მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული "რძალ-დედამთილიანი", ანუ წყვილის მშობლებთან თანაცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ქართული "რძალ-დედამთილიანი", ანუ წყვილის მშობლებთან თანაცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

რძალ-დე­დამ­თი­ლის ერთ ჭერ­ქვეშ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­შიც გან­სჯი­სა და პო­ლე­მი­კის სა­გა­ნი გახ­და. წყვი­ლის დიდ ოჯახ­ში რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია თან­და­თან შე­ირ­ყა და დღეს უკვე ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ მუდ­მი­ვი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ცოლ-ქმრის და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბაა. სურ­ვი­ლი ერ­თია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი თუ სხვა, მა­გა­ლი­თად მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. გა­მო­კი­თხუ­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი დიდი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რად ყოფ­ნის და­დე­ბით ას­პექ­ტებ­ზე მი­უ­თი­თებს, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი მი­იჩ­ნევს, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, წყვილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად და ცალ­კე უნდა და­ი­წყოს თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

თიკო მა­ცა­ბე­რი­ძეს და­ო­ჯა­ხე­ბის დღი­დან მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად უწევს ცხოვ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა, ის ხაზს უს­ვამს დე­დამ­თი­ლის მზრუნ­ველ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შვი­ლიშ­ვი­ლის მი­მართ, მაგ­რამ იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი გა­მუდ­მე­ბუ­ლი ჩა­რე­ვა ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში ხში­რად, არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბის გამო, მის­თვის ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

"ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იყო ჩვენ შო­რის, კა­მა­თი, წყე­ნა, გუ­ლის­ტკე­ნა, მაგ­რამ იმა­საც ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემ­თვის პა­ტი­ვი არ უცია ან არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. თუმ­ცა, მა­ინც არის აქ სა­ბო­ლოო დიდი მაგ­რამ... ჩემ შე­სა­ხებ მისი გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზურგს უკან სა­უბ­რე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად არ­თუ­ლებს საქ­მეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ ვხვდე­ბი რა იწ­ვევს მას­ში აგ­რე­სი­ას. თუ რა­ი­მეს არას­წო­რად ვა­კე­თებ და ვცდე­ბი, ხომ შე­იძ­ლე­ბა მე­სა­უბ­როს ამა­ზე და ერ­თად ვცა­დოთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა?! იქ­ნებ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­დეთ რა­ღაც სა­ერ­თო აზ­რამ­დე?! ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია. ჩემი დე­დამ­თი­ლი ფიქ­რობს, რომ ჩხუ­ბი­თა და ყვი­რი­ლით გა­მო­ხა­ტავს ემო­ცი­ებს, მე კი ასე­თი რამ არ მეს­მის", - აღ­ნიშ­ნა თიკო მა­ცა­ბე­რი­ძემ.

წყვი­ლის დიდ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე, ქორ­წი­ნე­ბის კრი­ზი­სულ პე­რი­ო­დებ­ზე, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა­სა და მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის გზებ­ზე AMBEBI.GE ფსი­ქო­ლოგ-კონ­სულ­ტანტს, პრაქ­ტი­კუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის ცენ­ტრ "პი­კის" დი­რექ­ტორს, ირი­ნა ტა­ბუ­ცი­ძეს ესა­უბ­რა.

მისი თქმით, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცხა­დია ის, რომ წყვილ­მა ცალ­კე, მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა იცხოვ­როს. თუმ­ცა დიდ ოჯახ­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტია ხელ­შე­წყო­ბა ბავ­შვის აღ­ზრდა­სა და სამ­სა­ხურ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბიც მრავ­ლად იჩენს თავს.

"მთა­ვა­რი არის ის, რომ ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რის შე­მოს­ვლა აღ­ქმუ­ლი უნდა იქ­ნეს, რო­გორც ახა­ლი წყვი­ლის შექ­მნად, რო­მელ­თაც მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, გარ­კვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი და თა­მა­შის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და­სა­წყის­ში ყა­ლიბ­დე­ბა. რო­გორც წესი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან ზუს­ტად ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა და ხე­ლის­შეშ­ლა ხდე­ბა ხოლ­მე დიდ ოჯა­ხებ­ში. ხში­რად, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ინც. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ოჯა­ხი გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხურს გა­დის. პირ­ვე­ლი ერთი წელი, რო­დე­საც იწყე­ბა პირ­ვე­ლა­დი რო­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ანუ წყვილს შო­რის გარ­კვე­უ­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ნა­წილ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ზი­სუ­ლია. ეს პე­რი­ო­დი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცოლ-ქმა­რი მარ­ტო ცხოვ­რობ­დეს და არ უწევ­დეს სა­კუ­თა­რი თა­მა­შის წე­სე­ბის სხვებ­ზე მორ­გე­ბა. და მა­ინც, თუ წყვი­ლი ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად, ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი უნდა ხვდე­ბოდ­ნენ, რომ მათი ჩა­რე­ვა ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში უნდა იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი. მით უმე­ტეს, და­უშ­ვე­ბე­ლია, რო­მე­ლი­მე მხა­რის და­ჭე­რა და კრი­ტი­კა.

ხში­რად ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რის შე­მოს­ვლა ერ­თგვა­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის როლს თა­მა­შობს. რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ოჯახ­ში არ­სე­ბულ, თუნ­დაც კარ­გად და­მა­ლულ, მიჩ­ქმა­ლულ პრობ­ლე­მებ­საც აღ­ვი­ვებს და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტანს ხოლ­მე. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნებ­მა ის­წავ­ლონ გარ­კვე­უ­ლი ზღვა­რის გავ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს შო­რის და შემ­დეგ მისი დაც­ვა. შეძ­ლონ, სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რად­გან მათი სხვა­ზე გა­და­ბა­რე­ბა, ან პი­რი­ქით სხვე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს და უთან­ხმო­ე­ბებს იწ­ვევს ხოლ­მე. ალ­ბათ, ყვე­ლა ასე რომ იქ­ცე­ო­დეს, გარ­კვე­უ­ლი ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ფსი­ქო­ლოგ­მა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის დად­გე­ნა, რამ­დე­ნად ხში­რია სხვებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გავ­ლე­ნით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა. ერთი რამ ცხა­დია - ოჯა­ხი ერ­თი­ა­ნი, მყა­რი სის­ტე­მაა და ის ზედ­მეტ ჩა­რე­ვებს ძნე­ლად ეგუ­ე­ბა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ქართული "რძალ-დედამთილიანი", ანუ წყვილის მშობლებთან თანაცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ქართული "რძალ-დედამთილიანი", ანუ წყვილის მშობლებთან თანაცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები

რძალ-დედამთილის ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება დიდი ხანია საქართველოშიც განსჯისა და პოლემიკის საგანი გახდა. წყვილის დიდ ოჯახში რესოციალიზაციის მიღებული ტრადიცია თანდათან შეირყა და დღეს უკვე ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მუდმივი ოჯახური კონფლიქტების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ცოლ-ქმრის დამოუკიდებლად ცხოვრებაა. სურვილი ერთია, მაგრამ ზოგჯერ მისი განხორციელება ფინანსური თუ სხვა, მაგალითად მენტალური პრობლემის გამო შეუძლებელი ხდება. გამოკითხული რესპონდენტების მცირე ნაწილი დიდი ოჯახის ერთ-ერთ წევრად ყოფნის დადებით ასპექტებზე მიუთითებს, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წყვილმა დამოუკიდებლად და ცალკე უნდა დაიწყოს თანაცხოვრება.

თიკო მაცაბერიძეს დაოჯახების დღიდან მეუღლის მშობლებთან ერთად უწევს ცხოვრება. მიუხედავად კონფლიქტებისა, ის ხაზს უსვამს დედამთილის მზრუნველ დამოკიდებულებას შვილიშვილის მიმართ, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მისი გამუდმებული ჩარევა ცოლ-ქმრის ურთიერთობებსა და გადაწყვეტილებებში ხშირად, არაკორექტულობის გამო, მისთვის ძალიან გამაღიზიანებელია.

"ძალიან ბევრი რამ იყო ჩვენ შორის, კამათი, წყენა, გულისტკენა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის პატივი არ უცია ან არაფერი არ გაუკეთებია. თუმცა, მაინც არის აქ საბოლოო დიდი მაგრამ... ჩემ შესახებ მისი გამუდმებული ზურგს უკან საუბრები ყველაზე მეტად ართულებს საქმეს. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რა იწვევს მასში აგრესიას. თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებ და ვცდები, ხომ შეიძლება მესაუბროს ამაზე და ერთად ვცადოთ პრობლემის მოგვარება?! იქნებ შეგვიძლია მივიდეთ რაღაც საერთო აზრამდე?! ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია. ჩემი დედამთილი ფიქრობს, რომ ჩხუბითა და ყვირილით გამოხატავს ემოციებს, მე კი ასეთი რამ არ მესმის", - აღნიშნა თიკო მაცაბერიძემ.

წყვილის დიდ ოჯახში ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე, ქორწინების კრიზისულ პერიოდებზე, ოჯახის წევრებს შორის პასუხისმგებლობების რაციონალურად გადანაწილებასა და მეუღლის მშობლებთან ურთიერთობების მოწესრიგების გზებზე AMBEBI.GE ფსიქოლოგ-კონსულტანტს, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ "პიკის" დირექტორს, ირინა ტაბუციძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად ცხადია ის, რომ წყვილმა ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს. თუმცა დიდ ოჯახსაც აქვს გარკვეული უპირატესობები, მაგალითად, ამ შემთხვევაში მეტია ხელშეწყობა ბავშვის აღზრდასა და სამსახურში უპრობლემოდ გასვლასთან დაკავშირებით. თუმცა პრობლემებიც მრავლად იჩენს თავს.

"მთავარი არის ის, რომ ოჯახში ახალი წევრის შემოსვლა აღქმული უნდა იქნეს, როგორც ახალი წყვილის შექმნად, რომელთაც მომავალში აუცილებლად ექნებათ საკუთარი წეს-ჩვეულებები, გარკვეული რიტუალები და თამაშის წესები, რომლებიც სწორედ თანაცხოვრების დასაწყისში ყალიბდება. როგორც წესი, ოჯახის წევრების მხრიდან ზუსტად ამ ჩამონათვალის უგულვებელყოფა და ხელისშეშლა ხდება ხოლმე დიდ ოჯახებში. ხშირად, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახი განვითარების რამდენიმე საფეხურს გადის. პირველი ერთი წელი, როდესაც იწყება პირველადი როლების ჩამოყალიბება, ანუ წყვილს შორის გარკვეული უფლება-მოვალეობები ნაწილდება, განსაკუთრებით კრიზისულია. ეს პერიოდი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობდეს და არ უწევდეს საკუთარი თამაშის წესების სხვებზე მორგება. და მაინც, თუ წყვილი ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ოჯახის დანარჩენი წევრები უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი ჩარევა ცოლ-ქმრის ურთიერთობებსა და გადაწყვეტილებებში უნდა იყოს მინიმალური. მით უმეტეს, დაუშვებელია, რომელიმე მხარის დაჭერა და კრიტიკა.

ხშირად ოჯახში ახალი წევრის შემოსვლა ერთგვარი კატალიზატორის როლს თამაშობს. რადიკალური ცვლილების განხორციელება ოჯახში არსებულ, თუნდაც კარგად დამალულ, მიჩქმალულ პრობლემებსაც აღვივებს და სააშკარაოზე გამოიტანს ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებმა ისწავლონ გარკვეული ზღვარის გავლება ურთიერთობებს შორის და შემდეგ მისი დაცვა. შეძლონ, სწორად გადაანაწილონ პასუხისმგებლობები, რადგან მათი სხვაზე გადაბარება, ან პირიქით სხვების მოვალეობების საკუთარ თავზე აღება სერიოზულ პრობლემებს და უთანხმოებებს იწვევს ხოლმე. ალბათ, ყველა ასე რომ იქცეოდეს, გარკვეული ჰარმონიის შექმნა და შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა", - აღნიშნა ფსიქოლოგმა.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა ოჯახის დანგრევის მიზეზების შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად ხშირია სხვებთან თანაცხოვრების გამო გამოწვეული პრობლემების გავლენით ურთიერთობების დასრულება. ერთი რამ ცხადია - ოჯახი ერთიანი, მყარი სისტემაა და ის ზედმეტ ჩარევებს ძნელად ეგუება.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ