დღეს სრულიად "ფეისბუქი" ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულმა პოსტმა მოიცვა. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, გოგონამ საფულე დაკარგა, რის შემდეგაც ასეთი შეტყობინება მიიღო:
"გამარჯობა, დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე შიგ იდო პირადობა ID, ექსპრეს ბარათი სტუდენტური. სტუდენტობის ცნობა და კიდევ მგონი აფთიაქის რაღაც ბარათი იყო. ID-ზე ეწერა სალომე **** და სავარაუდოდ შენ უნდა იყო.
კიდე რაღაც ქვითარი იყო ბანკის, 100$-იანის, სადაც შენი მისამართი ეწერა, ნიკოლაძის **
როგორც მივხვდი მანდ ცხოვრობ ფილარმონიასთან. 50 ლარიანი იდო კიდევ და რაღაც ხურდა. მგონი სოწრად მოვიტანე მისამართზე. ფილარმონიასთან რომ ქუჩა ადის, როგორც ვიცი ეგაა ნიკოლაძე.
ვიღაც ქალი იყო და მან დაიტოვა შენი საფულე.
პ.ს. მაპატიე სტუდენტურზე 1.80 გქონდა და 20 თეთრი დაგიხარჯე სხვა გზა არ მქონდა", - ნათქვამია წერილში.