პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაგრძელდა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა და როდის აქვს "სევდიანი პერიოდები"
როგორ გაგრძელდა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა და როდის აქვს "სევდიანი პერიოდები"

მომ­ღე­რა­ლი ნინი ბრეგ­ვა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. ამ­ბობს: "მი­ნი­მუმ 10 წელი და­ო­ჯა­ხე­ბას არ ვა­პი­რებ. ჯერ ცხოვ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის უნდა ვიშ­რო­მო.

ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მე­ლო­დე­ბა". მომ­ღე­რა­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში დროს არ "კარ­გავს", მაგ­რამ მი­იჩ­ნევს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­არ­თმევს თავს.

- უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ და ამ მხრივ, არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. შე­ვეც­დე­ბი, გულ­წრფე­ლი ვიყო... ბოლო დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ საკ­მა­ოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. ეს თვი­სე­ბა მომ­წონს და მი­ხა­რია, რომ შრო­მა არ მე­ზა­რე­ბა. არას­დროს ვი­ვი­წყებ იმ საქ­მის გა­კე­თე­ბას, რაც ჩემი მო­მავ­ლის­თვის, კა­რი­ე­რის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ჩემი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა და ვინც მიც­ნობს, ამა­ში და­მე­თან­ხმე­ბა.

- ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა გაქვს?

- უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა მაქვს, მაგ­რამ რა­საც თა­ვად ვერ ვხე­დავ ჩემ­ში, ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა... ხომ იცით, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავ­ში და­დე­ბითს უფრო ად­ვი­ლად ვხე­დავთ, ვიდ­რე უარ­ყო­ფითს.

- ამა­ყი ხარ?

- ამა­ყი ვარ, მაგ­რამ სხვას ზე­მო­დან არა­სო­დეს ვუ­ყუ­რებ. არას­დროს არა­ვის ვაგ­რძნო­ბი­ნებ, რომ მას­ზე რა­ღა­ცით მეტი ვარ. სა­კუ­თარ თავ­ში ქედ­მაღ­ლო­ბა არა­სო­დეს შე­მიმ­ჩნე­ვია. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით ხში­რად ვარ ამა­ყი. რა­ღაც კარ­გად რომ გა­მო­მი­ვა, ასეთ დროს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ და არა მგო­ნია, ეს ცუდი თვი­სე­ბა იყოს.

- პრინ­ცი­პუ­ლი ხარ?

- საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. ჩემს პრინ­ცი­პებს არც ფულ­ზე, არც სიყ­ვა­რულ­ზე და სა­ერ­თოდ, არა­ფერ­ზე გავცვლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი და არა მგო­ნია, რა­ი­მეს ან ვინ­მეს გამო, ჩემს პრინ­ცი­პებს ოდეს­მე "გა­და­ვახ­ტე".

- შენი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ოდეს­მე გი­ნა­ნია?

- არა­სო­დეს! პრინ­ცი­პის გამო შე­იძ­ლე­ბა დავ­მარ­ცხდე, მაგ­რამ არას­დროს ვი­ნა­ნებ, რომ ჩემი გა­ვი­ტა­ნე.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- არა­ნა­ირ სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს არ ვა­კე­თებ. ამ მხრივ დე­და­ჩე­მის­გან ზედ­მე­ტად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ. ყვე­ლა­ფერს ის მიმ­ზა­დებს: სა­დილ­საც, ჩა­ი­საც და ყა­ვა­საც. სახ­ლსაც დედა ალა­გებს, მე კი ხან­და­ხან ვეხ­მა­რე­ბი... შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დია, მაგ­რამ რა ვქნა, ასე ვცხოვ­რობ. ვფიქ­რობ, როცა დამ­ჭირ­დე­ბა ანუ როცა ლან­გრით აღარ მო­მარ­თმე­ვენ ყვე­ლა­ფერს, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად ვის­წავ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს. ხომ იცით, როცა ადა­მი­ანს გა­უ­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს (იცი­ნის).

- ანუ როცა გა­თხოვ­დე­ბი, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლებ?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უახ­ლო­ე­სი 10 წელი გა­თხო­ვე­ბას არ ვა­პი­რებ, ამა­ზე არც ვფიქ­რობ. ვიდ­რე ოჯა­ხის შექ­მნას გა­დავ­წყვეტ, მა­ნამ­დე დავ­ბრძენ­დე­ბი, უფრო მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ხდე­ბი და ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით შევ­ხე­დავ, მერე კი რა­ღა­ცებს წი­ნას­წარ ვის­წავ­ლი. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­მი­ვა: სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც და მე­უღ­ლის გუ­ლის მო­გე­ბაც. ისე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუს­ზე მე­ტად, გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა მხიბ­ლავს.

- მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ება არას­დროს გიც­დია?

- კი, მიც­დია, ოღონდ ყო­ველ ჯერ­ზე რამ­დე­ნი­მე ნა­კე­ცით და­ვამ­შვე­ნე (იცი­ნის). მგო­ნი, პე­რან­გის და­კუჭ­ვა უფრო კარ­გად გა­მომ­დის, ვიდ­რე და­უ­თო­ე­ბა.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- ბავ­შვო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მქონ­და, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ოც­ნე­ბის მა­მა­კა­ცი. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­მეც­ვა­ლა, რა­ღა­ცებს სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე. მივ­ხვდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­რეგ­ნო­ბა არ არის და არც მარ­ტო სუ­ლი­ე­რე­ბაა საკ­მა­რი­სი სა­ი­მი­სოდ, რომ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით თავი ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნო. შე­იძ­ლე­ბა, მა­მა­კა­ცი არ იყოს სიმ­პა­თი­უ­რი, მაგ­რამ გახ­ლდეთ მიმ­ზიდ­ვე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი.

ასე­ვე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რო­გორ გა­ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს და რამ­დე­ნად შევ­ძლებთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მას.

- თუ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შენი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აუ­ცი­ლებ­ლად მდი­და­რი უნდა იყოს?

- ბავ­შვო­ბა­შიც კი არ მი­ოც­ნე­ბია პრინცზე და არც იმა­ზე, რომ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ფუ­ფუ­ნე­ბა­ში მა­ცხოვ­რებს. ყო­ველ­თვის მქონ­და და მაქვს ერთი მი­ზა­ნი: მსურს, შრო­მით მო­ვი­პო­ვო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ადა­მი­ანს კომ­ფორ­ტს უქ­მნის. არა­ვის ხარ­ჯზე არ ვა­პი­რებ ცხოვ­რე­ბას.

- არ­სე­ბობს მან­დი­ლოს­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც ასე­თი "ზღაპ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის" გამო სიყ­ვა­რულ­საც თმო­ბენ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) სხვი­სი ფუ­ლის წყა­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა ისე სა­ინ­ტე­რე­სო აღარ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არის. ვიცი, ვიდ­რე მი­ზანს მი­ვაღ­წევ, წინ სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მე­ლის და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის გჯე­რა?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როგორ გაგრძელდა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა და როდის აქვს "სევდიანი პერიოდები"

როგორ გაგრძელდა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა და როდის აქვს "სევდიანი პერიოდები"

მომღერალი ნინი ბრეგვაძე შეყვარებული არასდროს ყოფილა. ამბობს: "მინიმუმ 10 წელი დაოჯახებას არ ვაპირებ. ჯერ ცხოვრების მოსაწყობად და კარიერული წინსვლისთვის უნდა ვიშრომო.

ვფიქრობ, საინტერესო თავგადასავლები მელოდება". მომღერალი საოჯახო საქმეების კეთებაში დროს არ "კარგავს", მაგრამ მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერს კარგად გაართმევს თავს.

- უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი უჭირთ და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. შევეცდები, გულწრფელი ვიყო... ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ შრომისმოყვარე ვარ. ეს თვისება მომწონს და მიხარია, რომ შრომა არ მეზარება. არასდროს ვივიწყებ იმ საქმის გაკეთებას, რაც ჩემი მომავლისთვის, კარიერისთვის კარგი იქნება. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო თვისებაა და ვინც მიცნობს, ამაში დამეთანხმება.

- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?

- უამრავი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ რასაც თავად ვერ ვხედავ ჩემში, ეს კიდევ ცალკე თემაა... ხომ იცით, ადამიანები საკუთარ თავში დადებითს უფრო ადვილად ვხედავთ, ვიდრე უარყოფითს.

- ამაყი ხარ?

- ამაყი ვარ, მაგრამ სხვას ზემოდან არასოდეს ვუყურებ. არასდროს არავის ვაგრძნობინებ, რომ მასზე რაღაცით მეტი ვარ. საკუთარ თავში ქედმაღლობა არასოდეს შემიმჩნევია. თუმცა, საკუთარი წარმატებებით ხშირად ვარ ამაყი. რაღაც კარგად რომ გამომივა, ასეთ დროს ძალიან ბედნიერი გახლავართ და არა მგონია, ეს ცუდი თვისება იყოს.

- პრინციპული ხარ?

- საკმაოდ პრინციპული ვარ. ჩემს პრინციპებს არც ფულზე, არც სიყვარულზე და საერთოდ, არაფერზე გავცვლი. ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და არა მგონია, რაიმეს ან ვინმეს გამო, ჩემს პრინციპებს ოდესმე "გადავახტე".

- შენი პრინციპულობა ოდესმე გინანია?

- არასოდეს! პრინციპის გამო შეიძლება დავმარცხდე, მაგრამ არასდროს ვინანებ, რომ ჩემი გავიტანე.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- არანაირ საოჯახო საქმეს არ ვაკეთებ. ამ მხრივ დედაჩემისგან ზედმეტად განებივრებული ვარ. ყველაფერს ის მიმზადებს: სადილსაც, ჩაისაც და ყავასაც. სახლსაც დედა ალაგებს, მე კი ხანდახან ვეხ­მარები... შეიძლება, ცუდია, მაგ­რამ რა ვქნა, ასე ვცხოვრობ. ვფიქრობ, როცა დამჭირდება ანუ როცა ლანგრით აღარ მომართმევენ ყველაფერს, მაშინ აუცილებლად ვისწავლი საოჯახო საქმეებს. ხომ იცით, როცა ადამიანს გაუჭირდება, ყველაფერს აკეთებს (იცინის).

- ანუ როცა გათხოვდები, სადილის მომზადებას უპრობლემოდ შეძლებ?

- იქიდან გამომდინარე, რომ უახლოესი 10 წელი გათხოვებას არ ვაპირებ, ამაზე არც ვფიქრობ. ვიდრე ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, მანამდე დავბრძენდები, უფრო მეტად სერიოზული გავხდები და ყველაფერს სხვა თვალით შევხედავ, მერე კი რაღაცებს წინასწარ ვისწავლი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გამომივა: საოჯახო საქმეებიც და მეუღლის გულის მოგებაც. ისე, სამზარეულოში ფუსფუსზე მეტად, გემრიელი სადილების დაგემოვნება მხიბლავს.

- მამაკაცის პერანგის დაუთო­ება არასდროს გიცდია?

- კი, მიცდია, ოღონდ ყოველ ჯერზე რამდენიმე ნაკეცით დავამშვენე (იცინის). მგონი, პერანგის დაკუჭვა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე დაუთოება.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ბავშვობაში ჩამოყალიბებული მქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ოცნების მამაკაცი. როცა წამოვიზარდე, შეხედულებები შემეცვალა, რაღაცებს სხვა თვალით შევხედე. მივხვდი, ყველაფერი გარეგნობა არ არის და არც მარტო სულიერებაა საკმარისი საიმისოდ, რომ ადამიანის გვერდით თავი ბედნიერად იგრძნო. შეიძლება, მამაკაცი არ იყოს სიმპათიური, მაგრამ გახლდეთ მიმზიდველი, ქარიზმატული.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გავუგებთ ერთმანეთს და რამდენად შევძლებთ ცხოვრებისეული სირთულეების დროს ერთმანეთის მხარში დგომას.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს?

- ბავშვობაშიც კი არ მიოცნებია პრინცზე და არც იმაზე, რომ მომავალი მეუღლე ფუფუნებაში მაცხოვრებს. ყოველთვის მქონდა და მაქვს ერთი მიზანი: მსურს, შრომით მოვიპოვო ყველაფერი ის, რაც ადამიანს კომფორტს უქმნის. არავის ხარჯზე არ ვაპირებ ცხოვრებას.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ასეთი "ზღაპრული ცხოვრების" გამო სიყვარულსაც თმობენ...

- (მაწყვეტინებს) სხვისი ფულის წყალობით ცხოვრება ისე საინტერესო აღარ იქნება, როგორიც სინამდვილეში არის. ვიცი, ვიდრე მიზანს მივაღწევ, წინ საოცარი თავგადასავლები მელის და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.

- ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება