მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები
16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები

16 წელს მიღ­წე­უ­ლი პი­რე­ბის ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბით იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი, ისიც ისე­თი მი­ზე­ზის არ­სე­ბო­ბი­სას, რო­გო­რი­ცაა ორ­სუ­ლო­ბა და ბავ­შვის და­ბა­დე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის მიერ პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია. ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში" და "სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­დის.

სა­დღე­ი­სოდ არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით, 16 წელს მიღ­წე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის ქორ­წი­ნე­ბა მშობ­ლე­ბის ან მზრუნ­ვე­ლის წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით და­იშ­ვე­ბა, ხოლო თან­ხმო­ბა­ზე მათ მიერ უა­რის ან თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ე.წ. პა­ტივ­სა­დე­ბი მი­ზე­ზე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, და­ქორ­წი­ნე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 16 წელს მიღ­წე­ულ არას­რულ­წლო­ვან პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მშობ­ლებ­სა და მზრუნ­ვე­ლებს ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ და აღ­ნიშ­ნუ­ლი მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მო­ექ­ცე­ვა. იმავდრო­უ­ლად, ცვლი­ლე­ბით ვიწ­როვ­დე­ბა 16 წელს მიღ­წე­ულ არას­რულ­წლო­ვან პირ­თა ქორ­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და ერ­თა­დერთ სა­ფუძ­ვლად გო­გო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ორ­სუ­ლო­ბა, ხოლო ბი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ბავ­შვის და­ბა­დე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის მშობ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი. მშო­ბელ­თა შო­რის ხდე­ბა გა­რი­გე­ბა ფუ­ლის ან სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის სა­ნაც­ვლოდ. ასე­ვე არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლე­ბი მათ უკან აღარ იღე­ბენ, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად შვი­ლებს აი­ძუ­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შექ­მნან ოჯა­ხი არა­სა­სურ­ველ პირ­თან. სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თუ მათ მშობ­ლე­ბი ძა­ლით გა­ა­თხო­ვე­ბენ, ისი­ნი თავს მო­იკ­ლა­ვენ. ამავდრო­უ­ლად, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბე­ბი რო­გორც წესი იწ­ვევს ქორ­წი­ნე­ბა­ში შემსვლელ პირ­თა მხრი­დან სწავ­ლი­სათ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე 7367 გო­გო­ნამ შე­წყვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­ექტს თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები

16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები

16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები "სამოქალაქო კოდექსში" და "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონში შედის.

სადღეისოდ არსებული კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. პატივსადები მიზეზების არსებობისას, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეუძლია.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება აღარ ექნებათ და აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში მოექცევა. იმავდროულად, ცვლილებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძველი და ერთადერთ საფუძვლად გოგონების შემთხვევაში - ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება განისაზღვრება.

"საქართველოში ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირების მშობლები არიან თავიანთი შვილების ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები. მშობელთა შორის ხდება გარიგება ფულის ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგონების მოტაცების შემდეგ, მშობლები მათ უკან აღარ იღებენ, რითაც ფაქტობრივად შვილებს აიძულებენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ შექმნან ოჯახი არასასურველ პირთან. სკოლის მოსწავლე გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მათ მშობლები ძალით გაათხოვებენ, ისინი თავს მოიკლავენ. ამავდროულად, ნაადრევი ქორწინებები როგორც წესი იწვევს ქორწინებაში შემსვლელ პირთა მხრიდან სწავლისათვის თავის დანებებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება", - აღნიშნულია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია