პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა
ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად დღეს ფო­ცხვე­რი­ას ად­ვო­კა­ტებ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა და მე­რაბ ჩი­ქო­ვან­მა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გი მე­დი­ას წა­რუდ­გი­ნეს და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს. ად­ვო­კა­ტე­ბი გან­ცხა­დე­ბა­ში მო­ი­თხო­ვენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ერ­თობ­ლივ­მა მუდ­მივ­მოქ­მედ­მა კო­მი­სი­ამ ფო­ცხვე­რი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი მაქ­სი­მა­ლუ­რად დრო­უ­ლად გა­ნი­ხი­ლოს, რად­გან ბრალ­დე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სად მძი­მედ არის.

რო­გორც გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან იკ­ვე­თე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, რად­გან თვე­ზე მე­ტია ფო­ცხვე­რი­ას სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლია და კო­მი­სი­ის არც ერთი წევ­რი, ყო­ველ­გვა­რი ვა­დის ამო­წურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს არ იხი­ლავს.

ად­ვო­კატ­თა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ეს­წრე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ფო­ცხვე­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა აქვს და­დე­ბუ­ლი. ექ­სპერ­ტი აცხა­დებს, რომ ფო­ცხვე­რი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა, ხოლო მის მი­მართ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა არის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი, რად­გან მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბე­ბი ეზღუ­დე­ბა.

ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ონ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში ორი წე­ლია მკურ­ნა­ლობს, მას ხორ­ხი აქვს ამოჭ­რი­ლი. ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ტას­ტა­ზებ­მა ფილ­ტვე­ბამ­დე მი­აღ­წი­ეს და ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და. ფო­ცხვე­რი­ას უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას ბრონ­ქე­ბი­დან სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, ეს კი სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი ოჯახ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როს.

ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია 2012 წელს ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თუმ­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მე-12 დღეს და­ა­კა­ვეს.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას სისხლდენა დაეწყო და მისი მდგომარეობა დამძიმდა, - აღნიშნულის დამადასტურებლად დღეს ფოცხვერიას ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა სამედიცინო გამოკვლევის შედეგი მედიას წარუდგინეს და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართეს. ადვოკატები განცხადებაში მოითხოვენ სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხი მაქსიმალურად დროულად განიხილოს, რადგან ბრალდებული უკიდურესად მძიმედ არის.

როგორც გაგი მოსიაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანის შემდეგ აღნიშნა, კომისიის წევრების მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან თვეზე მეტია ფოცხვერიას საკითხზე განცხადება განსახილველია და კომისიის არც ერთი წევრი, ყოველგვარი ვადის ამოწურვის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხს არ იხილავს.

ადვოკატთა საგანგებო განცხადებას ესწრებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 სამედიცინო დასკვნა აქვს დადებული. ექსპერტი აცხადებს, რომ ფოცხვერიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხოლო მის მიმართ შექმნილი ვითარება არის დისკრიმინაციული, რადგან მსჯავრდებულს უფლებები ეზღუდება.

ტარიელ ფოცხვერია მარდალეიშვილის სახელობის ონკოლოგიურ კლინიკაში ორი წელია მკურნალობს, მას ხორხი აქვს ამოჭრილი. ადვოკატების ინფორმაციით, მეტასტაზებმა ფილტვებამდე მიაღწიეს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ფოცხვერიას უფლებების დამცველების განცხადებით, მას ბრონქებიდან სისხლდენა დაეწყო, ეს კი საფუძველს იძლევა, რომ სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახთან ერთად გაატაროს.

ტარიელ ფოცხვერია 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა გათავისუფლებიდან მე-12 დღეს დააკავეს.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხის განხილვის გაჭიანურებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია