ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "მარაოს" გადაცემაში Selfie პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც მან ირაკლი კოდუასთან ურთიერთობისა და დაშორების შესახებ გულახდილი კომენტარი გააკეთა:
"თუ ცხოვრებში რამეს არ შევცვლიდი, არ შევცვლიდი ირაკლი კოდუასთან გატარებულ არცერთ წუთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ერთად აღარ ვართ და დავშორდით ერთმანეთს როგორც ცოლ-ქმარი, არცერთ წამს არ შევცვლიდი, რომელიც მასთან მაკავშირებს. ტყუილში ადამიანებმა არ უნდა იცხოვრონ და აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უახლოეს მეგობრებად ჩამოვყალიბდით, ძმაკაცებად, თანამებრძოლები ვართ და თავგადასავალი, რომელიც გვქონდა, რაღაცნაირად დამთავრდა. ჩვენ ერთმანეთთან იმიტომ ვიყავით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი. აღარ გვაქვს ის რაც ჩვენი იყო, ინტიმური რაც არის, ეს დამთავრდა. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დიდად მის მტრებს ნუ გაეხარდებათ ეს ამბავი. იმიტომ რომ, როგორც კი გაუჭირდება, პირველი ვიქნები მე მასთან, ბოლო წუთამდე სანამ მის პრობლემას არ მოვაგვარებ. ირაკლი არ არის ჩემთვის მხოლოდ საბა კოდუას მამა. ირაკლი არის უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. და არ დაიწყონ იმის მოგონება, რომ ვიღაც მესამეა ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არავინ არ არის მის ცხოვრებაში. ამის მოგონება სცადეს. პირდაპირ გულწრფელად ვუთხარით ერთმანეთს, რომ რაღაც ისე აღარ არის... ვამბობდით იქნებ გვეჩვენა, იქნებ დაღლილები ვართ.. ამასობაში გავიდა დიდი ხანი და ის იქნებ აღარ დადგა. მე აღმოვაჩინე, რომ მე ვარ ერთი ვაჟკაცი გოგო, გადატენილი კალაშნიკოვით, რომელიც ვდგევარ ჩემი ოჯახის სადარაჯოზე და ვეუბნები, არ მომეკაროთ, გესვრით. მე ვიცი რა ადგილი მაქვს მის ცხოვრებაში. ჩემს ადგილს ვერცერთ ეტაპზე ვერავინ ვერ დაიკავებს. ვერავინ.. რა დროც არ უნდა გავიდეს... და რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს... გამორიცხულია, ის შეცვალოს ჩემთან სხვამ და მე შემცვალოს მასთან სხვამ. რთული მაშინ არის, როდესაც გტკენს, გაბრაზებ, გაწყენინებს, ან იქეთ შენ აბრაზებ, აწყენინებ. როდესაც ამასაც ამთავრებ, როგორც ფილმს არ არის რთული, მარტივია. მე მინდა მარიამს ვუსურვო ისეთი პირადი ბედნიერება, როგორც მე ვიყავი ამ ცხრა წლის განმავლობაში, მარტო მარიამისთვის გავიმეტებ ასეთ ბედნიერებას".
იხილეთ ასევე: "ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე
ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს დაშორდა - "6 თვეა ცოლ-ქმარი აღარ ვართ"