პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - "მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად
"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - "მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

ლო­თარ ჰერ­მა­ნი, გერ­მა­ნი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი, 1935 წელს ნა­ცის­ტებ­მა და­ჰა­უს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში მო­ა­თავ­სეს. სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. შემ­დეგ, ნაც­ნო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, თავი ჰო­ლან­დი­ას შე­ა­ფა­რა, იქი­დან კი არ­გენ­ტი­ნას მი­ა­შუ­რა.

ჰერ­მა­ნი უსი­ნათ­ლო იყო, სმე­ნა კი ჩი­ნებ­ული ჰქონ­და. ერთხელ თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­უ­ბარს მოჰ­კრა ყური: 12 წლის სილ­ვია მე­გო­ბარს აღ­ტა­ცე­ბით უყ­ვე­ბო­და, ახალ­გაზ­რდულ კლუბ­ში 16 წლის სიმ­პა­თი­უ­რი გერმ­ანე­ლი ბიჭი, კლა­უ­სი გა­ვი­ცა­ნი, კლა­უ­სი გვა­რად კლე­მენ­ტია, თუმ­ცა ამ­ბობს, ნამ­დვი­ლი გვა­რი­ აიხ­მა­ნი­აო. უსი­ნათ­ლო შეძრწუნ­და. მას სმე­ნო­და, რომ ებ­რა­ე­ლე­ბის წა­მე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­ცის­ტი ადოლფ აიხ­მა­ნი არგ­ენ­ტი­ნა­ში იმა­ლე­ბო­და. იქ­ნებ მისი ქა­ლიშვ­ილის ნაც­ნობ ჭა­ბუკს ფა­შისტ ჯა­ლათ­თან ნა­თეს­აობა აკავ­ში­რებ­და?

ადოლფ აიხ­მა­ნის სა­ხე­ლი ყვე­ლა გერ­მან­ელი ებ­რა­ე­ლის­თვის იყო ცნო­ბი­ლი. გეს­ტა­პოს IV-B-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი! სწო­რედ ამ გან­ყო­ფი­ლე­ბას ევა­ლე­ბო­და ებ­რა­ელ­თა მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბა, სწო­რედ ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა იდგა 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­თა­ვე­ში...

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ აიხმ­ანი­ ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და ყალ­ბი­ პას­პორ­ტით არ­გენ­ტი­ნა­ში გა­და­სახ­ლდა.­ "მერ­სე­დე­სის" ად­გი­ლობ­რივ ქარ­ხა­ნა­ში მო­ე­წყო, იყი­და სახ­ლი და მე­უღ­ლე­სა და ოთხ შვილ­თან­ ერ­თად მშვი­დად ცხოვ­რობ­და. ალ­ბათ, კი­დევ მრა­ვა­ლი წელი უზ­რუნ­ვე­ლად­ იცხოვ­რებ­და­ და სი­ცო­ცხლეს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით და­ას­რუ­ლებ­და, რომ არა ერთი ებ­რა­ე­ლი უსი­ნათ­ლოს მიერ შემ­თხვე­ვით გა­გო­ნი­ლი­ ფრა­ზა... ჰერ­მან­მა თა­ვი­სი ვა­რა­უ­დი ბუ­ე­ნოს-აირ­ესის ებ­რა­ელ­თა თე­მის წევ­რებს­ გა­უ­ზი­ა­რა. მალე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის­ უწყე­ბამ­დე, "მო­სა­დამ­დე", მი­აღ­წია. არ­გენტ­ინა­ში არ­სე­ბუ­ლი­ ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო­ ქსე­ლი­ ჰერ­მა­ნის ვერ­სი­ის შე­მოწ­მე­ბას შე­უდ­გა.­ დად­გინ­და, რომ 16 წლის კლა­უს აიხმ­ანის მა­მას მარ­თლაც ადოლ­ფი ერ­ქვა, მაგ­რამ ეს უკან­ას­კნე­ლი ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დილ ცნო­ბილ ნა­ცისტ ოფი­ცერს გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ჰგავ­და. იმის იმე­დად, რომ ობი­ექ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის ახალ მა­სა­ლას მო­ი­პო­ვებ­და, "მო­სა­დი" მას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

1960 წლის 21 მარტს ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში აიხ­მა­ნებ­მა დიდი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეს. ეს დღე ნა­ცის­ტი ჯა­ლა­თის ქორ­წი­ნე­ბის 25-ე წლის­თავს ემ­თხვე­ო­და. ის­რა­ე­ლის სპეც­სამს­ახუ­რი დარ­წმუნ­და, რომ ეს იყო მარ­თლ­აც­ გეს­ტა­პოს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­საც 15 წელი უშე­დე­გოდ ეძებ­და... თუმ­ცა, ის­რა­ელს აიხ­მა­ნის ექ­სტრა­დი­რე­ბის იმე­დი­ არ ჰქონ­და. მამ­ხი­ლე­ბე­ლი­ მა­სა­ლის წარდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი არს­ებობ­და ალ­ბა­თო­ბა, რომ გერ­მა­ნე­ლი­ ნა­ცის­ტე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი­ არ­გენ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ცისტ ჯა­ლათს არც კი და­ა­პა­ტიმ­რებ­და. სწო­რედ ამი­ტომ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­ვიდ ბენ-გუ­რი­ონ­მა გეს­ტა­პო­ე­ლის გა­ტა­ცე­ბის სა­ი­დუმ­ლო ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

1960 წლის აპ­რი­ლი­დან "მო­სა­დის" ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა არ­გენ­ტი­ნა­ში და­ი­წყეს თავ­მოყ­რა. გა­ტა­ცე­ბის ოპე­რა­ცია უნდა და­ემ­თხვი­ათ არ­გენ­ტი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 150-ე წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ცე­რე­მო­ნი­ის­თვის, სა­დაც ის­რა­ე­ლის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­აც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გეგ­მის თა­ნახ­მად, გა­ტა­ცე­ბულ აიხ­მანს დე­ლე­გა­ცი­ის თვითმფრი­ნავ­ში მო­ა­თავ­სებ­დნენ.

29 აპ­რი­ლის­თვის არ­გენ­ტი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ჩა­ვი­და. 30 მამა­კაცს, რო­მელ­თა­გან შვიდს აიხ­მა­ნის გა­ტაც­ება, და­ნარ­ჩენ ოც­და­ორს კი მათი მხარ­და­ჭე­რა ევა­ლე­ბო­და, "მო­სა­დის" დი­რექ­ტო­რი ისერ ჰა­რე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რაზ­მი­ აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სპე­ცტექ­ნი­კით, უახ­ლე­სი­ ია­რა­ღით, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბით და მან­ქა­ნის ნომ­რე­ბით. ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში მათ რამ­დე­ნი­მე ბინა, კერ­ძო სახ­ლი და ავ­ტო­მან­ქა­ნა იქი­რა­ვეს. გეს­ტა­პოს ჯა­ლა­თი 11 მა­ისს უნდა აეყ­ვა­ნათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - "მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!" - "მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

ლოთარ ჰერმანი, გერმანიაში დაბადებული ებრაელი, 1935 წელს ნაცისტებმა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. შემდეგ, ნაცნობების დახმარებით, თავი ჰოლანდიას შეაფარა, იქიდან კი არგენტინას მიაშურა.

ჰერმანი უსინათლო იყო, სმენა კი ჩინებ­ული ჰქონდა. ერთხელ თავისი ქალიშვილის საუბარს მოჰკრა ყური: 12 წლის სილვია მეგობარს აღტაცებით უყვებოდა, ახალგაზრდულ კლუბში 16 წლის სიმპათიური გერმ­ანელი ბიჭი, კლაუსი გავიცანი, კლაუსი გვარად კლემენტია, თუმცა ამბობს, ნამდვილი გვარი­ აიხმანიაო. უსინათლო შეძრწუნდა. მას სმენოდა, რომ ებრაელების წამებაში გამორჩეული ნაცისტი ადოლფ აიხმანი არგ­ენტინაში იმალებოდა. იქნებ მისი ქალიშვ­ილის ნაცნობ ჭაბუკს ფაშისტ ჯალათთან ნათეს­აობა აკავშირებდა?

ადოლფ აიხმანის სახელი ყველა გერმან­ელი ებრაელისთვის იყო ცნობილი. გესტაპოს IV-B-4 განყოფილების უფროსი! სწორედ ამ განყოფილებას ევალებოდა ებრაელთა მასობრივი განადგურება, სწორედ ეს განყოფილება იდგა 5 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობის სათავეში...

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიხმ­ანი­ ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმ­რეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და ყალბი­ პასპორ­ტით არგენტინაში გადასახლდა.­ "მერსედესის" ადგილობრივ ქარხანაში მოეწყო, იყიდა სახლი და მეუღლესა და ოთხ შვილ­თან­ ერთად მშვიდად ცხოვრობდა. ალბათ, კიდევ მრავალი წელი უზრუნველად­ იცხოვრებდა­ და სიცოცხლეს ბუნებრივი სიკვდილით დაასრულებდა, რომ არა ერთი ებრაელი უსინათლოს მიერ შემთხვევით გაგონილი­ ფრაზა... ჰერმანმა თავისი ვარაუდი ბუენოს-აირ­ესის ებრაელთა თემის წევრებს­ გაუზიარა. მალე ამ ინფორმაციამ ისრაელის დაზვერვის­ უწყებამდე, "მოსადამდე", მიაღწია. არგენტ­ინაში არსებული­ ისრაელის სადაზვერვო­ ქსელი­ ჰერმანის ვერსიის შემოწმებას შეუდგა.­ დადგინდა, რომ 16 წლის კლაუს აიხმ­ანის მამას მართლაც ადოლფი ერქვა, მაგ­რამ ეს უკან­ასკნელი ფოტოებზე აღბეჭდილ ცნობილ ნაცისტ ოფიცერს გარეგნულად მაინცდამაინც არ ჰგავდა. იმის იმედად, რომ ობიექტის იდენტიფი­ცირებისთვის ახალ მასალას მოიპოვებდა, "მოსადი" მას 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა.

1960 წლის 21 მარტს ბუენოს-აირესში აიხმანებმა დიდი წვეულება გამართეს. ეს დღე ნაცისტი ჯალათის ქორწინების 25-ე წლისთავს ემთხვეოდა. ისრაელის სპეცსამს­ახური დარწმუნდა, რომ ეს იყო მართლ­აც­ გესტაპოს მაღალჩინოსანი, რომელსაც 15 წელი უშედეგოდ ეძებდა... თუმცა, ისრაელს აიხმანის ექსტრადირების იმედი­ არ ჰქონდა. მამხილებელი­ მასალის წარდ­გენის შემთხვევაშიც კი არს­ებობდა ალბათობა, რომ გერმანელი­ ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი­ არგენტინის ხელისუფლება ნაცისტ ჯალათს არც კი დააპატიმრებდა. სწორედ ამიტომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა გესტაპოელის გატაცების საიდუმლო ბრძანება გასცა.

1960 წლის აპრილიდან "მოსადის" ოპერატიულმა თანამშრომლებმა არგენტინაში დაიწყეს თავმოყრა. გატაცების ოპერაცია უნდა დაემთხვიათ არგენტინის დამოუკიდებლობის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის, სადაც ისრაელის სამთავრობო დელეგაციაც მონაწილეობდა. გეგმის თანახმად, გატაცებულ აიხმანს დელეგაციის თვითმფრინავში მოათავსებდნენ.

29 აპრილისთვის არგენტინაში სპეცოპე­რაციის ყველა მონაწილე ჩავიდა. 30 მამა­კაცს, რომელთაგან შვიდს აიხმანის გატაც­ება, დანარჩენ ოცდაორს კი მათი მხარდაჭერა ევალებოდა, "მოსადის" დირექტორი ისერ ჰარელი ხელმძღვანელობდა. რაზმი­ აღჭურვილი იყო სპეცტექნიკით, უახლესი­ იარაღით, ყალბი საბუთებით და მანქანის ნომრებით. ბუენოს-აირესში მათ რამდენიმე ბინა, კერძო სახლი და ავტომანქანა იქირავეს. გესტაპოს ჯალათი 11 მაისს უნდა აეყვანათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს