სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰააგის სასამართლოს პროკურორი: "2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს"
ჰააგის სასამართლოს პროკურორი: "2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს"

ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუ­და ფიქ­რობს, რომ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და ქარ­თულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც თა­ვად ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

მათი გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რო­რი "ომის და­ნა­შა­უ­ლად" "მშვი­დო­ბის­მყო­ფელ­თა მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მათ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმას" მი­იჩ­ნევს. "პრო­კუ­რორს გა­აჩ­ნია გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, რათა ირ­წმუ­ნოს, რომ რო­გორც სამ­ხრეთ ოსე­თის, ასე­ვე ქარ­თულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტა მშვი­დო­ბის­მყო­ფელ­თა მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე და მათ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლე­ბის სამ­შვი­დო­ბო ობი­ექ­ტე­ბი მრა­ვალ­ჯერ მძი­მედ იქნა და­ცხრი­ლუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის სამ­ხედ­რო პო­ზი­ცი­ე­ბი­დან, რის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ორი და და­იჭ­რა ხუთი ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი. სხვა ინ­ცი­დენ­ტის დროს კი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქარ­თვე­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად 10 რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი იქნა მოკ­ლუ­ლი და 30 დაჭ­რი­ლი. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის ბაზა და მას­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბულ იქნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, პრო­კუ­რორს ომის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბის ფონ­ზე" სურს, რომ 2008 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან ამა­ვე წლის 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია თა­ვად გა­მო­ი­ძი­ოს.

"ბოლო პე­რი­ო­დამ­დე, რუ­სე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ გა­მო­ძი­ე­ბას ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მი­მართ. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ფერ­ხდა. იმის გამო, რომ არ არ­სე­ბობს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე და ასე­ვე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მო­ცე­მულ საქ­მე­ზე სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, და აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბის ფონ­ზე, პრო­კუ­რო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის საქ­მე, და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა პრო­კუ­რო­რის ოფი­სის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებ­ზე და მათ ობი­ექ­ტებ­ზე გან­ზრახ თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე ნა­წი­ლობ­რივ იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მე­ტიც, ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა სიმ­ძი­მის და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა არ წა­ად­გე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს. აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­თა შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი კვლავ ითხო­ვენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას", - გან­მარ­ტე­ბუ­ლია ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა ფატუ ბენ­სუ­დამ მო­სა­მარ­თლე­ებს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის 2008 წლის ომის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თხოვ­ნით უკვე მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჰააგის სასამართლოს პროკურორი: "2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს"

ჰააგის სასამართლოს პროკურორი: "2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს"

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ფიქრობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც თავად ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მათი განმარტებით, პროკურორი "ომის დანაშაულად" "მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას" მიიჩნევს. "პროკურორს გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა", - აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, ოფიციალური ცნობით, პროკურორს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით "საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე" სურს, რომ 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაცია თავად გამოიძიოს.

"ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით.

მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას", - განმარტებულია ოფიციალურ ინფორმაციაში. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით უკვე მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."