Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასკეტი ბერი გაბრიელის საფლავის მოსაწყობად 65,000 ლარის დახარჯვა იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად!"
"ასკეტი ბერი გაბრიელის საფლავის მოსაწყობად 65,000 ლარის დახარჯვა იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად!"

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის მო­წყო­ბის­თვის მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 65 000 ლარი გა­მო­ყო. ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მო­ე­წო­ნე­ბო­და ეს მამა გაბ­რი­ელს? მე გი­პა­სუ­ხებთ: გა­გიჟ­დე­ბო­და! შე­იძ­ლე­ბა მოგ­წონ­დეს ან არ მოგ­წონ­დეს მამა გაბ­რი­ე­ლი, ეთან­ხმე­ბო­დე ან არ ეთან­ხმე­ბო­დე, საღი გო­ნე­ბით ან ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი უყუ­რებ­დე მის ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ ას­კე­ტი ბე­რის საფ­ლა­ვის მო­სა­წყო­ბად 65,000 ლა­რის და­ხარ­ჯვა? და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, პა­ცი­ფის­ტის საფ­ლავ­ზე ტან­კი რომ დად­გა მე­მო­რი­ა­ლად!

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მი ინ ექ­შენ! კი­დევ ერთი ნა­თე­ლი დას­ტუ­რი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­რო­თი მო­ვა­რა­ყე­ბულ და ჯიპ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში (რო­მე­ლიც ჩვენ დრო­ში "აღორ­ძინ­და" :) ) ქრის­ტეს სი­ტყვი­სა და სუ­ლის ნა­სა­ხიც აღარ არის!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ, 2015 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მამა გაბ­რი­ე­ლის გან­სას­ვე­ნებ­ლის­თვის მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 65 000 ლარი გა­მო­ი­ყო­ფა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში, ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლის, აღმსა­რებ­ლის და სა­ლო­სის წმინ­და ცხედ­რის სა­ბო­ლოო გან­სას­ვე­ნებ­ლის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ, "სა­ქარ­თვე­ლოს 2015 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, სსიპ - სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს გა­მო­უ­ყოს 65 000 (სა­მოც­და­ხუ­თი ათა­სი) ლარი", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2015 წლის 7 ოქ­ტომ­ბე­რის № 2176 გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აწერს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ასკეტი ბერი გაბრიელის საფლავის მოსაწყობად 65,000 ლარის დახარჯვა იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად!"

"ასკეტი ბერი გაბრიელის საფლავის მოსაწყობად 65,000 ლარის დახარჯვა იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად!"

ფინანსთა სამინისტრომ სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოყო. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ეხმაურება.

"მოეწონებოდა ეს მამა გაბრიელს? მე გიპასუხებთ: გაგიჟდებოდა! შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მამა გაბრიელი, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, საღი გონებით ან ეგზალტირებული უყურებდე მის ცხოვრებას, მაგრამ ასკეტი ბერის საფლავის მოსაწყობად 65,000 ლარის დახარჯვა? დაახლოებით იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად!

მართლმადიდებლური კაპიტალიზმი ინ ექშენ! კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს ოქროთი მოვარაყებულ და ჯიპზე ამხედრებულ ეკლესიაში (რომელიც ჩვენ დროში "აღორძინდა" :) ) ქრისტეს სიტყვისა და სულის ნასახიც აღარ არის!", - წერს გამსახურდია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, 2015 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მამა გაბრიელის განსასვენებლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბერის № 2176 განკარგულებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს