სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასასვლელის ნაწილი ბერიას დანგრეული 3 სასაფლაოს ქვებითაა მოპირკეთებული" - უცნობი ფაქტები თბილისის ცირკის შესახებ
"ასასვლელის ნაწილი ბერიას დანგრეული 3 სასაფლაოს ქვებითაა მოპირკეთებული" - უცნობი ფაქტები თბილისის ცირკის შესახებ

მრგვა­ლი შე­ნო­ბა, ამ­ფი­თე­ატ­რის სა­ხის დარ­ბა­ზი, რომ­ლის შუ­ა­ში არე­ნაა, სა­დაც იმარ­თე­ბა სა­გან­გე­ბო წარ­მოდ­გე­ნე­ბი - ჯამ­ბა­ზო­ბა, ას­პა­რე­ზო­ბა, კლო­უ­ნა­და, გაწ­ვრთნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა და სხვაგ­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა, - ასე­თი გახ­ლავთ სი­ტყვა ცირ­კის გან­მარ­ტე­ბა. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­ტა­რებს ახა­ლი­სებთ. თბი­ლი­სის ცირკს დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, იმ შე­ნო­ბა­საც, სა­დაც ბავ­შვე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმარ­თე­ბა.

თბი­ლი­სის ცირ­კი XX სა­უ­კუ­ნის 1940-იან წლებ­ში აშენ­და. იქ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სა­ცირ­კო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­მო­სუ­ლა.

არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ძმებ­მა ნი­კი­ტი­ნებ­მა გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტზე (ახ­ლან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი) ცირ­კის შე­ნო­ბა აა­შე­ნეს, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში დამ­წვა­რა. 1914 წელს კი ესი­კოვ­სკიმ ახ­ლან­დე­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თი) ცირ­კის მე­ო­რე შე­ნო­ბა აა­შე­ნა. 30-იანი წლე­ბის ბო­ლოს კი თბი­ლი­სის ორი­ვე ცირ­კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ცირ­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იმა­ვე წლებ­ში ახა­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი ცირ­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც 1939 წლის ბო­ლოს დას­რულ­და.

გა­მო­დის, რომ XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში სამი ცირ­კი მუ­შა­ობ­და: ნი­კი­ტი­ნე­ბის, ესი­კოვ­სკე­ბი­სა და ეფი­მო­ვე­ბის.

1908 წელს ცირ­კი ბა­თუმ­შიც გა­იხ­სნა, გაჩ­ნდნენ სა­ქარ­თვე­ლოს ცირ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბიც და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ურ-სა­ა­გი­ტა­ციო ხა­სი­ათ­საც ატა­რებ­და.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რო­გორც ის­ტო­რია მოგ­ვი­თხრობს, ცირ­კის შე­ნო­ბის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: ნეპ­რინ­ცე­ვი, ურუ­შა­ძე, სა­გუ­ნე­ცი. იმ დრო­ი­სათ­ვის თბი­ლი­სის ცირ­კი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და ტექ­ნი­კით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნე­ო­და.

აღ­ნიშ­ნულ­მა შე­ნო­ბამ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 1940 წელს და­ი­წყო. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცირ­კის დი­რექ­ტო­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და ვე­ლო­სი­პე­დის­ტი ლადო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. 1969 წელს თბი­ლის­ში სა­ესტრა­დო და სა­ცირ­კო ხე­ლოვ­ნე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­სნა. მის სცე­ნა­ზე აღი­ზარ­დნენ და გა­მო­დი­ოდ­ნენ მსოფ­ლიო დო­ნის ცნო­ბი­ლი სა­ცირ­კო ვარ­სკვლა­ვე­ბი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი:

- რაც შე­მიძ­ლია თბი­ლი­სის ცირ­კის შე­სა­ხებ ვთქვა, ის გახ­ლავთ, რომ იგი ბე­რი­ამ, თუ არ ვცდე­ბი, 1935 წელს აა­შე­ნა. ცირ­კის ასას­ვლე­ლის ქვე­და ნა­წი­ლი სულ საფ­ლა­ვის ქვე­ბით არის მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. დიახ, თუ იმ კე­დელს მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, ამა­ში მა­შინ­ვე დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ მარ­თლაც ასეა, რად­გა­ნაც ნათ­ლად ეტყო­ბა ჯვრე­ბი და წარ­წე­რე­ბი...

- კერ­ძოდ, რო­მე­ლი სა­საფ­ლა­ოს ქვე­ბია?

- ზუს­ტად უც­ნო­ბია, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბე­რი­ამ და­ან­გრია ვე­რის სა­საფ­ლაო, ხო­ჯე­ვან­ქის სომ­ხუ­რი, სო­ლო­ლა­კის კა­თო­ლი­კუ­რი და გორ­კის ძეგლ­თან არ­სე­ბუ­ლი ლუ­თე­რა­ნუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი. ამა­თი მიქ­სი უნდა იყოს.

სა­ნამ ცირ­კი იქ აშენ­დე­ბო­და, სა­დაც დღეს არის, ადრე ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თზე, ღვი­ნის ქარ­ხნის ად­გი­ლას იყო (ანუ სა­ნამ ბე­რია მის­თვის ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბას გა­და­წყვეტ­და). მას იტა­ლი­ე­ლი ძმე­ბის "ტან­ტე­ბის ცირკს" უწო­დებ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის ლექსშიც კია შე­მორ­ჩე­ნი­ლი: "კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი,/ სან­დრო ახ­მე­ტე­ლი,/ შალ­ვა და­დი­ა­ნი/ და უშან­გი ჩხე­ი­ძე,/ ზიან "ტან­ტე­ბის ცირ­კში" -/ კულა გლ­და­ნე­ლის იუ­ბი­ლე­ზე./ ვინ მის­ცათ ყა­რა­ჩო­ღე­ლებს ამ­დე­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი?/ სა­წყა­ლი გლ­და­ნე­ლი დგას/ გა­კოტ­რე­ბულ სოვ­და­გა­რი­ვით/".

ადრე ცირ­კში ძი­რი­თა­დად ჭი­და­ო­ბა იმარ­თე­ბო­და...

სა­ერ­თოდ კი სა­ნამ ცირ­კი იქ აშენ­დე­ბო­და, სა­დაც ახ­ლაა, მაგ ად­გილს ყა­ზარ­მე­ბის გორა ერ­ქვა, რად­გა­ნაც ყა­ზარ­მე­ბი იყო აგე­ბუ­ლი. იქი­დან 3 შე­ნო­ბა კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მერე ბე­რი­ამ ჩე­ლუს­კი­ნე­ლე­ბის ხი­დის (თა­მარ მე­ფის ხი­დის) მშე­ნებ­ლო­ბის გამო ეგ მთა გაჭ­რა (რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ცირკსა და 11-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას შო­რის მთა გა­იჭ­რა). მოკ­ლედ, რო­გორც გი­თხა­რით, დღეს ცირ­კის უკან კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერთი იმ­დრო­ინ­დე­ლი ყა­ზარ­მა და ორიც აკა­დემ­ქა­ლაქ­ში, - ერ­თში ადრე "რა­დიო აუ­დი­ენ­ცია" იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ში - სა­ბავ­შვო ბა­ღია. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბე­ბი ძვე­ლი რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი ყა­ზარ­მის ნი­მუ­შია, სქე­ლი და გამ­ძლე აგუ­რის კედ­ლე­ბი აქვს.

ცირკს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო მისი სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბე­ბით დატ­ვირ­თვა, ანუ იქ მხო­ლოდ ჭი­და­ო­ბა აღარ იმარ­თე­ბო­და...

ცნო­ბი­ლია ასე­ვე ისიც, რომ რუ­სე­თის ცირ­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი - ოლეგ პო­პო­ვი მოს­კოვ­ში კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის­თვის კი­ნა­ღამ და­ი­ჭი­რეს და თბი­ლისს შე­ა­ფა­რა თავი, რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩვენს ცირ­კში გა­მო­დი­ო­და. მისი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს წა­კი­თხუ­ლი, სა­დაც ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და ასე­ვე ამ­ბობს იმა­საც, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მაგ­რე­ბი, უშიშ­რე­ბი არი­ან, გა­გა­ნია სტა­ლი­ნის დრო­საც კი არ ეში­ნო­და­თო...

* * *

თბი­ლი­სის ცირ­კი დღეს კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია. ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის და მე­ცე­ნა­ტის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, 2003 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ნო­ბის სრუ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა, ხოლო 2011 წელს - რე­მონ­ტი, რისი წყა­ლო­ბი­თაც თბი­ლი­სის ცირ­კი შე­ნარ­ჩუნ­და.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ასასვლელის ნაწილი ბერიას დანგრეული 3 სასაფლაოს ქვებითაა მოპირკეთებული" - უცნობი ფაქტები თბილისის ცირკის შესახებ

"ასასვლელის ნაწილი ბერიას დანგრეული 3 სასაფლაოს ქვებითაა მოპირკეთებული" - უცნობი ფაქტები თბილისის ცირკის შესახებ

მრგვალი შენობა, ამფითეატრის სახის დარბაზი, რომლის შუაში არენაა, სადაც იმართება საგანგებო წარმოდგენები - ჯამბაზობა, ასპარეზობა, კლოუნადა, გაწვრთნილი ცხოველების ჩვენება და სხვაგვარი სანახაობა, - ასეთი გახლავთ სიტყვა ცირკის განმარტება. ეს დაწესებულება ყველაზე მეტად პატარებს ახალისებთ. თბილისის ცირკს დიდი ხნის ისტორია აქვს და შესაბამისად, იმ შენობასაც, სადაც ბავშვებისთვის საინტერესო და მხიარული წარმოდგენები იმართება.

თბილისის ცირკი XX საუკუნის 1940-იან წლებში აშენდა. იქ წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი საცირკო შემსრულებელი გამოსულა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში ძმებმა ნიკიტინებმა გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) ცირკის შენობა ააშენეს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში დამწვარა. 1914 წელს კი ესიკოვსკიმ ახლანდელი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე (ელბაქიძის აღმართი) ცირკის მეორე შენობა ააშენა. 30-იანი წლების ბოლოს კი თბილისის ორივე ცირკი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ცირკების გაერთიანების დაქვემდებარებაში გადაიყვანეს და იმავე წლებში ახალი კაპიტალური ცირკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1939 წლის ბოლოს დასრულდა.

გამოდის, რომ XX საუკუნის დასაწყისში თბილისში სამი ცირკი მუშაობდა: ნიკიტინების, ესიკოვსკებისა და ეფიმოვების.

1908 წელს ცირკი ბათუმშიც გაიხსნა, გაჩნდნენ საქართველოს ცირკის ადმინისტრაციული მოღვაწეებიც და საბჭოთა კავშირის პერიოდში საცირკო სანახაობები რევოლუციურ-სააგიტაციო ხასიათსაც ატარებდა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

როგორც ისტორია მოგვითხრობს, ცირკის შენობის პროექტის ავტორები არიან: ნეპრინცევი, ურუშაძე, საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა.

აღნიშნულმა შენობამ სტაციონარული ფუნქციონირება 1940 წელს დაიწყო. განახლებული ცირკის დირექტორი წლების განმავლობაში ცნობილი მომღერალი და ველოსიპედისტი ლადო კავსაძე გახლდათ.  1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებელი გახსნა. მის სცენაზე აღიზარდნენ და გამოდიოდნენ მსოფლიო დონის ცნობილი საცირკო ვარსკვლავები, დამსახურებული და სახალხო არტისტები.

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:

- რაც შემიძლია თბილისის ცირკის შესახებ ვთქვა, ის გახლავთ, რომ იგი ბერიამ, თუ არ ვცდები, 1935 წელს ააშენა. ცირკის ასასვლელის ქვედა ნაწილი სულ საფლავის ქვებით არის მოპირკეთებული. დიახ, თუ იმ კედელს მივუახლოვდებით, ამაში მაშინვე დავრწმუნდებით, რომ მართლაც ასეა, რადგანაც ნათლად ეტყობა ჯვრები და წარწერები...

- კერძოდ, რომელი სასაფლაოს ქვებია?

- ზუსტად უცნობია, მაგრამ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ბერიამ დაანგრია ვერის სასაფლაო, ხოჯევანქის სომხური, სოლოლაკის კათოლიკური და გორკის ძეგლთან არსებული ლუთერანული სასაფლაოები. ამათი მიქსი უნდა იყოს.

სანამ ცირკი იქ აშენდებოდა, სადაც დღეს არის, ადრე ელბაქიძის აღმართზე, ღვინის ქარხნის ადგილას იყო (ანუ სანამ ბერია მისთვის ახალი შენობის აგებას გადაწყვეტდა). მას იტალიელი ძმების "ტანტების ცირკს" უწოდებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტიციან ტაბიძის ლექსშიც კია შემორჩენილი: "კოტე მარჯანიშვილი,/ სანდრო ახმეტელი,/ შალვა დადიანი/ და უშანგი ჩხეიძე,/ ზიან "ტანტების ცირკში" -/ კულა გლდანელის იუბილეზე./ ვინ მისცათ ყარაჩოღელებს ამდენი ტემპერამენტი?/ საწყალი გლდანელი დგას/ გაკოტრებულ სოვდაგარივით/".

ადრე ცირკში ძირითადად ჭიდაობა იმართებოდა...

საერთოდ კი სანამ ცირკი იქ აშენდებოდა, სადაც ახლაა, მაგ ადგილს ყაზარმების გორა ერქვა, რადგანაც ყაზარმები იყო აგებული. იქიდან 3 შენობა კიდევ არის შემორჩენილი. მერე ბერიამ ჩელუსკინელების ხიდის (თამარ მეფის ხიდის) მშენებლობის გამო ეგ მთა გაჭრა (რომ წარმოვიდგინოთ, ცირკსა და 11-სართულიან შენობას შორის მთა გაიჭრა). მოკლედ, როგორც გითხარით, დღეს ცირკის უკან კიდევ არის შემორჩენილი ერთი იმდროინდელი ყაზარმა და ორიც აკადემქალაქში, - ერთში ადრე "რადიო აუდიენცია" იყო განთავსებული, მეორეში - საბავშვო ბაღია. აღნიშნული შენობები ძველი რუსული იმპერიული ყაზარმის ნიმუშია, სქელი და გამძლე აგურის კედლები აქვს.

ცირკს რომ დავუბრუნდეთ, საბჭოთა პერიოდში დაიწყო მისი საცირკო სანახაობებით დატვირთვა, ანუ იქ მხოლოდ ჭიდაობა აღარ იმართებოდა...

ცნობილია ასევე ისიც, რომ რუსეთის ცირკის დამსახურებული არტისტი - ოლეგ პოპოვი მოსკოვში კრიტიკული გამოსვლებისთვის კინაღამ დაიჭირეს და თბილისს შეაფარა თავი, რაღაც პერიოდი ჩვენს ცირკში გამოდიოდა. მისი მოგონებები მაქვს წაკითხული, სადაც ამის შესახებ საუბრობს და ასევე ამბობს იმასაც, რომ ქართველები მაგრები, უშიშრები არიან, გაგანია სტალინის დროსაც კი არ ეშინოდათო...

* * *

თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით, 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს - რემონტი, რისი წყალობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია