ანკარაში მომხდარი ტერაქტი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული

ანკარაში მომხდარი ტერაქტი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული

თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა.

პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დავუთოღლუმ აღნიშნა, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

დავუთოღლუს თქმით, ტერაქტების მიზანი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა იყო. ორი ძლიერი აფეთქება ანკარაში შაბათს მოხდა. შედეგად დაიღუპა 97 ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა