პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ სარ­ჩე­ლის წა­ე­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბი­სა და სა­ფი­ნან­სოპ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ გა­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2015 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუმ­მა არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ჯგუ­ფი (ზუ­რაბ აბა­ში­ძე, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, და­ვით ბაქ­რა­ძე და სხვე­ბი, სულ 39 დე­პუ­ტა­ტი) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე სა­და­ვოდ ხდის, რიგ სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებ­ში, მათ შო­რის, "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც შე­იქ­მნა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო" და მას და­ე­კის­რა იმ ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც სა­და­ვო ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

მო­სარ­ჩე­ლე­თა გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­და­ცე­მულ იქნა ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის სტა­ბი­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 95-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-4 პუნ­ქტე­ბის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ საქ­მის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტამ­დე სა­და­ვო ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბას შე­ეძ­ლო ეჭვქვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის სა­ფი­ნან­სო-სა­ბან­კო სექ­ტო­რის მდგრა­დო­ბა, არა­მედ გა­მო­ეწ­ვია კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის (სა­ბან­კო ურ­თი­ერ­თო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ინ­ვეს­ტო­რე­ბის, მე­ა­ნაბ­რე­ე­ბის) უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2015 წლის 12 ოქ­ტომ­ბრის N3/6/668 სა­ოქ­მო ჩა­ნა­წე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე შე­ა­ჩე­რა "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი­სა და ""სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე" 2015 წლის 3 სექ­ტემ­ბრის სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის რიგი ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­დე­გად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე" 2015 წლის 3 სექ­ტემ­ბრის სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის მე-7 პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს" ფუნ­ქცი­ებს შე­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის წაემოებაში მიღებისა და საფინანსოპ ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ გაცხადებას  უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო" და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 12 ოქტომბრის N3/6/668 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და ""საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმების მოქმედება. აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ