სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს
რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს

გა­ზე­თი "ვერ­სია" "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, თუმ­ცა სტა­ტი­ის ავ­ტო­რი დას­ძენს, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ წყა­როს არ ეყ­რდნო­ბა, თუმ­ცა ამ­ტკი­ცებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის კუ­ლუ­ა­რებ­ში მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია.

ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნიკა გვა­რა­მი­ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი მი­ი­ღო. AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს გა­ზეთ "ვე­რი­ის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ი­დან.

"შე­ვე­ცა­დეთ, მი­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც გაგ­ვერ­კვია, რამ­დე­ნი აქვს ხელ­ფა­სი ნიკა გვა­რა­მი­ას. შე­ვე­ცა­დეთ და გა­ვარ­კვი­ეთ კი­დეც - აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ეს არის თა­ვად "რუს­თა­ვი 2"-დან გა­მო­სუ­ლი ვერ­სია. კუ­ლუ­ა­რებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი შეც­ვლი­ლი იყო ანუ 2013 წლის და­სა­წყის­ში ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სი 12 000-დან 13 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ყვე­ლა­ზე ხარ­ჯი­ა­ნია და ამ­ბობ­დნენ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა დი­რექ­ტორს შრო­მა და­უ­ფა­სეს და ორი თვე (სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ნი­სი- ივ­ლი­სი) 25-25 000 ლა­რით და­ა­ჯილ­დო­ვეს. ხომ ხე­დავთ, მარ­ტო "ოც­ნე­ბას" კი არ სცოდ­ნია გარ­ჯის პრე­მი­ით და­ფა­სე­ბა?! ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი კი გვა­რა­მი­ას შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბაა სა­ა­ხალ­წლოდ, ანუ 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში - თვის და­სა­წყის­ში "რუს­თა­ვი- 2"-ის დი­რექ­ტორ­მა 62 500 ლარი აიღო, იმა­ვე თვის ბო­ლოს კი აღე­ბულ თან­ხას 35 000 ლარი მი­უ­მა­ტა, ანუ ერთ თვე­ში თით­ქმის ასი ათა­სი ლარი გა­მო­უ­ვი­და, ალ­ბათ, გა­ახ­სენ­და, რომ ორი ახა­ლი წელი, შო­ბაა იან­ვარ­ში, მერე ოჯა­ხი უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში ბა­კუ­რი­ან­ში, უკე­თეს ვა­რი­ან­ტში ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ზამ­თრის კუ­რორტზე წა­საყ­ვა­ნი და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის თავ­მოყ­ვა­რე კაცს ერთი ასი ათა­სი კი სჭირ­დე­ბა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ბა­ტო­ნი ნიკა არც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში უჩი­ო­და უფუ­ლო­ბას - და­ზუს­ტე­ბით ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 2014 წელს მისი ჯა­მა­გი­რი 24-დან 90 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში კი მისი ხელ­ფა­სი 80 000 ლარი გახ­ლდათ.

რა თქმა უნდა, იმის გარ­კვე­ვაც ვცა­დეთ, რა ხდე­ბა 2015 წელს, როცა ქვე­ყა­ნა ფი­ნან­სურ კრი­ზის­შია და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­საც გა­ჭირ­ვე­ბის წელი უდ­გას. სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტო­ში გა­ზეთ­მა "კვი­რის ქრო­ნი­კა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და, "რუს­თა­ვი- 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლებს კი ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბა ემუქ­რე­ბა". რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ნა­წი­ლობ­რივ სი­მარ­თლეს შე­ე­ფე­რე­ბა, რად­გან 2015 წლის იან­ვარ­ში ნიკა გვა­რა­მი­ას ხელ­ფა­სი 62 ათა­სი ლარი გახ­ლდათ, მარ­ტში - 53 ათა­სი, აპ­რილ­ში – 45 000, მა­ის­ში – 87 600, ივ­ნის­ში – 6 500, ივ­ლის­ში – 16 600, აგ­ვის­ტო­ში – 35 000 ლარი... ეჰ, რას იზამ, ამ თბი­ლის­ში ხომ არა­ფე­რი იმა­ლე­ბა - ღა­ტა­კის ამ­ბა­ვიც იცი­ან და მი­ლი­არ­დე­რი­საც... ისე, ამ კონ­ტექ­სტში, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო "სა­ქარ­თვე­ლოს გზის" ლი­დე­რის რეპ­ლი­კა - როცა გვა­რა­მი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და - "რუს­თა­ვი- 2"-ის მეს­ვე­უ­რე­ბი ისევ ცდი­ლო­ბენ, ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ. "კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი თან­ხე­ბი აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას და ხელ­ფა­სე­ბის ფულს ხალ­ხის­გან ითხოვს?!" - კი­თხუ­ლობს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე და სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც, თუმ­ცა... პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში გრძელ­დე­ბა და გა­ი­მარ­ჯვებს ის, ვინც უფრო ლა­მა­ზად შე­ფუ­თავს ტყუ­ილს", - წერს გა­ზე­თი "ვერ­სია".

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ზა­დე­ბუ­ლია გა­ზეთ "ვერ­სი­ის" სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით და ის არ არის AMBEBI.GE-ს სა­რე­დაქ­ციო სტა­ტია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს

რამდენია ნიკა გვარამიას ხელფასი "რუსთავი 2"-ში - პრესა არხის დირექტორის მილიონებზე საუბრობს

გაზეთი "ვერსია" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელფასის შესახებ სტატიას აქვეყნებს, თუმცა სტატიის ავტორი დასძენს, რომ მონაცემები ოფიციალურ წყაროს არ ეყრდნობა, თუმცა ამტკიცებს, რომ აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2"-ის კულუარებში მოიპოვა ინფორმაცია.

ჟურნალისტის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული მონაცემებით, ნიკა გვარამიამ ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო. AMBEBI.GE გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთ "ვერიის" მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან.

"შევეცადეთ, მიახლოებით მაინც გაგვერკვია, რამდენი აქვს ხელფასი ნიკა გვარამიას. შევეცადეთ და გავარკვიეთ კიდეც - აქვე შევნიშნავთ, რომ ეს არის თავად "რუსთავი 2''-დან გამოსული ვერსია. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო ანუ 2013 წლის დასაწყისში ნიკა გვარამიას ხელფასი 12 000-დან 13 000 ლარამდე მერყეობდა. ზაფხულის სეზონი ყველაზე ხარჯიანია და ამბობდნენ, რომ ტელეკომპანიის მეპატრონეებმა დირექტორს შრომა დაუფასეს და ორი თვე (სავარაუდოდ, ივნისი- ივლისი) 25-25 000 ლარით დააჯილდოვეს. ხომ ხედავთ, მარტო "ოცნებას'' კი არ სცოდნია გარჯის პრემიით დაფასება?! ყველაზე გასაოცარი კი გვარამიას შრომის ანაზღაურებაა საახალწლოდ, ანუ 2013 წლის დეკემბერში - თვის დასაწყისში "რუსთავი- 2''-ის დირექტორმა 62 500 ლარი აიღო, იმავე თვის ბოლოს კი აღებულ თანხას 35 000 ლარი მიუმატა, ანუ ერთ თვეში თითქმის ასი ათასი ლარი გამოუვიდა, ალბათ, გაახსენდა, რომ ორი ახალი წელი, შობაა იანვარში, მერე ოჯახი უარეს შემთხვევაში ბაკურიანში, უკეთეს ვარიანტში ევროპის რომელიმე ზამთრის კურორტზე წასაყვანი და ამ ყველაფრისთვის თავმოყვარე კაცს ერთი ასი ათასი კი სჭირდება. გაგიკვირდებათ და, ბატონი ნიკა არც მომდევნო თვეებში უჩიოდა უფულობას - დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან, მაგრამ 2014 წელს მისი ჯამაგირი 24-დან 90 ათას ლარამდე მერყეობდა. 2014 წლის აგვისტოში კი მისი ხელფასი 80 000 ლარი გახლდათ.

რა თქმა უნდა, იმის გარკვევაც ვცადეთ, რა ხდება 2015 წელს, როცა ქვეყანა ფინანსურ კრიზისშია და ტელეკომპანიასაც გაჭირვების წელი უდგას. სხვათა შორის, ჯერ კიდევ აგვისტოში გაზეთმა "კვირის ქრონიკა'' გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ნიკა გვარამიას ხელფასი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, "რუსთავი- 2''-ის თანამშრომლებს კი ხელფასის შემცირება ემუქრება''. როგორც გავარკვიეთ, ეს ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეს შეეფერება, რადგან 2015 წლის იანვარში ნიკა გვარამიას ხელფასი 62 ათასი ლარი გახლდათ, მარტში - 53 ათასი, აპრილში – 45 000, მაისში – 87 600, ივნისში – 6 500, ივლისში – 16 600, აგვისტოში – 35 000 ლარი... ეჰ, რას იზამ, ამ თბილისში ხომ არაფერი იმალება - ღატაკის ამბავიც იციან და მილიარდერისაც... ისე, ამ კონტექსტში, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო "საქართველოს გზის" ლიდერის რეპლიკა - როცა გვარამიამ საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - "რუსთავი- 2"-ის მესვეურები ისევ ცდილობენ, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. "კონცერტების ჩასატარებელი თანხები აქვს ტელევიზიას და ხელფასების ფულს ხალხისგან ითხოვს?!" - კითხულობს ქალბატონი სალომე და სავსებით სამართლიანადაც, თუმცა... პოლიტიკური თამაში გრძელდება და გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ლამაზად შეფუთავს ტყუილს", - წერს გაზეთი "ვერსია".

აღნიშნული ინფორმაცია მომზადებულია გაზეთ "ვერსიის" სტატიის მიხედვით და ის არ არის AMBEBI.GE-ს სარედაქციო სტატია.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?