სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასოდეს თქვათ ფრაზა - 5 თეთრის გამო იქ რა წავა... ვერ წარმოიდგენთ რამდენს კარგავთ ამით
არასოდეს თქვათ ფრაზა - 5 თეთრის გამო იქ რა წავა... ვერ წარმოიდგენთ რამდენს კარგავთ ამით

ფას­დაკ­ლე­ბა - SALE - % - ეს ის "ჯა­დოს­ნუ­რი" წარ­წე­რე­ბია, რომ­ლე­ბიც გვინ­და თუ არ გვინ­და, მა­ღა­ზი­ებ­ში გვი­ტყუ­ე­ბენ და ხში­რად ამ ჯა­დოს­ნუ­ლი წარ­წე­რის გა­მო­ჩე­ნას სა­სურ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ზე მთე­ლი წელი ვე­ლით.

მაგ­რამ ერ­თია სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და მე­ო­რე - ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც გვინ­და თუ არა, სის­ტე­მა­ტუ­რად უნდა ვი­ყი­დოთ და ვერ და­ვე­ლო­დე­ბით, რო­დის და­იკ­ლებს მას­ზე ფასი.

რო­დე­საც სამი შვი­ლი გყავს, ოჯა­ხის­თვის პრო­დუქ­ტე­ბის მთე­ლი თვის მა­რა­გის შე­ძე­ნა პრობ­ლე­მაა. თით­ქმის არ მახ­სენ­დე­ბა დღე, რო­დე­საც ან სა­უზ­მის­თვის არ ჩავ­რბი­ვარ მა­ღა­ზი­ა­ში ან სამ­სა­ხუ­რი­დან შინ არ ვბრუნ­დე­ბი ჩან­თე­ბით. სა­ყიდ­ლე­ბის სია არც ისე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია - ძი­რით­დად პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საკ­ვებს ვყი­დუ­ლობ და მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ვე­რაფ­რით ვა­ხერ­ხებს მთე­ლი თვის მა­რა­გის შე­ძე­ნას, შე­სა­ბა­მი­სად ვერც ბა­ზარ­ში სი­ა­რულს.

ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ორი სუ­პერ­მარ­კე­ტია. არას­დროს მომ­სვლია თავ­ში აზ­რად ორი­ვე მათ­გან­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და ფა­სე­ბი შე­მე­და­რე­ბი­ნა. ამას ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბაც გა­ნა­პი­რო­ბებს. სულ გვეჩ­ქა­რე­ბა, ხურ­დის დათ­ვლა გვე­ზა­რე­ბა... ალ­ბათ ხში­რად გა­გი­გი­ათ ფრა­ზაც - 5 თეთ­რის გამო ახლა იქ მა­ტა­რე... მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს 5 თეთ­რი სა­ბო­ლო­ოდ 5 ლა­რი­ან სხვა­ო­ბას გაძ­ლევს ორ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით მდგარ მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ვაჭრს თუ შე­ვა­და­რებთ.

მოკ­ლედ, გუ­შინ შინ პარ­კე­ბით დაბ­რუ­ნე­ბულს, ბავ­შვე­ბი შინ არ დამ­ხვდნენ, მა­გი­და­ზე კი დე­და­ჩე­მის მიერ მო­ტა­ნი­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის ბუკ­ლე­ტი დამ­ხვდა. ერთი თვა­ლის შევ­ლე­ბით მივ­ხვდი, რომ იმ პრო­დუ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იყო, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვყი­დუ­ლობთ. გვერ­დით კი ფა­სე­ბი ეწე­რა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ის სუ­პერ­მარ­კე­ტი არაა, სა­დაც დავ­დი­ვარ, მაგ­რამ მო­ვი­ხიბ­ლე ფა­სე­ბით და გა­დავ­წყვი­ტე, შე­და­რე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თა­ნაც მხო­ლოდ ეს არ აღ­მოჩ­ნდა მო­ტი­ვა­ცია იმის­თვის, რომ ჩემი საყ­ვა­რე­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტის­თვის "მე­ღა­ლა­ტა".

შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პრო­დუქ­ტი რომ ამო­ვა­ლა­გე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ხა­ჭოს იმა­ვე სა­ღა­მოს გას­დი­ო­და ვადა და გავ­ცხარ­დი. ერთი სი­ტყვით, სას­წრა­ფოდ მო­ვი­მარ­ჯვე მო­ბი­ლუ­რის კალ­კუ­ლა­ტო­რი, ჩემი ჩან­თი­დან ამო­ვი­ღე ნა­ვაჭ­რი პრო­დუქ­ტის ჩეკი და შე­ვუ­დე­ქი დათ­ვლას. შე­ვა­და­რე ახალ ბუკ­ლეტ­ზე არ­სე­ბულ ფა­სებს. მივ­ხვდი, რომ იგი­ვე პრო­დუქ­ტებს თუ ბუკ­ლე­ტის ფა­სე­ბით შე­ვი­ძენ­დი, 5 ლა­რით ნაკ­ლე­ბის გა­დახ­და მო­მი­წევ­და. გო­ნე­ბა­ში ეს თან­ხა 30 დღე­ზე გა­ვამ­რავ­ლე და ისეთ ცუდ ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი, ხა­ჭოც კი და­მა­ვი­წყდა.

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ბურ­ღულ­ზე და სხვა ისე ძნე­ლად ფუ­ჭე­ბად პრო­დუქტზე, რომ­ლის მა­რა­გის ყიდ­ვა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და თან იმ ფა­სად, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­ა­რუ­ლი, მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბა­ზე წვა­ლე­ბა, სა­ცობ­ში დგო­მა და სხვა უამ­რა­ვი წვა­ლე­ბა აგ­ცდე­ბა თა­ვი­დან.

გირ­ჩევთ, არ და­გე­ზა­როთ 5 თეთ­რის გამო სხვა­გან წას­ვლა, რად­გან თვის ბო­ლოს შე­საძ­ლოა 100-150 ლა­რის ეკო­ნო­მია გა­ა­კე­თოთ.

ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის ბუკ­ლეტს ფოტო გა­და­ვუ­ღე და აქვე ვდებ. ნა­ხეთ, რა იცით, რა დროს გა­მო­გად­გე­ბათ.

ამ ექ­სპე­რი­მენ­ტით ისე გა­ვერ­თე, გა­დავ­წყვი­ტე ახლა ბავ­შვის სა­ფე­ნებ­სა და სველ ხელ­სა­ხოც­ზე ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტი. მარ­ტო საკ­ვე­ბი ხომ არ გვჭირ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად, მი­თუ­მე­ტეს, როცა ბავ­შვე­ბი გყავს. რად­გან პა­რას­კე­ვი იყო, გა­დავ­წყვი­ტე, PSP-ში შე­მევ­ლო (ამა­სო­ბა­ში ისიც გა­ვარ­კვიე, რომ მათ ქსელ­ში ყო­ვე­ლი კვი­რის სამ­შა­ბათს, ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს ყვე­ლა პრო­დუქ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ბალ ფა­სად შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და).

იმ ფა­სად კი, რაც სხვა აფ­თი­აქ­ში უნდა გა­და­მე­ხა­და, მო­მი­ვი­და არა მარ­ტო ბავ­შვის სა­ფე­ნი და ხელ­სა­ხო­ცე­ბი, არა­მედ ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­პო­ნიც.

ამი­ე­რი­დან, გა­დავ­წყვი­ტე, მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა სხვა­დას­ხვა დროს გა­მო­ცხა­დე­ბულ ფას­დაკ­ლე­ბებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­და იმი­სა, რომ ფუ­ლის და­ზოგ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა, სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლი ყო­ფი­ლა. ახლა იმის გარ­კვე­ვას შე­ვეც­დე­ბი, რო­მელ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ში ჩა­ვას­ხამ უფრო ია­ფად ბენ­ზინს.

წყა­რო

არასოდეს თქვათ ფრაზა - 5 თეთრის გამო იქ რა წავა... ვერ წარმოიდგენთ რამდენს კარგავთ ამით

არასოდეს თქვათ ფრაზა - 5 თეთრის გამო იქ რა წავა... ვერ წარმოიდგენთ რამდენს კარგავთ ამით

ფასდაკლება - SALE - % - ეს ის "ჯადოსნური" წარწერებია, რომლებიც გვინდა თუ არ გვინდა, მაღაზიებში გვიტყუებენ და ხშირად ამ ჯადოსნული წარწერის გამოჩენას სასურველი მაღაზიის ვიტრინაზე მთელი წელი ველით.

მაგრამ ერთია სასურველი ნივთის შეძენის სურვილი და მეორე - ყოველდღიური პროდუქტი, რომელიც გვინდა თუ არა, სისტემატურად უნდა ვიყიდოთ და ვერ დაველოდებით, როდის დაიკლებს მასზე ფასი.

როდესაც სამი შვილი გყავს, ოჯახისთვის პროდუქტების მთელი თვის მარაგის შეძენა პრობლემაა. თითქმის არ მახსენდება დღე, როდესაც ან საუზმისთვის არ ჩავრბივარ მაღაზიაში ან სამსახურიდან შინ არ ვბრუნდები ჩანთებით. საყიდლების სია არც ისე მრავალფეროვანია - ძირითდად პირველადი მოხმარების საკვებს ვყიდულობ და მოუცლელობის გამო, ვერაფრით ვახერხებს მთელი თვის მარაგის შეძენას, შესაბამისად ვერც ბაზარში სიარულს.

ჩემს სახლთან ახლოს ორი სუპერმარკეტია. არასდროს მომსვლია თავში აზრად ორივე მათგანში შევსულიყავი და ფასები შემედარებინა. ამას ქართული მენტალობაც განაპირობებს. სულ გვეჩქარება, ხურდის დათვლა გვეზარება... ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზაც - 5 თეთრის გამო ახლა იქ მატარე... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს 5 თეთრი საბოლოოდ 5 ლარიან სხვაობას გაძლევს ორ ერთმანეთის გვერდით მდგარ მაღაზიაში ნავაჭრს თუ შევადარებთ.

მოკლედ, გუშინ შინ პარკებით დაბრუნებულს, ბავშვები შინ არ დამხვდნენ, მაგიდაზე კი დედაჩემის მიერ მოტანილი ფასდაკლებების ბუკლეტი დამხვდა. ერთი თვალის შევლებით მივხვდი, რომ იმ პროდუტების ჩამონათვალი იყო, რომელსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ. გვერდით კი ფასები ეწერა.

სამწუხაროდ, ეს ის სუპერმარკეტი არაა, სადაც დავდივარ, მაგრამ მოვიხიბლე ფასებით და გადავწყვიტე, შედარება გამეკეთებინა. თანაც მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა მოტივაცია იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი სუპერმარკეტისთვის "მეღალატა".

შინ დაბრუნებულმა პროდუქტი რომ ამოვალაგე, აღმოჩნდა, რომ ხაჭოს იმავე საღამოს გასდიოდა ვადა და გავცხარდი. ერთი სიტყვით, სასწრაფოდ მოვიმარჯვე მობილურის კალკულატორი, ჩემი ჩანთიდან ამოვიღე ნავაჭრი პროდუქტის ჩეკი და შევუდექი დათვლას. შევადარე ახალ ბუკლეტზე არსებულ ფასებს. მივხვდი, რომ იგივე პროდუქტებს თუ ბუკლეტის ფასებით შევიძენდი, 5 ლარით ნაკლების გადახდა მომიწევდა. გონებაში ეს თანხა 30 დღეზე გავამრავლე და ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, ხაჭოც კი დამავიწყდა.

აღარაფერს ვამბობ ბურღულზე და სხვა ისე ძნელად ფუჭებად პროდუქტზე, რომლის მარაგის ყიდვაცაა შესაძლებელი და თან იმ ფასად, რომ ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სიარული, მანქანის პარკირებაზე წვალება, საცობში დგომა და სხვა უამრავი წვალება აგცდება თავიდან.

გირჩევთ, არ დაგეზაროთ 5 თეთრის გამო სხვაგან წასვლა, რადგან თვის ბოლოს შესაძლოა 100-150 ლარის ეკონომია გააკეთოთ.

ყოველი შემთხვევისთვის ბუკლეტს ფოტო გადავუღე და აქვე ვდებ. ნახეთ, რა იცით, რა დროს გამოგადგებათ.

ამ ექსპერიმენტით ისე გავერთე, გადავწყვიტე ახლა ბავშვის საფენებსა და სველ ხელსახოცზე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი. მარტო საკვები ხომ არ გვჭირდება, ყოველდღიურად, მითუმეტეს, როცა ბავშვები გყავს. რადგან პარასკევი იყო, გადავწყვიტე, PSP-ში შემევლო (ამასობაში ისიც გავარკვიე, რომ მათ ქსელში ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველა პროდუქტის განსაკუთრებულად დაბალ ფასად შეძენა შეიძლებოდა).

იმ ფასად კი, რაც სხვა აფთიაქში უნდა გადამეხადა, მომივიდა არა მარტო ბავშვის საფენი და ხელსახოცები, არამედ ჰიგიენური საპონიც.

ამიერიდან, გადავწყვიტე, მივაქციო ყურადღება სხვადასხვა დროს გამოცხადებულ ფასდაკლებებს. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ ფულის დაზოგვაში მეხმარება, საოცრად აზარტული ყოფილა. ახლა იმის გარკვევას შევეცდები, რომელ ბენზინგასამართ სადგურში ჩავასხამ უფრო იაფად ბენზინს.

წყარო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია