პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთის უიშვიათესი არქიტექტურა, რომელიც ჩქარი რესტავრაციით ისევ დეფორმირდა, დაიბრიცა - რა ხდება სოფელ დართლოში
თუშეთის უიშვიათესი არქიტექტურა, რომელიც ჩქარი რესტავრაციით ისევ დეფორმირდა, დაიბრიცა - რა ხდება სოფელ დართლოში

სო­ფელ დარ­თლო­ში (ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ნამ გე­ტყო­დით, თუ რა ეტაპ­ზეა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მა­ნამ­დე შე­გახ­სე­ნებთ, რომ დარ­თლო თუ­შე­თის სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე დიდ­ხე­ვის (პი­რი­ქი­თა ალაზ­ნის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი) მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს. ის პი­რი­ქი­თა ხე­ო­ბის ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლია და არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნაკ­რძა­ლად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მი­ე­კუთ­ვნე­ბა თუ­შუ­რი ყო­ფის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­შიც ძველ­მა და­სახ­ლე­ბამ გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ცა­და.

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ციხე-სახ­ლმა თა­ვი­სი ფუნ­ქცია და­კარ­გა და ად­გი­ლი და­უთ­მო აივ­ნი­ან შე­ნო­ბას, რო­მელ­შიც მშვი­დო­ბი­ა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბია წა­მო­წე­უ­ლი. სა­ცხოვ­რე­ბე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი დარ­თლოს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ზედ­მი­წევ­ნით არის ასა­ხუ­ლი. ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლია პი­რა­მი­დუ­ლი სა­ხუ­რა­ვის მქო­ნე ორი კოშ­კი, ერთ მათ­გან­ზე მიდ­გმუ­ლია ციხე-სახ­ლი, ხოლო მე­ო­რე­ზე - აივ­ნი­ა­ნი. ორი ციხე დგას დარ­თლოს გაღ­მა, დიდ­ხე­ვის წყლის კლდო­ვან ფლა­ტე­ზე. უფრო მაღ­ლა დარ­თლოს სა­მა­რო­ვა­ნია. ძვე­ლი სა­მა­რო­ვა­ნის ზე­მოთ კი იახ­სრის ძლი­ე­რი ხა­ტია, რო­მელ­საც შვი­ლი­ე­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის ძალა მი­ე­წე­რე­ბა. სოფ­ლის შე­სას­ვლელ­ში XIX სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სი­ის ნაშ­თია.

მოკ­ლედ, ეს ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­ულ თუ­შეთ­შია, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს და ახ­მე­ტას­თან 102 კი­ლო­მეტ­რი აშო­რებს, სო­ფელ ომა­ლოს­თან კი 15. მი­მოს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხე­ნის ბი­ლი­კით და სა­ჰა­ე­რო გზით. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 2002 წლის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და 9 ადა­მი­ა­ნი (7 მა­მა­კა­ცი და 2 ქალი).

ამ­ჟა­მად იქ ნელ-ნელა ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ყა­ლიბ­დე­ბა, გახ­სნი­ლია სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

- დარ­თლოს სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რუ­ლად, შე­ნო­ბე­ბით, ლან­დშაფ­ტით, მდე­ბა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლა­დაც, რად­გა­ნაც მისი ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რი­ქი­თა კავ­კა­სი­ო­ნია და ამით კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ძა­ლი­ან უნდა მო­ვუფრ­თხილ­დეთ მას.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცილ­დე­ბა. იქ ყვე­ლა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას (სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, თუ კოშ­კი) კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მსოფ­ლიო ბან­კის თან­და­ფი­ნა­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 1.300.040 ლარი. პრო­ექ­ტი 2012 წელს და­ი­წყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი და არა­რე­ა­ლუ­რი ტემ­პე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხა­რის­ხიც არ ვარ­გო­და. ამი­ტომ ბევ­რი რა­მის თა­ვი­დან გა­კე­თე­ბამ მოგ­ვი­წია.

- რა ვერ გა­კეთ­და სა­თა­ნა­დოდ, რა იყო უხა­რის­ხო?

- სა­ერ­თოდ, ძალ­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მუ­შა­ოა: უნდა და­ი­შა­ლოს ქვე­ბი, რი­თიც არის სა­ერ­თოდ ის შე­ნო­ბე­ბი ნა­გე­ბი. ისი­ნი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი არ გახ­ლავთ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი ხნი­საა და ამის გამო დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. მოკ­ლედ, მათი და­ლა­გე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რია, სა­ნამ თა­ვი­დან და­ლაგ­დე­ბა და და­ე­წყო­ბა, ცხა­დია, ჯერ უნდა და­ი­შა­ლოს. ქვე­ბის და­ლა­გე­ბა იჩ­ქა­რეს და ისევ და­იბ­რი­ცა, დე­ფორ­მირ­და.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი წლი­საა შე­ნო­ბე­ბი?

- 200 წელ­ზე მე­ტი­საც არის. სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­შია აგე­ბუ­ლი. ასე­თი სოფ­ლე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რად შენ­დე­ბო­და, - სა­ნა­თე­საო მუ­შა­ობ­და. ერთს და­ას­რუ­ლებ­დნენ და მე­ო­რეს იწყებ­დნენ. მოკ­ლედ, სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბია, თან, თა­ვის ვა­დე­ბი აქვს, არ უნდა იჩ­ქა­რონ.

- მშე­ნებ­ლო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა კი­დევ რაში მდგო­მა­რე­ობს?

- გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რაც ვთქვი, ქვის და­ლა­გე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აა სპე­ცი­ფი­კუ­რი და ვინც ეს იცის, იმან უნდა და­ა­ლა­გოს, ამ ხე­ლო­ბის ხალ­ხი ბევ­რნი არ არი­ან...

- დუ­ღაბს არ იყე­ნე­ბენ?

- არა. დუ­ღაბს არ სა­ჭი­რო­ებს. მოკ­ლედ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს თა­ვის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ვი­ნა­ი­დან შე­ნო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სას­ტუმ­როს ტი­პის სახ­ლე­ბად გა­კეთ­დე­ბა, ამა­ში მხო­ლოდ შიდა გა­რე­მოს ვგუ­ლის­ხმობ, გა­რე­დან ხელს არ შე­ა­ხე­ბენ - ისი­ნი, რო­გორც ვთქვით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი გახ­ლავთ. სახ­ლე­ბის სას­ტუმ­რო­ე­ბად გა­და­კე­თე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას გა­უჩ­ნდე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი. გვინ­და, რომ პრო­ექ­ტი 2016 წელს და­ვას­რუ­ლოთ. მშე­ნებ­ლო­ბა სამ ეტა­პად არის და­ყო­ფი­ლი.

- სას­ტუმ­როდ გა­და­კე­თე­ბა ნიშ­ნავს თუ არა ტრა­დი­ცი­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის და­კარ­გვას?

- ესა თუ ის ტრა­დი­ცია ყო­ველ­თვის რა­ღაც სი­ახ­ლეს გა­ნიც­დის, გარ­კვე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა, მთა­ვა­რია, ტრა­დი­ცი­ის დე­და­აზ­რი და სა­ფუძ­ვე­ლი იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, ზუს­ტად ამა­ზე ვზრუ­ნავთ, რომ დე­და­აზ­რი და სა­ფუძ­ვე­ლი არ და­ი­კარ­გოს, რა­შიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტო გვეხ­მა­რე­ბა. პრო­ექტს მათ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

- ზამ­თა­რი მო­დის, მთა­ში მკაც­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი იცის. სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა?

- კი, მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის გამო, იქ წე­ლი­წად­ში სა­მუ­შაო სე­ზო­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ეს დრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

რე­ლი­ე­ფის გარ­და, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია დარ­თლო­ში მი­სას­ვლე­ლი გზე­ბიც, ხში­რად სტი­ქი­ის გამო იხერ­გე­ბა და ამ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

- მთის სოფ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ძი­რი­თა­დად დაც­ლი­ლია... არც დარ­თლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

- ეს პრო­ექ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ნი­მუმ ად­გილ­ზე და­მაგ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს, თუ მა­ტე­ბას არა. ჩემი აზ­რით, ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია სვა­ნე­თი, სა­დაც მთი­ან რე­გი­ონ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ისიც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, რომ მო­სა­ზღვრე რე­გი­ო­ნია, პი­რი­ქი­თა კავ­კა­სი­ო­ნია და ამ კუ­თხი­თაც უნდა და­მაგრდეს იქ ხალ­ხი.

- რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რო­ბენ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. რა­ი­მე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხომ არ არის?

- შევ­ხვდით მო­სახ­ლე­ო­ბას, ვე­სა­უბ­რეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ხან­და­ხან არის ხოლ­მე ისე­თი ფაქ­ტე­ბი, როცა მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ, რაც არას­წო­რია. ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რომ არა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი არ და­ირ­ღვეს. ერთი კა­ცის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი არ უნდა და­ზა­რალ­დეს. თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მა უკვე დაძ­ლე­უ­ლია, რად­გა­ნაც მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შედ­გა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი.

ის ხალ­ხი ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გარ­და ამი­სა, ის­ტო­რი­უ­ლად მე­სა­ზღვრე­ე­ბიც არი­ან და არა მარ­ტო ისი­ნი, ზო­გა­დად მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებთ, ზო­გა­დად ეს ფუნ­ქცია აქვთ, რომ შე­ას­რუ­ლონ მე­სა­ზღვრის მო­ვა­ლე­ო­ბა. ოდით­გან­ვე ასე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნებ­ში...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

თუშეთის უიშვიათესი არქიტექტურა, რომელიც ჩქარი რესტავრაციით ისევ დეფორმირდა, დაიბრიცა - რა ხდება სოფელ დართლოში

თუშეთის უიშვიათესი არქიტექტურა, რომელიც ჩქარი რესტავრაციით ისევ დეფორმირდა, დაიბრიცა - რა ხდება სოფელ დართლოში

სოფელ დართლოში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. სანამ გეტყოდით, თუ რა ეტაპზეა ეს ყველაფერი, მანამდე შეგახსენებთ, რომ დართლო თუშეთის სოფელია, რომელიც მდინარე დიდხევის (პირიქითა ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ის პირიქითა ხეობის ულამაზესი ადგილია და არქიტექტურულ ნაკრძალად არის გამოცხადებული. მიეკუთვნება თუშური ყოფის იმ კატეგორიას, რომელშიც ძველმა დასახლებამ განვითარება განიცადა.

XIX საუკუნის ბოლოს ციხე-სახლმა თავისი ფუნქცია დაკარგა და ადგილი დაუთმო აივნიან შენობას, რომელშიც მშვიდობიანი არქიტექტურული ელემენტებია წამოწეული. საცხოვრებელის განვითარების ეტაპები დართლოს არქიტექტურაში ზედმიწევნით არის ასახული. ძველი არქიტექტურიდან შემორჩენილია პირამიდული სახურავის მქონე ორი კოშკი, ერთ მათგანზე მიდგმულია ციხე-სახლი, ხოლო მეორეზე - აივნიანი. ორი ციხე დგას დართლოს გაღმა, დიდხევის წყლის კლდოვან ფლატეზე. უფრო მაღლა დართლოს სამაროვანია. ძველი სამაროვანის ზემოთ კი იახსრის ძლიერი ხატია, რომელსაც შვილიერების მინიჭების ძალა მიეწერება. სოფლის შესასვლელში XIX საუკუნის ეკლესიის ნაშთია.

მოკლედ, ეს ისტორიულ-გეოგრაფიულ თუშეთშია, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და ახმეტასთან 102 კილომეტრი აშორებს, სოფელ ომალოსთან კი 15. მიმოსვლა შესაძლებელია ცხენის ბილიკით და საჰაერო გზით. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 9 ადამიანი (7 მამაკაცი და 2 ქალი).

ამჟამად იქ ნელ-ნელა ტურისტული ინფრასტრუქტურა ყალიბდება, გახსნილია საოჯახო სასტუმროები.

ჯუანშერ ბურჭულაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

- დართლოს საქართველოს რეალობაში კულტურულად, შენობებით, ლანდშაფტით, მდებარეობით გამორჩეული და უნიკალური ადგილია, მნიშვნელოვანია ასევე ისტორიულადაც, რადგანაც მისი ტერიტორია საქართველოში პირიქითა კავკასიონია და ამით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ მას.

სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური ფონდის მეშვეობით ხორცილდება. იქ ყველა შენობა-ნაგებობას (საცხოვრებელი სახლი, თუ კოშკი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეს ყველაფერი მსოფლიო ბანკის თანდაფინასებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 1.300.040 ლარი. პროექტი 2012 წელს დაიწყო, მაგრამ ძალიან დაჩქარებული და არარეალური ტემპებით მიმდინარეობდა და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ხარისხიც არ ვარგოდა. ამიტომ ბევრი რამის თავიდან გაკეთებამ მოგვიწია.

- რა ვერ გაკეთდა სათანადოდ, რა იყო უხარისხო?

- საერთოდ, ძალზე სპეციფიკური სამუშაოა: უნდა დაიშალოს ქვები, რითიც არის საერთოდ ის შენობები ნაგები. ისინი ამორტიზებული არ გახლავთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნისაა და ამის გამო დეფორმირებულია. მოკლედ, მათი დალაგება სპეციფიკურია, სანამ თავიდან დალაგდება და დაეწყობა, ცხადია, ჯერ უნდა დაიშალოს. ქვების დალაგება იჩქარეს და ისევ დაიბრიცა, დეფორმირდა.

- სავარაუდოდ, რამდენი წლისაა შენობები?

- 200 წელზე მეტისაც არის. სხვადასხვა პერიოდშია აგებული. ასეთი სოფლები კოლექტიურად შენდებოდა, - სანათესაო მუშაობდა. ერთს დაასრულებდნენ და მეორეს იწყებდნენ. მოკლედ, სპეციფიკური პროცედურებია, თან, თავის ვადები აქვს, არ უნდა იჩქარონ.

- მშენებლობის თავისებურება კიდევ რაში მდგომარეობს?

- გამოირჩევა იმით, რაც ვთქვი, ქვის დალაგების ტექნოლოგიაა სპეციფიკური და ვინც ეს იცის, იმან უნდა დაალაგოს, ამ ხელობის ხალხი ბევრნი არ არიან...

- დუღაბს არ იყენებენ?

- არა. დუღაბს არ საჭიროებს. მოკლედ, მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობა გაიუმჯობესებს თავის სოციალურ მდგომარეობას. ვინაიდან შენობების უმეტესობა სასტუმროს ტიპის სახლებად გაკეთდება, ამაში მხოლოდ შიდა გარემოს ვგულისხმობ, გარედან ხელს არ შეახებენ - ისინი, როგორც ვთქვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გახლავთ. სახლების სასტუმროებად გადაკეთების შემდეგ, ყველას გაუჩნდება შემოსავალი. გვინდა, რომ პროექტი 2016 წელს დავასრულოთ. მშენებლობა სამ ეტაპად არის დაყოფილი.

- სასტუმროდ გადაკეთება ნიშნავს თუ არა ტრადიციული არქიტექტურის დაკარგვას?

- ესა თუ ის ტრადიცია ყოველთვის რაღაც სიახლეს განიცდის, გარკვეული ტრანსფორმაცია ხდება, მთავარია, ტრადიციის დედააზრი და საფუძველი იყოს შენარჩუნებული, ზუსტად ამაზე ვზრუნავთ, რომ დედააზრი და საფუძველი არ დაიკარგოს, რაშიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გვეხმარება. პროექტს მათთან კოორდინირებულად ვახორციელებთ.

- ზამთარი მოდის, მთაში მკაცრი კლიმატური პირობები იცის. სამუშაოები შეჩერდება?

- კი, მთიანი რეგიონის გამო, იქ წელიწადში სამუშაო სეზონი დაახლოებით 4 თვე მიმდინარეობს. ამიტომ ვცდილობთ, ეს დრო რაციონალურად გამოვიყენოთ.

რელიეფის გარდა, ასევე გასათვალისწინებელია დართლოში მისასვლელი გზებიც, ხშირად სტიქიის გამო იხერგება და ამ პირობებში ხდება სამუშაოების ჩატარება.

- მთის სოფლები მოსახლეობისგან ძირითადად დაცლილია... არც დართლოა გამონაკლისი.

- ეს პროექტი მოსახლეობის მინიმუმ ადგილზე დამაგრებას გამოიწვევს, თუ მატებას არა. ჩემი აზრით, ამის კარგი მაგალითია სვანეთი, სადაც მთიან რეგიონში, მოსახლეობის მატება ინტენსიურად მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ასევე ისიც, როგორც აღვნიშნე, რომ მოსაზღვრე რეგიონია, პირიქითა კავკასიონია და ამ კუთხითაც უნდა დამაგრდეს იქ ხალხი.

- რამდენად აქტიურობენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ არის?

- შევხვდით მოსახლეობას, ვესაუბრეთ. სამწუხაროდ, ხანდახან არის ხოლმე ისეთი ფაქტები, როცა მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეები სხვისი ინტერესების ხარჯზე, საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ, რაც არასწორია. ამიტომ, სახელმწიფომ თავისი სიძლიერე უნდა გამოიჩინოს, რომ არავის ინტერესები და უფლებები არ დაირღვეს. ერთი კაცის გამო, ადამიანების გარკვეული ჯგუფი არ უნდა დაზარალდეს. თუმცა ეს პრობლემა უკვე დაძლეულია, რადგანაც მოსახლეობასთან შედგა უფრო სერიოზული საუბარი.

ის ხალხი ისტორიულად ყოველთვის გაჭირვების ტალკვესი იყო საქართველოსთვის, გარდა ამისა, ისტორიულად მესაზღვრეებიც არიან და არა მარტო ისინი, ზოგადად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთ, ზოგადად ეს ფუნქცია აქვთ, რომ შეასრულონ მესაზღვრის მოვალეობა. ოდითგანვე ასე იყო საქართველოში სასაზღვრო რეგიონებში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია