პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზედმეტი მოძრაობები" - საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!
"ზედმეტი მოძრაობები" - საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "გა­ზპ­რომ­თან" შეხ­ვედ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მავს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტის მო­ცუ­ლო­ბის ზრდა და კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბი­სათ­ვის, კონ­კუ­რენ­ტულ ფა­სად, რუ­სე­თი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის შე­მო­ტა­ნა იქ­ნე­ბა.

"გა­ზპ­რომს" რომ კა­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე არ გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა, ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ვერ შე­ვი­ტყობ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ბრი­უ­სელ­ში შეხ­ვდა. "რო­გორც იცით, ჩვენ­თვის ძი­რი­თა­დი მომ­წო­დე­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნია, თუმ­ცა რა­ღაც მო­ცუ­ლო­ბებ­ზე არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. თუ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხებთ რუ­სე­თი­დან და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის წა­მო­ღე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კონ­კუ­რენ­ტულ ფა­სებ­ში, რო­მე­ლიც გა­უ­წევს კონ­კუ­რენ­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მო­წო­დე­ბულ ბუ­ნებ­რივ აირს, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა", - გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა კა­ლა­ძემ მას შემ­დეგ, რაც "გა­ზპ­რომ­თან" მისი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. "გა­ზპ­რო­მის­გან" ისიც გა­ირ­კვა, რომ ქარ­თულ მხა­რეს­თან მო­რი­გი შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს ხან­ში გა­ი­მარ­თე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ მოვ­ლე­ნებს და წერს, რომ "გა­ზპ­რო­მი" და "სო­კა­რი" სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "გა­ზის ომს" იწყე­ბენ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია გვახ­სე­ნებს, რომ "სო­კარს" ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ქარ­თუ­ლი ბაზ­რის 90% უკა­ვია და რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში გა­და­წყვი­ტეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­ზის მო­ნო­პო­ლი­ას ბოლო მო­უ­ღონ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ძი­რი­თა­დად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­ზით ხდე­ბა. ბა­ლან­სში არის ის 10% რუ­სუ­ლი გა­ზი­სა, რაც სომ­ხეთ­ში ტრან­ზი­ტი­დან გვრჩე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვენ უპ­რე­ცე­დენ­ტო ფას­ში გვაწ­ვდის გაზს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამის უთ­ქმე­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს ასე­თი ფასი, რა ფა­სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან გაზს წლე­ბია ვყი­დუ­ლობთ. კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე ვერ გე­სა­უბ­რე­ბით, რად­გან ეს კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა. ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი გაზი, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის კო­მერ­ცი­უ­ლი გა­ზიც, ანუ და­მა­ტე­ბით ვყი­დუ­ლობთ და აქაც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სე­ბია... "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­კი­თხი ორ ნა­წი­ლად უნდა გავ­ყოთ. ეკო­ნო­მი­კურ ნა­წილ­ში შე­კი­თხვე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს - თუ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჩნდე­ბა და ვინ­მე არ­სე­ბულ­ზე უკე­თეს პი­რო­ბებს გთა­ვა­ზობს, ამა­ზე უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. რაც მეტი მომ­წო­დე­ბე­ლი გვე­ყო­ლე­ბა, მით უკე­თე­სი. თუმ­ცა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ "გა­ზპ­რო­მის" მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლა და ჩვენ­თვის კარ­გი პი­რო­ბე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ არის.

"გა­ზპ­რო­მის­თვის" მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სია ჩვე­ნი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის - რო­გორც ერ­თი­ა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კვან­ძის, რო­გორც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ევ­რო­პის ბაზ­რებ­ზე გა­ზის მი­წო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, რუ­სე­თი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­შრუ­ტის - დის­კრე­დი­ტა­ცია, ბლო­კი­რე­ბა და და­სუს­ტე­ბა. ეს არის რუ­სე­თის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ბა­ზა­რი კი იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ რუ­სე­თის­თვის ინ­ტე­რესს არ წარ­მო­ად­გენს. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან წა­რი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბიც იყოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს ისა­ხავს. სა­ბო­ლო­ოდ კი ის ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­გან მი­ვი­ღოთ, გა­ნუ­ზომ­ლად დიდი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე თუნ­დაც ის დრო­ე­ბი­თი "კან­ფე­ტე­ბი", რაც შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა გად­მოგ­ვიგ­დოს.

უნდა გვეს­მო­დეს ერთი მარ­ტი­ვი რამ - ერ­თა­დერ­თი­მო­ტი­ვი, რი­თაც ჩვენ სა­ინ­ტე­რე­სო ვართ და­სავ­ლე­თი­სა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის, ის არის, რომ ჩვენ გან­ვი­ხი­ლე­ბით რო­გორც რუ­სე­თის გვერ­დის ავ­ლით ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის გამ­ტა­რი და­სავ­ლე­თის ბაზ­რე­ბის­კენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან. თუ მოხ­და ამ მარ­შრუ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცია, რაც რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ტე­რე­სია და ეს ენერ­გე­ტი­კულ სტრა­ტე­გი­ა­ში უწე­რია კი­დეც, ჩვენ ამით მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი რომც ვნა­ხოთ, გრძელ­ვა­დი­ან სის­ტე­მურ ზი­ანს მი­ვი­ღებთ. შე­საძ­ლოა ამას კა­ტაკ­ლიზ­მის სა­ხეც კი ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რად­გან ჩვენ მი­მართ ინ­ტე­რე­სი უბ­რა­ლოდ და­ი­კარ­გე­ბა. თუ ვინ­მე მი­ა­მი­ტუ­რად უყუ­რებს პრო­ცე­სებს, რომ ჩვენ და­სავ­ლე­თის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ვართ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო, ეს არის ლი­რი­კა. მათ აქვთ პრაგ­მა­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი - რუ­სე­თის გზე­ბის ავ­ლით, დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლად ჰქონ­დეთ ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­უ­რი დე­რეფ­ნის მეშ­ვე­ო­ბით. ასე რომ, ეს მე­ტად ფა­ქი­ზი თე­მე­ბია. არ ვამ­ბობ, რომ რუ­სეთს არ უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ. ყვე­ლას უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ, მათ შო­რის "გა­ზპ­რომ­საც", მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მუდ­მი­ვად უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუ ამის გა­რე­შე, წმინ­და გა­ყი­დე-იყი­დეს პრინ­ცი­პით შე­ეც­დე­ბა ვინ­მე სა­უბ­რის წარ­მარ­თვას, ეს დიდი უგუ­ნუ­რე­ბა იქ­ნე­ბო­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ზედმეტი მოძრაობები" - საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!

"ზედმეტი მოძრაობები" - საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!

საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომთან" შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს. ოფიციალური ვერსიით, შეხვედრების მიზანი საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის მოცულობის ზრდა და კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა იქნება.

"გაზპრომს" რომ კალაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე არ განეთავსებინა, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევიტყობდით, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" ხელმძღვანელობას ბრიუსელში შეხვდა. "როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, რასაკვირველია, კონკურენტულ ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირს, ეს ძალიან კარგი იქნება", - გააკეთა განმარტება კალაძემ მას შემდეგ, რაც "გაზპრომთან" მისი შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. "გაზპრომისგან" ისიც გაირკვა, რომ ქართულ მხარესთან მორიგი შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება. აზერბაიჯანული მედია უკვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს და წერს, რომ "გაზპრომი" და "სოკარი" საქართველოსთვის "გაზის ომს" იწყებენ. აზერბაიჯანული მედია გვახსენებს, რომ "სოკარს" ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია და როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად აზერბაიჯანული გაზით ხდება. ბალანსში არის ის 10% რუსული გაზისა, რაც სომხეთში ტრანზიტიდან გვრჩება. აზერბაიჯანი ჩვენ უპრეცედენტო ფასში გვაწვდის გაზს წლების განმავლობაში და ამის უთქმელობა არ შეიძლება. მსოფლიოში არ არსებობს ასეთი ფასი, რა ფასადაც აზერბაიჯანისგან გაზს წლებია ვყიდულობთ. კონკრეტულ ციფრებზე ვერ გესაუბრებით, რადგან ეს კომერციული საიდუმლოებაა. ეს არის სოციალური გაზი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იზრდება, საქართველოში შემოდის კომერციული გაზიც, ანუ დამატებით ვყიდულობთ და აქაც შეღავათიანი ფასებია... "გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ეკონომიკურ ნაწილში შეკითხვები არ შეიძლება იყოს - თუ ალტერნატივა ჩნდება და ვინმე არსებულზე უკეთეს პირობებს გთავაზობს, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. რაც მეტი მომწოდებელი გვეყოლება, მით უკეთესი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ "გაზპრომის" მთავარი ინტერესი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ჩვენთვის კარგი პირობების შემოთავაზება არ არის.

"გაზპრომისთვის" მთავარი ინტერესია ჩვენი და აზერბაიჯანის - როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძის, როგორც აღმოსავლეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის მიწოდების ალტერნატიული, რუსეთიდან დამოუკიდებელი მარშრუტის - დისკრედიტაცია, ბლოკირება და დასუსტება. ეს არის რუსეთის მთავარი ინტერესი. საქართველოს გაზის ბაზარი კი იმდენად მცირეა, რომ რუსეთისთვის ინტერესს არ წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, რაც შეიძლება რუსეთის მხრიდან წარიმართოს საქართველოს ხელისუფლებასთან და შესაძლოა ძალიან კარგი პირობებიც იყოს შემოთავაზებული, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. საბოლოოდ კი ის ზარალი, რომელიც შეიძლება ამ ყველაფრისგან მივიღოთ, განუზომლად დიდი იქნება, ვიდრე თუნდაც ის დროებითი "კანფეტები", რაც შეიძლება რუსეთმა გადმოგვიგდოს.

უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ - ერთადერთიმოტივი, რითაც ჩვენ საინტერესო ვართ დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსთვის, ის არის, რომ ჩვენ განვიხილებით როგორც რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გამტარი დასავლეთის ბაზრებისკენ აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან. თუ მოხდა ამ მარშრუტის დისკრედიტაცია, რაც რუსეთის სტრატეგიული, გრძელვადიანი ინტერესია და ეს ენერგეტიკულ სტრატეგიაში უწერია კიდეც, ჩვენ ამით მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი რომც ვნახოთ, გრძელვადიან სისტემურ ზიანს მივიღებთ. შესაძლოა ამას კატაკლიზმის სახეც კი ჰქონდეს საქართველოსთვის, რადგან ჩვენ მიმართ ინტერესი უბრალოდ დაიკარგება. თუ ვინმე მიამიტურად უყურებს პროცესებს, რომ ჩვენ დასავლეთისთვის საინტერესო ვართ რაღაც განსაკუთრებული თვისებების გამო, ეს არის ლირიკა. მათ აქვთ პრაგმატული ინტერესი - რუსეთის გზების ავლით, დივერსიფიცირებულად ჰქონდეთ ენერგომატარებლების მიღების შესაძლებლობა სამხრეთკავკასიური დერეფნის მეშვეობით. ასე რომ, ეს მეტად ფაქიზი თემებია. არ ვამბობ, რომ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ. ყველას უნდა ველაპარაკოთ, მათ შორის "გაზპრომსაც", მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი მოლაპარაკებებში მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამის გარეშე, წმინდა გაყიდე-იყიდეს პრინციპით შეეცდება ვინმე საუბრის წარმართვას, ეს დიდი უგუნურება იქნებოდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია