ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ნაწილში სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა, მათ შორის ქალაქის სამ და სოფლის ხუთ ბაღში.
"მეათე, მე-16-ე, მე-13-ში რემონტი იყო. მეთექვსმეტეში სწავლა 5 ოქტომბერს დაიწყო. სწავლა იწყება 19 ოქტომბერს, მანამდე კი ბავშვები სხვადასხვა ბაღში არიან გადანაწილებული", - განუცხადა "ლაივპრესს" ქალაქ ზუგდიდის "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" დირექტორმა მარინა კვიკვინიამ.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, სასწავლო პროცესი არ დაწყებულა განმუხურის, ინგირის #მე-2-ე, ჯიხაშკარის, ოდიშის და გრიგოლიშის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.
იხილეთ ვრცლად