პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალაიზიური "ბოინგი", რომელმაც გასულ წელს უკრაინაში ავიაკატასტროფა განიცადა, რუსული სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს
მალაიზიური "ბოინგი", რომელმაც გასულ წელს უკრაინაში ავიაკატასტროფა განიცადა, რუსული სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს

ნი­დერ­ლან­დე­ბის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ შარ­შან, უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამის შე­სა­ხებ "დო­ი­ჩე ველე" იტყო­ბი­ნე­ბა.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მა­ლა­ი­ზი­უ­რი "ბო­ინგ MH17" უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის "ბუკ"-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სით იქნა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, თვითმფრი­ნა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გას­რო­ლილ იქნა "9M38" ტი­პის რა­კე­ტა. რუ­სეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნულ რა­კე­ტებს ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2011 წლი­დან აღარ იყე­ნე­ბენ.

ჰო­ლან­დი­ურ­მა კო­მი­სი­ამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მო­მენ­ტში "ბო­ინ­გი" ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი იყო და მისი ჩა­მოგ­დე­ბა "ჰა­ე­რი-ჰა­ე­რი" ტი­პის რა­კე­ტით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ექ­სპერ­ტებს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, დონ­ბა­სის ტე­რი­ტო­რი­ის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი­დან მოხ­და რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა. უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა 2014 წლის 17 ივ­ლისს მოხ­და. კომ­პა­ნია Malaysia Airlines-ის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­ში მიფ­რი­ნავ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ბორტზე მყო­ფი 298-ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში გა­ე­რო, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის გა­მო­ძე­ბის მიზ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის ტრი­ბუ­ნა­ლის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, თუმ­ცა რუ­სეთ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი დაბ­ლო­კა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მალაიზიური "ბოინგი", რომელმაც გასულ წელს უკრაინაში ავიაკატასტროფა განიცადა, რუსული სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს

მალაიზიური "ბოინგი", რომელმაც გასულ წელს უკრაინაში ავიაკატასტროფა განიცადა, რუსული სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს

ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ შარშან, უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.

ანგარიშის თანახმად, მალაიზიური "ბოინგ MH17" უკრაინის აღმოსავლეთიდან, რუსული წარმოების "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იქნა ჩამოგდებული. კერძოდ, თვითმფრინავის მიმართულებით გასროლილ იქნა "9M38" ტიპის რაკეტა. რუსეთში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რაკეტებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 2011 წლიდან აღარ იყენებენ.

ჰოლანდიურმა კომისიამ ასევე დაადგინა, რომ ავიაკატასტროფის მომენტში "ბოინგი" ტექნიკურად გამართული იყო და მისი ჩამოგდება "ჰაერი-ჰაერი" ტიპის რაკეტით არ განხორციელებულა. ექსპერტებს არ დაუკონკრეტებიათ, დონბასის ტერიტორიის რომელი მონაკვეთიდან მოხდა რაკეტის გაშვება. უკრაინა და რუსეთი ავიაკატასტროფაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ავიაკატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს მოხდა. კომპანია Malaysia Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

მიმდინარე წლის ივლისში გაერო, ავიაკატასტროფის გამოძების მიზნით, საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა რუსეთმა აღნიშნული რეზოლუციის პროექტი დაბლოკა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა