კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის": "ოქროს ღილაკი", ჟიურის ახალი წევრი და პირველი რჩეულები - ყველა სიახლე პროექტის შესახებ
"წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის": "ოქროს ღილაკი", ჟიურის ახალი წევრი და პირველი რჩეულები - ყველა სიახლე პროექტის შესახებ

სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტი "ნი­ჭი­ე­რი" 25 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა. ახა­ლი დე­კო­რა­ცია, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ჟი­უ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან და უცხო­ე­თი­დან, ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რის ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად შე­ებ­რძო­ლე­ბი­ან.

პრო­ექ­ტის პრო­დუ­სე­რის, გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, წელს კას­ტინგზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნომ­რე­ბით მო­ვიდ­ნენ.

- თვი­თონ კონ­კუ­რან­ტე­ბი ხვდე­ბი­ან, უკვე რა იყი­დე­ბა და რა მო­ე­წო­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს და ჟი­უ­რის. სი­ახ­ლე გვაქვს - ე.წ. ოქ­როს ღი­ლა­კი. ჟი­უ­რის თითო წევ­რს შე­უძ­ლია, ვინც მო­ე­წო­ნე­ბა, პირ­და­პირ მოხ­ვდეს პრო­ექ­ტში. ასე­ვე კას­ტინ­გებ­ზე და­ვა­მა­ტეთ ჟი­უ­რის მე­ხუ­თე წევ­რი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სხვა მუხ­ტი და იუ­მო­რი შე­მო­ი­ტა­ნა. რამ­დენ­ჯერ­მე ავი­და სცე­ნა­ზე, არ მო­ე­რი­და და თა­ვა­დაც სცა­და კონ­კურ­სან­ტთან ერ­თად რა­ღა­ცე­ე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ია, ნიკა, ნა­ნუ­კა და ჭოლა ყვე­ლა­ზე კარ­გი კომ­ბი­ნა­ცია იყო და ამი­ტო­მაც დავ­ტო­ვეთ ჟი­უ­რის ეს შე­მად­გენ­ლო­ბა. ლა­ი­ვე­ბის დროს ყო­ველ­თვის შე­იც­ვლე­ბა ჟი­უ­რის მე­ხუ­თე წევ­რი. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მომ­თხოვ­ნია და ვერ ვდუნ­დე­ბით, ეს კარ­გია.

ჟი­უ­რის მე­ხუ­თე წევ­რს, რუს­კა მა­ყაშ­ვილს ამ ამ­პლუ­ა­ში მუ­შა­ო­ბა პირ­ვე­ლად უწევს.

- არ ვე­ლო­დი ამ ყვე­ლა­ფერს, ძა­ლი­ან მომ­წონს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა. რთუ­ლია ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნა, არ მინ­და ცუ­დად გა­მოვ­ჩნდე. მინ­და სა­მარ­თლი­ა­ნი ვიყო. ჟი­უ­რის სულ ვე­კი­თხე­ბი რჩე­ვებს, ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. როცა ჟი­უ­რის წევ­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სი­ხა­რუ­ლის­გან 15 წუთი ვხტუ­ნავ­დი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბელს სურპრი­ზებს პირ­დე­ბა.

- ნა­ხეთ რო­გორ გაგ­ვი­ზარ­დეს კონ­კუ­რენ­ცია გო­გო­ნებ­ში? რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა გა­ზარ­და კონ­კუ­რენ­ცია, ასე­თი გამ­ხდა­რი და ლა­მა­ზი გვი­ზის ჟი­უ­რი­ში, რომ მე­გო­ნა ვი­შიმ­ში­ლე და ფორ­მა­ში ვარ-თქო, წყალ­ში ჩა­მე­ყა­რა ყვე­ლა­ფე­რი, ისეთ ვიდ­ზეა. მე ვგიჟ­დე­ბი, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცი­აა. რუს­კამ და­ქო­ქა ჟი­უ­რი. ია ჩვე­ულ ფორ­მა­შია, სა­კუ­თა­რი ნიშა აქვს. პირ­ვე­ლი სეტი სუს­ტია, გთე­ლა­ვენ, ანუ და ეს თუ "Warm up""-ის ტური იყო, წარ­მო­მიდ­გე­ნია წინ რა გვე­ლო­დე­ბა. მე ვიცი, რომ მთა­ვა­რი წინ გვაქვს. გა­მო­ვარ­ჩევ კა­ხელ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ნი­კამ ოქ­როს ღი­ლა­კით გა­და­იყ­ვა­ნა და ასე­ვე მო­ხუც ბე­ბოს.

ია ფა­რუ­ლა­ვა: წელს სა­ო­ცა­რი "ნი­ჭი­ე­რია", იშ­ვი­ა­თად ვა­ჭერ­დით წი­თელ ღი­ლაკს. სა­ო­ცა­რი ნა­კა­დია, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. მი­ხა­რია, რომ გვერ­დზე და­მიჯ­და რუს­კა, მის­გან კარ­გი მუხ­ტი მო­დის, სე­ზო­ნი გა­ა­ხა­ლი­სა. იმე­დი მაქვს, სა­მარ­თლი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი. წლი­დან წლამ­დე ჩემი სამ­სა­ხუ­რი არის "ნი­ჭი­ე­რი", მიყ­ვარს ეს პრო­ექ­ტი, თით­ქოს ჩემი ნა­წი­ლია და ვუფრ­თხილ­დე­ბი. მი­ხა­რია, რომ პრო­დუ­სე­რე­ბი თვლი­ან, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა უნდა იყოს ჟი­უ­რი­ში. ნიკა არის მრის­ხა­ნე ჟი­უ­რის წევ­რი, ვერ მო­ას­წრებ წი­თელ­ზე ხე­ლის და­ჭე­რას, თან ზუს­ტი და უტყუ­ა­რი ალღო აქვს. ნა­ნუ­კას თა­ვის ენერ­გე­ტი­კულ ორ­ბი­ტა­ზე შე­უძ­ლია მთე­ლი ფი­ლარ­მო­ნია და­ი­ტი­ოს, ჩვე­ნი მშვი­დი, ბუნ­ჩუ­ლა ჭოლა ბო­ლომ­დე უყუ­რებს კონ­კურ­სანტს. ჩუ­მად არის თა­ვის­თვის, ერთს იტყვის, მაგ­რამ მა­გარს. ვერ­თო­ბით ასე და ვართ სი­ამ­ტკბი­ლო­ბა­ში.

ნიკა გვა­რა­მია: ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­ზო­ნი გვე­ლო­დე­ბა, კო­ჭებ­ში ეტყო­ბა. ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა, პირ­ვე­ლი სეტი რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. დღე­ვან­დე­ლი სე­ტი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი კა­ხე­თი­დან, რო­მე­ლიც თვითმყო­ფა­დი ნი­ჭი­ე­რია, ამ პრო­ექტს ზუს­ტად შე­ე­ფე­რე­ბა. ჟი­უ­რი გა­ა­ხა­ლი­სა რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა, მი­ხა­რია, რომ ჩვენ­თან ერ­თად არის, წლე­ვან­დე­ლი "ნი­ჭი­ე­რი" ყვე­ლა რე­კორდს მოხ­სნის, ეს "რუს­თა­ვი 2"-ია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის": "ოქროს ღილაკი", ჟიურის ახალი წევრი და პირველი რჩეულები - ყველა სიახლე პროექტის შესახებ

"წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის": "ოქროს ღილაკი", ჟიურის ახალი წევრი და პირველი რჩეულები - ყველა სიახლე პროექტის შესახებ

სახალხო პროექტი "ნიჭიერი" 25 ოქტომბრიდან დაიწყება. ახალი დეკორაცია, განახლებული ჟიური, საინტერესო მონაწილეები საქართველოდან და უცხოეთიდან, ერთმანეთს ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მოსაპოვებლად შეებრძოლებიან.

პროექტის პროდუსერის, გიორგი ხაბურძანიას განცხადებით, წელს კასტინგზე მონაწილეობის მსურველები მომზადებული ნომრებით მოვიდნენ.

- თვითონ კონკურანტები ხვდებიან, უკვე რა იყიდება და რა მოეწონება მაყურებელს და ჟიურის. სიახლე გვაქვს - ე.წ. ოქროს ღილაკი. ჟიურის თითო წევრს შეუძლია, ვინც მოეწონება, პირდაპირ მოხვდეს პროექტში. ასევე კასტინგებზე დავამატეთ ჟიურის მეხუთე წევრი რუსკა მაყაშვილი, რომელმაც სხვა მუხტი და იუმორი შემოიტანა. რამდენჯერმე ავიდა სცენაზე, არ მოერიდა და თავადაც სცადა კონკურსანტთან ერთად რაღაცეები გაეკეთებინა. ია, ნიკა, ნანუკა და ჭოლა ყველაზე კარგი კომბინაცია იყო და ამიტომაც დავტოვეთ ჟიურის ეს შემადგენლობა. ლაივების დროს ყოველთვის შეიცვლება ჟიურის მეხუთე წევრი. ქართველი მაყურებელი მომთხოვნია და ვერ ვდუნდებით, ეს კარგია.

ჟიურის მეხუთე წევრს, რუსკა მაყაშვილს ამ ამპლუაში მუშაობა პირველად უწევს.

- არ ველოდი ამ ყველაფერს, ძალიან მომწონს ამ ადამიანებთან მუშაობა. რთულია ჟიურიში ყოფნა, არ მინდა ცუდად გამოვჩნდე. მინდა სამართლიანი ვიყო. ჟიურის სულ ვეკითხები რჩევებს, ისინი პროფესიონალები არიან. როცა ჟიურის წევრობა შემომთავაზეს, სიხარულისგან 15 წუთი ვხტუნავდი.

ტელეწამყვანი და "ნიჭიერის" ჟიურის წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს სურპრიზებს პირდება.

- ნახეთ როგორ გაგვიზარდეს კონკურენცია გოგონებში? რუსკა მაყაშვილმა გაზარდა კონკურენცია, ასეთი გამხდარი და ლამაზი გვიზის ჟიურიში, რომ მეგონა ვიშიმშილე და ფორმაში ვარ-თქო, წყალში ჩამეყარა ყველაფერი, ისეთ ვიდზეა. მე ვგიჟდები, სადაც კონკურენციაა. რუსკამ დაქოქა ჟიური. ია ჩვეულ ფორმაშია, საკუთარი ნიშა აქვს. პირველი სეტი სუსტია, გთელავენ, ანუ და ეს თუ "Warm up""-ის ტური იყო, წარმომიდგენია წინ რა გველოდება. მე ვიცი, რომ მთავარი წინ გვაქვს. გამოვარჩევ კახელ გოგონას, რომელიც ნიკამ ოქროს ღილაკით გადაიყვანა და ასევე მოხუც ბებოს.

ია ფარულავა: წელს საოცარი "ნიჭიერია", იშვიათად ვაჭერდით წითელ ღილაკს. საოცარი ნაკადია, მომზადებული და საინტერესო კონკურსანტები არიან. მიხარია, რომ გვერდზე დამიჯდა რუსკა, მისგან კარგი მუხტი მოდის, სეზონი გაახალისა. იმედი მაქვს, სამართლიანი ვიქნები. წლიდან წლამდე ჩემი სამსახური არის "ნიჭიერი", მიყვარს ეს პროექტი, თითქოს ჩემი ნაწილია და ვუფრთხილდები. მიხარია, რომ პროდუსერები თვლიან, რომ ია ფარულავა უნდა იყოს ჟიურიში. ნიკა არის მრისხანე ჟიურის წევრი, ვერ მოასწრებ წითელზე ხელის დაჭერას, თან ზუსტი და უტყუარი ალღო აქვს. ნანუკას თავის ენერგეტიკულ ორბიტაზე შეუძლია მთელი ფილარმონია დაიტიოს, ჩვენი მშვიდი, ბუნჩულა ჭოლა ბოლომდე უყურებს კონკურსანტს. ჩუმად არის თავისთვის, ერთს იტყვის, მაგრამ მაგარს. ვერთობით ასე და ვართ სიამტკბილობაში.

ნიკა გვარამია: ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება, კოჭებში ეტყობა. ასეთი რამ არ მომხდარა, პირველი სეტი რომ წარმატებული იყოს. დღევანდელი სეტიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ნიჭიერი ბავშვი კახეთიდან, რომელიც თვითმყოფადი ნიჭიერია, ამ პროექტს ზუსტად შეეფერება. ჟიური გაახალისა რუსკა მაყაშვილმა, მიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის, წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის, ეს "რუსთავი 2"-ია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება