სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა
საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო და სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა.

როგ­როც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუ­წყე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო და სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ახ­ლად შექ­მნი­ლი სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია სა­და­ვოდ "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს მი­იჩ­ნევ­და. პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შე­იქ­მნა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო", რო­მელ­საც იმ ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­კის­რა, რაც მა­ნამ­დე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, სა­ა­გენ­ტოს საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ მო­ნა­წი­ლე­ობს, რაც მო­სარ­ჩე­ლე­თა აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ას არ­ღვევს და კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რად­გან სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ორ­გა­ნოს ფორ­მი­რე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბას, კონ­სტი­ტუ­ცია აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს.

ამას­თან, მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბა ვიდ­რე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს არ გა­მო­ი­ტან­და.

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კა­ნონ­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი 22 სექ­ტემ­ბერს შე­ი­ტა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახლად შექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო", რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას, კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს.

ამასთან, მოსარჩელეები მოითხოვდნენ, შეჩერებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა ვიდრე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანდა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ