სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის ჩინეთი 2015"-ის საკონკურსო შოუზე, ჩინეთში ქართველები იცეკვებენ
"მის ჩინეთი 2015"-ის საკონკურსო შოუზე, ჩინეთში ქართველები იცეკვებენ

17 ოქ­ტომ­ბერს ჩი­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ზუ­ჰა­ი­ში "მის ჩი­ნე­თის" კონ­კურ­სზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი მი­ი­ღებს. ამ კონ­კურ­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩი­ნუ­რი სა­ტე­ლი­ტუ­რი ტე­ლე­ვი­ზია "Phoenix TV" მარ­თავს, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის შე­საქ­მნე­ლად სექ­ტემ­ბერ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მაია ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი, აფხა­ზე­თის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ჩი­ნურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ აქ იმ­ყო­ფებ­და, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, კონ­კურ­სან­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი 17 ოქ­ტომ­ბერს "მის ჩი­ნე­თის" მსვლე­ლო­ბი­სას იხი­ლავს. ფილ­მის ავ­ტო­რებს სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ე­ჩი­ნათ და მათ შო­რის, ეროვ­ნუ­ლი ფოლკ­ლო­რიც. ამა­ში გა­დამ­ღებ ჯგუფს დახ­მა­რე­ბას აფხა­ზე­თის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი (ხელ­მძღვა­ნე­ლი - დათო ცინ­ცა­ძე) უწევ­და, - ქარ­თველ­მა მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა ჩი­ნელ ლა­მაზ­მა­ნებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვე­ბის პო­პუ­რი შე­ას­რუ­ლეს.

ამი­ტომ, ახლა "მის ჩი­ნე­თის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიწ­ვე­ვით, ან­სამ­ბლი სა­კონ­კურ­სო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე იცეკ­ვებს. და­სის 16-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩი­ნეთ­ში 13 ოქ­ტომ­ბერს გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, ტე­ლე­ვი­ზი­ას, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს მარ­თავს, გა­აჩ­ნია ექ­ვსი არხი, მა­უ­წყებ­ლობს ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 250 მი­ლი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს.

ასე რომ, ჩვენს მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­სა და ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იხი­ლავს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"მის ჩინეთი 2015"-ის საკონკურსო შოუზე, ჩინეთში ქართველები იცეკვებენ

"მის ჩინეთი 2015"-ის საკონკურსო შოუზე, ჩინეთში ქართველები იცეკვებენ

17 ოქტომბერს ჩინეთში, კერძოდ, ზუჰაიში "მის ჩინეთის" კონკურსზე, მონაწილეობას აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი მიიღებს. ამ კონკურსის ნახევარფინალი საქართველოში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას ჩინური სატელიტური ტელევიზია "Phoenix TV" მართავს, რომლის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად სექტემბერში იმყოფებოდა.

მაია ღუღუნიშვილი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

- ჩინურმა ტელევიზიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკურსანტების მონაწილეობით, დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს "მის ჩინეთის" მსვლელობისას იხილავს. ფილმის ავტორებს სურვილი ჰქონდათ, საქართველოს ღირსშესანიშნაობები მაქსიმალურად წარმოეჩინათ და მათ შორის, ეროვნული ფოლკლორიც. ამაში გადამღებ ჯგუფს დახმარებას აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი - დათო ცინცაძე) უწევდა, - ქართველმა მოცეკვავეებმა ჩინელ ლამაზმანებთან ერთად, ქართული ტრადიციული ცეკვების პოპური შეასრულეს.

ამიტომ, ახლა "მის ჩინეთის" ორგანიზატორების მიწვევით, ანსამბლი საკონკურსო ცერემონიაზე იცეკვებს. დასის 16-კაციანი ჯგუფი ჩინეთში 13 ოქტომბერს გაემგზავრება. როგორც გითხარით, ტელევიზიას, რომელიც ამ ყველაფერს მართავს, გააჩნია ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ასე რომ, ჩვენს მოცეკვავეებსა და ქართულ ხელოვნებას უამრავი ადამიანი იხილავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება