პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ
სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ

მარ­თა­ლია, სა­ხელ­მწი­ფო მუდ­მი­ვად ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი, მაგ­რამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ეს საკ­მა­რი­სი არაა. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც აკის­რია. ჩვე­ნი სა­მომ­ხმა­რებ­ლო პატ­რი­ო­ტიზ­მი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გა­რე­შე ად­გი­ლობ­რი­ვი წა­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ში თუნ­დაც მცი­რე წვლი­ლის შე­ტა­ნა ყო­ველ ჩვენ­განს შე­უძ­ლია. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ არ­ჩე­ვანს ხა­რის­ხი­სად­მი მეტი ნდო­ბის გამო აკე­თებს ან შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დეს, რომ უცხო­უ­რი პრო­დუქ­ცია უფრო იაფი ღირს, ად­გი­ლობ­რივ­თან შე­და­რე­ბით.

რა თქმა უნდა, სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი ამ მო­საზ­რე­ბა­შიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა დღეს სა­კა­მოდ ბევ­რი და­სა­ხე­ლე­ბის ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცის ყიდ­ვა იმ­პორ­ტი­რე­ბულ­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბალ ფა­სად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამა­ში თა­ვად დავ­რწმუნ­დი, როცა bpn-სთვის მცი­რე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ნუს­ხა შე­ვად­გი­ნე და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გე­ბის ფა­სე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ვა­და­რე.

მა­ღა­ზი­ის დახლ–მა­ცივ­რებ­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნია. ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ქარ­თუ­ლი და იმ­პო­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტი აწყვია. მა­გა­ლი­თად, 1 კი­ლოგ­რა­მი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის ფასი 7 ლა­რი­დან იწყე­ბა მა­შინ, როცა ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის, გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი 6, 50 ლარი ღირს. 1 კი­ლოგ­რა­მი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ძეხ­ვის ფასი 11 ლა­რი­დან იწყე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის შე­ძე­ნა კი 5 ლა­რი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა რძის ნა­წარმს, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცია აქაც გა­ცი­ლე­ბით ია­ფია. მა­გა­ლი­თად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი კა­რა­ქის 400 გრა­მი­ა­ნი შე­ფუთ­ვის ფასი 4, 10 –5, 80 ლა­რია, ხოლო მისი ანა­ლო­გი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტის ფასი 3, 10 ლა­რი­დან იწყე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ

სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ

მართალია, სახელმწიფო მუდმივად ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი, მაგრამ შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არაა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებასაც აკისრია. ჩვენი სამომხმარებლო პატრიოტიზმისა და სოლიდარობის გარეშე ადგილობრივი წაროების განვითარება ძნელად წარმოსადგენია და ამ მნიშვნელოვან საქმეში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა ყოველ ჩვენგანს შეუძლია. ხშირად გაიგონებთ, რომ მომხმარებელი იმპორტირებული პროდუქციის სასარგებლოდ არჩევანს ხარისხისადმი მეტი ნდობის გამო აკეთებს ან შეიძლება ფიქრობდეს, რომ უცხოური პროდუქცია უფრო იაფი ღირს, ადგილობრივთან შედარებით.

რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი ამ მოსაზრებაშიც არსებობს, თუმცა დღეს საკამოდ ბევრი დასახელების ქართული წარმოების, ხარისხიანი პროდუქცის ყიდვა იმპორტირებულზე გაცილებით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა bpn-სთვის მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. პირველ რიგში, ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქტების ნუსხა შევადგინე და იმპორტირებული და ქართული ანალოგების ფასები ერთმანეთს შევადარე.

მაღაზიის დახლ–მაცივრებში ხორცპროდუქტების დიდი არჩევანია. ერთმანეთის გვერდით ქართული და იმპოტირებული პროდუქციის ასორტიმენტი აწყვია. მაგალითად, 1 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ფასი 7 ლარიდან იწყება მაშინ, როცა ქართული წარმოების, გაყინული ქათამი 6, 50 ლარი ღირს. 1 კილოგრამი იმპორტირებული ძეხვის ფასი 11 ლარიდან იწყება, ადგილობრივი წარმოების შეძენა კი 5 ლარიდან არის შესაძლებელია.

რაც შეეხება რძის ნაწარმს, ქართული წარმოების პროდუქცია აქაც გაცილებით იაფია. მაგალითად, იმპორტირებული კარაქის 400 გრამიანი შეფუთვის ფასი 4, 10 –5, 80 ლარია, ხოლო მისი ანალოგი ქართული წარმოების პროდუქტის ფასი 3, 10 ლარიდან იწყება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია