რატომ დაკარგა გონება გადასაღებ მოედანზე ზაზა მაღალაშვილმა - "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის მორიგი წარმატება

რატომ დაკარგა გონება გადასაღებ მოედანზე ზაზა მაღალაშვილმა - "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის მორიგი წარმატება

წელს საქართველომ "ოსკარზე" ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" წარადგინა. ბედისწერის ქალღმერთის მოსახელე ეს ფილმი ჟანრობრივად სოციალურ დრამას განეკუთვნება და ბედის შეუბრალებლობაზე მოგვითხრობს. რამდენიმე დღის წინ "მოირა" სან-სებასტიანის 63-ე კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, სადაც პირველი საერთაშორისო პრიზი - SIGNIS AWARD - დაიმსახურა. "მოირა" მესამე ფილმია თენგიზ აბულაძის "მონანიებისა" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულის" შემდეგ, რომელსაც ეს პრიზი აქვს მიღებული. ჩვენ საშუალება მოგვეცა, ფილმის მთავარ გმირებს, ზაზა მაღალაშვილსა და პაატა ინაურს გავსაუბრებოდით.

ზაზა მაღალაშვილი: "მოირა"­ სო­ც­­იალურ გაჭირვებაზეა. ზღვისპირა პროვინციული ქალაქის ერთი ოჯახის დიასახლისი საბერძნეთში შრომით ემიგრაც­იაშია; ქმარი ინვალიდის ეტლზეა­ მიჯაჭვული;­ ქმარსა და ორ ზრდასრულ ბიჭს ქალი არჩენს­ უცხოეთიდან. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა თითქმის გაწყვეტილია­. ქალს ოჯახში დაბრუნების სურვილი არა აქვს... მთავარი­ პერსონაჟი, მამუკა (ერთ-ერთი ვაჟი), ციხ­იდან გამ­ოდის და ოჯახის გამთლიანებას პატიოსანი­ შრომით ცდილობს. დანარჩენს, როცა ფილმი­ გამოვა, თავად ნახავთ...

- როგორ გახდით ამ ფილმის პერსონაჟი?

- ლევან თუთბერიძემ სინჯებზე მიმი­წვია. მომიწონეს და როლზე დამამტკიცეს. ოცდაორი წელია საქართველოში არ მიცხოვრია... კინოდებიუტი თვრამეტი წლისას მქონდა - "დემეტრე მეორეში" რატი სურამელი ვითამაშე.

- საქართველო რა მიზეზით დატოვეთ?

- ემიგრაციაში 1994 წლის დასაწყისში­ წავედი. მიზეზი შვილის ავადმყოფობა იყო. მას მერე ჰოლანდიაში ვცხოვრობ. იქ ჩამ­ოვაყალიბე TV Video Studio, სადაც კლიპებს ვიღებდით კერძო შეკვეთებით. 2010 წლიდან სისტემატურად ჩამოვდივარ საქ­ა­რთველოში. საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით პროექტებს ვახორციელებ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება