საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"
"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ისე­დაც უკი­დუ­რე­სად ჩახ­ლარ­თუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა. კრემ­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" უტევს, თუმ­ცა უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თი ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მის მხარ­და­სა­ჭე­რად მის ოპო­ზი­ცი­ას უფრო ხში­რად ბომ­ბავს, ვიდ­რე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" პო­ზი­ცი­ებს. და­სავ­ლე­თი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კი უკვე არა მხო­ლოდ ოპო­ნენ­ტე­ბი, მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც აკ­რი­ტი­კე­ბენ იმ გა­უ­ბე­და­ვი და არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის­თვის, რა­საც ბოლო წლებ­ში აშშ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში­ ახორ­ცი­ე­ლებ­და."ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შექ­მნილ ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­სა და­ მის გავ­ლე­ნა­ზე ჩვენს რე­გი­ონ­სა და ქვე­ყა­ნა­ზე, ექ­სპერ­ტი ­ბად­რი ნა­ჭყე­ბია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- უპირ­ვე­ლე­სად ყუ­რადსა­ღე­ბია ის დრო და ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც რუ­სეთ­მა ამ ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკვე კარ­გა ხა­ნია და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია, გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სი­რი­ა­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბას, იყო ლა­პა­რა­კი იმა­ზეც, რომ სი­რი­ის ტე­რი­ტო­რია არა­საფ­რენ ზო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერა და ვერ მი­ი­ღეს. რა სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბით იყო ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ, ამ­ჯე­რად კი ვი­ტყვი, რომ რუ­სეთ­მა და­სავ­ლე­თის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ას­წრო და სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო. პუ­ტინ­მა ამ ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­შა­ლა და­სავ­ლე­თის გეგ­მე­ბი.

მთე­ლი ამ კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლე­თის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ბა­შარ ალ-ასა­დის რე­ჟი­მის დამ­ხო­ბა იყო, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რო­მელ­მაც მისი სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა უკვე აშ­კა­რად გა­და­წყვი­ტა. თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა სი­რი­ის რამ­დე­ნი­მე დე ფაქ­ტო ნა­წი­ლად გა­სა­ყო­ფად, ამ ეტაპ­ზე კი მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სე­თის მომ­ხრე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ზო­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა, ანუ ბა­შარ ასა­დის მომ­ხრე­ე­ბი­სა და იმ უმ­ცი­რე­სო­ბის, რო­მელ­საც ალა­ვი­ტე­ბი ჰქვია, პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მაგ­რე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ალა­ვი­ტებს ეკა­ვათ ისე­თი ქა­ლა­ქე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტარ­ტუ­სი, ლა­ტა­კია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ზღვის­პი­რე­თი. სწო­რედ ამ ზო­ნის სრუ­ლად და­კა­ვე­ბა­სა და გა­კონ­ტრო­ლე­ბას აპი­რებს რუ­სე­თი, ეს არის მისი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი. ამის გარ­და, ის შე­ეც­დე­ბა შექ­მნას კო­რი­დო­რი ქურ­თებ­თან ჩრდი­ლო­ე­თის­კენ, რო­მე­ლიც პირ­და­პირ გავა ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქვე კი ირა­ნის სა­ზღვა­რია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პირ­და­პი­რი მო­კავ­ში­რეა. მოკ­ლედ, რუ­სე­თი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ამ ზო­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბას გეგ­მავს.

- ცხა­დია, რომ რუ­სე­თის მი­ზა­ნი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე და­კარ­გუ­ლი გავ­ლე­ნის დაბ­რუ­ნე­ბაა. და­სავ­ლე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში და იმა­ში, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის წა­მო­წყე­ბა გა­ბე­და. რო­გორც ფიქ­რობთ, რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს აშშ-მა და და­სავ­ლეთ­მა?

- მოდი, რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დელ ამ­ბებს და­ვუბ­რუნ­დეთ და გა­ვიხ­სე­ნოთ ობა­მას ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კა, რო­დე­საც მას პირ­ვე­ლი ვა­დით ირ­ჩევ­დნენ. მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ვექ­ტორს გან­სა­ზღვრავ­და თეზა, რომ აშშ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ერა­ყი­დან და ავ­ღა­ნე­თი­დან, რა­საც აპ­რო­ტეს­ტებ­და ამე­რი­კის ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და აკ­რი­ტი­კებ­და ობა­მას, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ობა­მამ და მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ი­ღეს და აშშ-ის ჯარი ერა­ყი­დან მარ­თლაც გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"

"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ახლო აღმოსავლეთში ისედაც უკიდურესად ჩახლართული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. კრემლი ამტკიცებს, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" უტევს, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მის ოპოზიციას უფრო ხშირად ბომბავს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს. დასავლეთი, ტრადიციულად, შეშფოთებულია, ობამას ადმინისტრაციას კი უკვე არა მხოლოდ ოპონენტები, მხარდამჭერებიც აკრიტიკებენ იმ გაუბედავი და არასწორი პოლიტიკისთვის, რასაც ბოლო წლებში აშშ ახლო აღმოსავლეთში­ ახორციელებდა."ახლო აღ­მოსავლეთში შექმნილ ურთულეს ვითარებასა და­ მის გავლენაზე ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაზე, ექსპერტი ­ბადრი ნაჭყებია გვესაუბრება:

- უპირველესად ყურადსაღებია ის დრო და ვითარება, როდესაც რუსეთმა ამ ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია დასავლელი ლიდერები, განსაკუთრებით კი ობამას ადმინისტრაცია, განიხილავდნენ სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ სირიის ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიიღეს. რა სავარაუდო მიზეზებით იყო ეს განპირობებული, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამჯერად კი ვიტყვი, რომ რუსეთმა დასავლეთის გაჭიანურებულ გადაწყვეტილებას დაასწრო და სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო. პუტინმა ამ ოპერაციაში ჩართვით მნიშვნელოვნად ჩაშალა დასავლეთის გეგმები.

მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში დასავლეთის მთავარი მოთხოვნა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა იყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც მისი სამხედრო მხარდაჭერა უკვე აშკარად გადაწყვიტა. თვალნათლივ ჩანს, რომ მიმდინარეობს მზადება სირიის რამდენიმე დე ფაქტო ნაწილად გასაყოფად, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს რუსეთის მომხრე სახელისუფლებო ზონის გაფართოება, ანუ ბაშარ ასადის მომხრეებისა და იმ უმცირესობის, რომელსაც ალავიტები ჰქვია, პოზიციების გამაგრება და გაფართოება. ტრადიციულად, ალავიტებს ეკავათ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ტარტუსი, ლატაკია და, ფაქტობრივად, მთელი ზღვისპირეთი. სწორედ ამ ზონის სრულად დაკავებასა და გაკონტროლებას აპირებს რუსეთი, ეს არის მისი მოკლევადიანი მიზანი. ამის გარდა, ის შეეცდება შექმნას კორიდორი ქურთებთან ჩრდილოეთისკენ, რომელიც პირდაპირ გავა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, იქვე კი ირანის საზღვარია, რომელიც რუსეთის პირდაპირი მოკავშირეა. მოკლედ, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ამ ზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაკონტროლებას გეგმავს.

- ცხადია, რომ რუსეთის მიზანი ახლო აღმოსავლეთზე დაკარგული გავლენის დაბრუნებაა. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებს შექმნილ ვითარებაში და იმაში, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაციის წამოწყება გაბედა. როგორც ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვეს აშშ-მა და დასავლეთმა?

- მოდი, რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ობამას ის წინასაარჩევნო პოლიტიკა, როდესაც მას პირველი ვადით ირჩევდნენ. მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორს განსაზღვრავდა თეზა, რომ აშშ უნდა გამოსულიყო ერაყიდან და ავღანეთიდან, რასაც აპროტესტებდა ამერიკის ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი და აკრიტიკებდა ობამას, თუმცა გადაწყვეტილება ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს და აშშ-ის ჯარი ერაყიდან მართლაც გამოვიდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია