პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახელი თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით
კახელი თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით

თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა კომ­ფორ­ტი სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბე­ბით"ალუბ­ლის ფეს­ტი­ვა­ლი გლუ­ბო­კო­ე­ში", "ტოპ-პი­როვ­ნე­ბე­ბი მოლ­დო­ვა­ში", "რიგა – 2014", ქა­ლაქ მალ­ბორ­კის იუ­ბი­ლე - ეს იმ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც კა­ხე­თი­დან გამ­გებ­ლე­ბი და მათი ნა­თე­სა­ვე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის სხვა პი­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მივ­ლი­ნე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან, მაგ­რამ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2015 წლის ივ­ლის­ში, თე­ლა­ვის თე­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ბე­ლო­რუს­ში "ალუბ­ლის ფეს­ტი­ვალ­ში", რა­ზე­დაც ბი­უ­ჯე­ტი­დან 5 310 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, მათი მიზ­ნე­ბი­სა და ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, 2015 წლის 20 აგ­ვის­ტოს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსელ­მა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა. გან­ცხა­დე­ბა­ში ვი­თხოვ­დით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებს ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მი­ე­თი­თე­ბი­ნათ მივ­ლი­ნე­ბის მი­ზა­ნი და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ან მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა; კულ­ტუ­რულ ან სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა);

სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში მი­ვი­ღეთ, ოღონდ ახ­მე­ტის და სიღ­ნა­ღის გამ­გე­ო­ბებ­მა არა­სულ­ყო­ფი­ლი სა­ხით მოგ­ვა­წო­დეს.

გამ­გებ­ლის ცო­ლისძმა მივ­ლი­ნე­ბა­ში

2013 წლის 16 - 19 მა­ისს - მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი და მისი მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მოლ­დო­ვა­ში (ია­ლო­ვე­ნის რა­ი­ო­ნი), სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში "ტოპ-პი­როვ­ნე­ბე­ბი-2012" დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 2956,0 ლარი;

2013 წლის 20 - 27 აგ­ვის­ტოს ახ­მე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ქო­რე­უ­ლაშ­ვი­ლი, გამ­გებ­ლის თა­ნა­შემ­წის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ლა­გა­ზა­უ­რი, საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ლირი ითი­უ­რი­ძე და საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნა­თე­ლა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში (ოდე­სის ოლ­ქის ბელ­გო­როდ-დნესტროვ­სკის რა­ი­ო­ნი), უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 22-ე წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 3351,0 ლარი;

2013 წლის 19 - 23 სექ­ტემ­ბერს ახ­მე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი, მისი მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნა­თე­ლა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ლიტ­ვა­ში (პა­ნე­ვე­ჟი­სის რა­ი­ო­ნი), სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე "მო­სა­ვა­ლი-2013" დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 3786,0 ლარი;

2013 წლის 10 - 25 ოქ­ტომ­ბერს ახ­მე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი, მისი მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კა­ხა­ბერ ლო­ლა­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გელა ონი­აშ­ვი­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ვა­ლე­რი­ან დე­დაბ­რიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ლატ­ვა­ში (ლი­გატ­ნეს რა­ი­ო­ნი), სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 4686,0 ლარი;

2013 წლის 18 - 22 ნო­ემ­ბერს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და ლატ­ვი­ა­ში (ლი­გატ­ნეს რა­ი­ო­ნი), ლატ­ვი­ის რეს­ბუბ­ლი­კის 95-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 987,0 ლარი;

2014 წლის 15 - 18 მა­ისს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და კა­ხა­ბერ ლო­ლა­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მოლ­დო­ვა­ში (ია­ლო­ვე­ნის რა­ი­ო­ნი), სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში "ტოპ-პი­როვ­ნე­ბე­ბი-2013" დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 3114,3 ლარი;

2014 წლის 14 - 19 აგ­ვის­ტოს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი, მისი მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხო­ლე­გაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ლატ­ვი­ა­ში (ლი­გატ­ნეს რა­ი­ო­ნი), სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში "რიგა-2014" დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 3831,0 ლარი;

2015 წლის 14 - 18 მა­ისს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ვანო ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხო­ლე­გაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მოლ­დო­ვა­ში (ია­ლო­ვე­ნის რა­ი­ო­ნი), სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში "ტოპ-პი­როვ­ნე­ბე­ბი-2014" დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 2584,0 ლარი;

2015 წლის 30 მა­ი­სი - 6 ივ­ნისს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ფი­ნან­სის­ტთა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 5203,5 ლარი;

2015 წლის 6 - 13 ივ­ლისს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხო­ლე­გაშ­ვი­ლი და გამ­გე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის დამ­ხმა­რე მო­სამ­სა­ხუ­რე (გამ­გებ­ლის მძღო­ლი) შმა­გი ლა­გა­ზა­უ­რი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ლატ­ვი­ა­ში (ლი­გატ­ნეს რა­ი­ო­ნი), კულ­ტუ­რულ და სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის მიზ­ნით, - სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხამ შე­ად­გი­ნა 4356,0 ლარი; შმა­გი ლა­გა­ზა­უ­რი გამ­გებ­ლის, ბექა ბა­ი­და­უ­რის ცო­ლის ძმაა.

2015 წლის 26 ივ­ნი­სი - 1 ივ­ლისს, გამ­გე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ მალ­ბორ­კის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, - მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯებ­მა სულ შე­ად­გი­ნა 1537,0 ლარი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელს ბექა ბა­ი­და­ურს მი­მარ­თა, უფრო მკა­ფი­ოდ და­ე­კონ­კრე­ტე­ბი­ნა მივ­ლი­ნე­ბე­ბის მი­ზა­ნი და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი.

"მე ვთვლი, რომ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მი­ი­წევს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ, ესეც ერ­თერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რომ რო­გორც ქვე­ყა­ნა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი უნდა იც­ნობ­დნენ თა­ვის მო­მა­ვალ ევ­რო­პელ კო­ლე­გებს. ამას­თან, რო­დე­საც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­წყე­ბუ­ლია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ჩვენ უნდა გავ­წყვი­ტოთ? არ უნდა გავ­წყვი­ტოთ. ერთ წელს არ წახ­ვალ, მე­ო­რე წელს არ წახ­ვალ და მე­სა­მე წელს ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე გა­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა, მე­გობ­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც დამ­თავ­რდე­ბა.

რის მი­ხედ­ვით არ­ჩევთ ვინ უნდა წა­ვი­დეს მივ­ლი­ნე­ბა­ში?

- მე არ ვარ­ჩევ. ხარ­ჯებს იღებს მხა­რე, რო­მე­ლიც იწ­ვევს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან მო­დის სა­ხე­ლო­ბი­თი სია, ვინ უნდა წა­ვი­დეს.

ერთ–ერთ მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გამ­გებ­ლის მძღო­ლი შმა­გი ლა­გა­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც თქვე­ნი ცო­ლის ძმაა. მა­საც მოწ­ვე­ვა მო­უ­ვი­და?

- კი. ეს ხალ­ხი იყო ჩა­მო­სუ­ლი ჩვენ­თან წინა წელს, თვი­თო­ნაც ჰყავ­დათ მძღო­ლი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და გამ­გებ­ლის მძღო­ლი აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­იც­ნეს. აქ იმ ხალ­ხს პა­ტი­ვი ვე­ცით, შე­მო­ვა­ტა­რეთ კა­ხე­თი, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეთ და მძღო­ლი იყო მძღო­ლად და ატა­რებ­და ამ ხალ­ხს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი თხოვ­ნა იყო, რომ იქ­ნებ გა­მო­უშ­ვათ ეს. მხო­ლოდ ეს იყო მი­ზე­ზი და გა­მო­უგ­ზავ­ნეს სა­ხე­ლო­ბი­თი მოწ­ვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­ი­და­ურ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

კახელი თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით

კახელი თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით

თანამდებობის პირთა კომფორტი საზღვარგარეთ მივლინებებით"ალუბლის ფესტივალი გლუბოკოეში", "ტოპ-პიროვნებები მოლდოვაში", "რიგა – 2014", ქალაქ მალბორკის იუბილე - ეს იმ საზეიმო ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კახეთიდან გამგებლები და მათი ნათესავები, საკრებულოს თავმჯდომარეები და თანამდებობის სხვა პირები ესწრებიან. ხშირ შემთხვევაში, მივლინებები საერთოდ არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან, მაგრამ საბიუჯეტო თანხები იხარჯება. მაგალითად, 2015 წლის ივლისში, თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბელორუსში "ალუბლის ფესტივალში", რაზედაც ბიუჯეტიდან 5 310 ლარი დაიხარჯა.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მივლინებების რაოდენობის, მათი მიზნებისა და ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების დადგენის მიზნით, 2015 წლის 20 აგვისტოს, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. განცხადებაში ვითხოვდით, ადმინისტრაციულ ორგანოებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიეთითებინათ მივლინების მიზანი და მიღწეული შედეგი (ხელშეკრულების ან მემორანდუმის გაფორმება; კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა);

საჯარო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში მივიღეთ, ოღონდ ახმეტის და სიღნაღის გამგეობებმა არასულყოფილი სახით მოგვაწოდეს.

გამგებლის ცოლისძმა მივლინებაში

2013 წლის 16 - 19 მაისს - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "ტოპ-პიროვნებები-2012" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 2956,0 ლარი;

2013 წლის 20 - 27 აგვისტოს ახმეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ქორეულაშვილი, გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლაგაზაური, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლირი ითიურიძე და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნათელა ექვთიმიშვილი იმყოფებოდნენ უკრაინაში (ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონი), უკრაინის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3351,0 ლარი;

2013 წლის 19 - 23 სექტემბერს ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნათელა ექვთიმიშვილი იმყოფებოდნენ ლიტვაში (პანევეჟისის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაზე "მოსავალი-2013" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3786,0 ლარი;

2013 წლის 10 - 25 ოქტომბერს ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ლოლაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გელა ონიაშვილი და საკრებულოს წევრი ვალერიან დედაბრიშვილი იმყოფებოდნენ ლატვაში (ლიგატნეს რაიონი), საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 4686,0 ლარი;

2013 წლის 18 - 22 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი), ლატვიის რესბუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 987,0 ლარი;

2014 წლის 15 - 18 მაისს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები თამაზ ქავთარაშვილი და კახაბერ ლოლაძე იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "ტოპ-პიროვნებები-2013" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3114,3 ლარი;

2014 წლის 14 - 19 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი იმყოფებოდნენ ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "რიგა-2014" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 3831,0 ლარი;

2015 წლის 14 - 18 მაისს, მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში "ტოპ-პიროვნებები-2014" დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 2584,0 ლარი;

2015 წლის 30 მაისი - 6 ივნისს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინანსისტთა კონფერენციაზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 5203,5 ლარი;

2015 წლის 6 - 13 ივლისს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის მძღოლი) შმაგი ლაგაზაური იმყოფებოდნენ ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი), კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, - სამივლინებო თანხამ შეადგინა 4356,0 ლარი; შმაგი ლაგაზაური გამგებლის, ბექა ბაიდაურის ცოლის ძმაა.

2015 წლის 26 ივნისი - 1 ივლისს, გამგებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა პოლონეთში, ქალაქ მალბორკის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - მივლინების ხარჯებმა სულ შეადგინა 1537,0 ლარი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს მიმართა, უფრო მკაფიოდ დაეკონკრეტებინა მივლინებების მიზანი და მიღწეული შედეგები.

"მე ვთვლი, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა მიიწევს ევროინტეგრაციისკენ, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ როგორც ქვეყანა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნდა იცნობდნენ თავის მომავალ ევროპელ კოლეგებს. ამასთან, როდესაც მეგობრული ურთიერთობა დაწყებულია წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ? არ უნდა გავწყვიტოთ. ერთ წელს არ წახვალ, მეორე წელს არ წახვალ და მესამე წელს ურთიერთობა უკვე გაწყვეტილი იქნება, მეგობრული ხელშეკრულებაც დამთავრდება.

რის მიხედვით არჩევთ ვინ უნდა წავიდეს მივლინებაში?

- მე არ ვარჩევ. ხარჯებს იღებს მხარე, რომელიც იწვევს და აქედან გამომდინარე იქიდან მოდის სახელობითი სია, ვინ უნდა წავიდეს.

ერთ–ერთ მივლინებაში იმყოფებოდა გამგებლის მძღოლი შმაგი ლაგაზაური, რომელიც თქვენი ცოლის ძმაა. მასაც მოწვევა მოუვიდა?

- კი. ეს ხალხი იყო ჩამოსული ჩვენთან წინა წელს, თვითონაც ჰყავდათ მძღოლი ჩამოყვანილი და გამგებლის მძღოლი აქედან გამომდინარე გაიცნეს. აქ იმ ხალხს პატივი ვეცით, შემოვატარეთ კახეთი, დავათვალიერებინეთ და მძღოლი იყო მძღოლად და ატარებდა ამ ხალხს. აქედან გამომდინარე, მათი თხოვნა იყო, რომ იქნებ გამოუშვათ ეს. მხოლოდ ეს იყო მიზეზი და გამოუგზავნეს სახელობითი მოწვევა", - განაცხადა ბექა ბაიდაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა