გა­ი­აფ­და. თან­და­თან დე­ვალ­ვა­ცი­ა­ზე მე­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა ინფლა­ცია. დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა მე­ო­რე უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხი- რო­გორ შეძ­ლებს ქვე­ყა­ნა გაზ­რდილ ფა­სებ­თან გამ­კლა­ვე­ბას. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაძ­ვი­რე­ბის გამო, 1 წელ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით, მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას 300 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მე­ტის გა­დახ­და მო­უ­წევს, პუ­რის გაძ­ვი­რე­ბის გამო - 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მე­ტის. ამ დროს ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი, რო­მელ­ზე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ეკო­ნო­მის­ტე­ბი წლის ბო­ლოს ინფლა­ცი­ის ორ­ნიშ­ნა მაჩ­ვე­ნებ­ლამ­დე მის­ვლას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ასე­თი პროგ­ნო­ზი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ. "ორ­ნიშ­ნა ინფლა­ცია არ იქ­ნე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში,-გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ და არ­გუ­მენ­ტად მსოფ­ლიო ფა­სე­ბის ტენ­დენ­ცია მო­იყ­ვა­ნა, - სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რიგ სა­ქო­ნელ­ზე ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი ჩვენ სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს. ინფლა­ცი­ის კონ­ტრო­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ ტვირ­თად არ და­აწ­ვეს მო­სახ­ლე­ო­ბას".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მსოფლიო გაძვირებისკენ დაიძრა - რა ელის საქართველოს?

მსოფლიო გაძვირებისკენ დაიძრა - რა ელის საქართველოს?

საერთაშორიოს ბაზრებზე შაქარი 15%-ით გაძვირდა. დოლარის გაუფასურების პორცესის დაწყების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ფასმა სხვა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზეც (ზეთი, ხორბალი) მოიმატოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო პერიოდში ცოტათი მაღლა მიცოცავს კიდეც. მსოფლიო ბირჟებზე ასეთი ტენდენციის შემთხვევაში, საქართველოში ინფლაციის მორიგი ტალღა დაიწყება. ლარის 35%-იანი დევალვაცია სწორედ მაშინ იჩენს თავს ყველაზე მძიმე შედეგებით.

სპეციალისტების განცხადებით, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზღვარი უკვე იმდენად შემცირდა, რომ იმპორტირებული პოდუქტის გაძვირება უფრო მეტად ბიზნესს შეუქმნის პრობლემას. დღესდღეობით ოფიციალური ინფლაცია 5,2%-ის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დონის ამ ნიშნულზე შენარჩუნება მსოფლიოში პროდუქტის გაიაფების ხარჯზე მოხდა, რაც, თავის მხრივ, დოლარის გამყარებამ განაპირობა. ბოლო პერიოდში დოლარი თანდათან სუსტდება და თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, სპეციალისტები ინფლაციის ზრდას არ გამორიცხავენ. ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა თეთრი შაქარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 15%-ით - 390 დოლარამდე გაძვირდა, სხვა ძირითადი პროდუქტების ფასები, ჯერჯერობით ძველ ნიშნულს ინარჩუნებენ. რაც შეეხება ნავთობს, 1 ბარელი ბოლო დღეებში 51 დოლარს გადაცდა, თუმცა შემდეგ ცოტათი გაიაფდა. თანდათან დევალვაციაზე მეტად საქართველოში აქტუალური გახდება ინფლაცია. დღის წესრიგში დადგება მეორე უმთავრესი საკითხი- როგორ შეძლებს ქვეყანა გაზრდილ ფასებთან გამკლავებას. ელექტროენერგიის გაძვირების გამო, 1 წელზე გადაანგარიშებით, მთელ მოსახლეობას 300 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწევს, პურის გაძვირების გამო - 100 მილიონი ლარით მეტის. ამ დროს ფულადი გზავნილები, რომელზედაც ძალიან ბევრი ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული დაახლოებით 400 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ეკონომისტები წლის ბოლოს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლამდე მისვლას არ გამორიცხავენ. ასეთი პროგნოზი კატეგორიულად გამორიცხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. "ორნიშნა ინფლაცია არ იქნება არავითარ შემთხვევაში,-განაცხადა ქადაგიძემ და არგუმენტად მსოფლიო ფასების ტენდენცია მოიყვანა, - სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება, მაგრამ საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. ინფლაციის კონტროლი მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია