პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა
ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაჯ­გუ­ფე­ბის პრო­ცე­სიც გა­აქ­ტი­ურ­და. კუ­ლუ­ა­რებ­ში­ ამ­ბო­ბენ, მალე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი, მათ შო­რის, სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ფაქტ­ობ­რი­ვი ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე­ და­ტო­ვებ­სო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" წამ­სვ­ლელ­თა სა­ვა­რა­უ­დო სი­ა­ში­ ვა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი პა­ატა­ ლეჟა­ვა, აბა­შის მა­ჟო­რი­ტა­რი და­ვით დარ­ცმე­ლი­ძე და თერ­ჯო­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი კახა ბუ­ცხრი­კი­ძეც სა­ხელ­დე­ბი­ან. ამას­თან, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" შე­საძ­ლოა, ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ და­ტო­ვოს. პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე არც იმას მა­ლა­ვენ, რომ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გან­ოში ახა­ლი ფრაქ­ცი­აც გაჩ­ნდე­ბა - დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­სა­ხე­ლებ­უ­ლი დე­პუტ­ატე­ბი ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს: გოგა ხა­ჩი­ძეს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს, გი­ორ­გი მე­ლა­ძე­სა და პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. თვის ბო­ლოს ახა­ლი ფრაქ­ცი­ის შექ­მნას "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას­ "ოთხე­უ­ლის" ერთ-ერთი წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძეც ადას­ტუ­რებს:

- ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს პარ­ტი­ის და­რე­გის­ტრი­რე­ბას პარ­ლამ­ენ­ტში ახა­ლი ფრაქ­ცი­ის შექ­მნა­საც და­ვამ­თხვევთ. გვა­რებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, თუმ­ცა ფრაქ­ცი­ის შექ­მნა­ზე კო­ლე­გებ­თან აქ­ტი­უ­რად ვსა­უბ­რობთ. ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო კამპ­ანი­ის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა­საც ვე­ძებთ.

- ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პო­ლი­ტი­კა­ში ახალ და­საყ­რდენს ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლიც ეძებს. ითა­ნამ­შრომ­ლებთ მათ­თან?

- თუ ფი­ნან­სებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც არ მოჰ­ყვე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის­გა­ნაც და ია­კო­ბაშ­ვი­ლის­გა­ნაც ფულს სი­ა­მოვ­ნე­ბით ავი­ღებ­დი.

- და ვინ იხ­დის პო­ლი­ტი­კა­ში­ ფულს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე?

- ვგუ­ლის­ხმობ ვალ­დე­ბუ­ლებ­ებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს ინ­ტე­რე­სებს­ არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მარ­თა­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მო­სახ­ლ­ეო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მხარს უჭერს, მაგ­რამ მათი სეგ­მენ­ტი არ იზ­რდე­ბა. არც "ქარ­თუ­ლი ოცნ­ე­ბით" არის სა­ზო­გად­ო­ების უმ­რავ­ლე­სო­ბა კმა­ყო­ფი­ლი. ამი­ტომ პო­ლიტი­კოსს იმ­დე­ნი ინ­ტუ­ი­ცია უნდა გქო­ნდეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ხში­რად ამბ­ობ­დნენ, ჩვე­ნი კარი ყვე­ლას­თვის ღი­ა­აო, თუმ­ცა სხვე­ბი­სთვის მა­ინც ჩა­კე­ტი­ლი იყო.

ვიხ­ვე­წე­ბო­დი, პარ­ტი­ას ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. ერთ-ერთ აქც­ი­აზე­ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მაც ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, თუმ­ცა­ სა­ბო­ლო­ოდ, პარ­ტი­ის გა­სა­ახ­ლებ­ლად არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. დღე­საც არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ: ხან რიგ­გა­რე­შე­ არ­ჩევ­ნებს­ ითხო­ვენ, ხან მე­რის გა­დად­გო­მას,­ პა­რა­ლელ­ურად სა­არჩ­ევნო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ. ვი­სურ­ვებ­დი, ამ ხელ­ისუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­ დაჩ­ქარ­დეს, თუმ­ცა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი დღეს ტექ­ნი­კუ­რად არ გვა­წყობს.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან"­ რამ­დე­ნი­მე­ დე­პუ­ტა­ტის წას­ვლას არც და­ვით­ ბაქ­რა­ძე გა­მო­რი­ცხავს: - "ნა­ციო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობ­იდან" პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­და­ბი­რე­ბაზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა დიდი ხნის წინ და­ი­წყო. აღმ­ოჩ­ნდნენ ადა­მი­ან­ები, რომ­ლებ­მაც­ ზე­წო­ლა­სა და ცდუ­ნე­ბას­ ვერ გა­უძ­ლეს. ხელ­ისუფ­ლე­ბას ოპო­ზ­ი­ც­ი­ის­თვის დე­პუ­ტა­ტე­ბის "გა­­მოსა­ცლე­ლად" ბევ­რი მე­ქა­ნიზ­მი­ აქვს - პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­ ბიზ­ნე­სის­ თვალ­საზ­რი­სით მო­ტი­ვი­რე­ბა, მუ­ქა­რა... ღვი­ნი­აშ­ვილ­მაც გა­ნა­ცხა­და, ფრაქ­ცი­ი­დან გას­ვლის სა­ნაც­ვლოდ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­ხურ­ვა შე­მომ­თა­ვა­ზე­სო. ამ ფონ­ზე, უმ­ცი­რე­სო­ბი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­დი­ნე­ბას ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, თუმ­ცა, ყველ­აფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში ქმე­დუ­ნა­რი­ან ძა­ლად რჩე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა

ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესიც გააქტიურდა. კულუარებში­ ამბობენ, მალე "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის ფაქტ­ობრივი ლიდერი დავით ბაქრაძე­ დატოვებსო.

"ნაციონალებიდან" წამსვ­ლელთა სავარაუდო სიაში­ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პა­ატა­ ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძეც სახელდებიან. ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, "თავისუფალი დემოკრატები" შესაძლოა, ვიქტორ დოლიძემ დატოვოს. პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე არც იმას მალავენ, რომ ოქტომბრის ბოლოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგან­ოში ახალი ფრაქციაც გაჩნდება - დიდი ალბათობით, დასახელებ­უ­ლი დეპუტ­ატები ყოფილ თანაგუნდელებს: გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძესა და პავლე კუბ­ლაშვილს შეუერთდებიან. თვის ბოლოს ახალი ფრაქციის შექმნას "კვირის პალიტრასთან" საუბრისას­ "ოთხეულის" ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძეც ადასტურებს:

- ოქტომბრის ბოლოს პარტიის დარეგისტრირებას პარლამ­ენტში ახალი ფრაქციის შექმნასაც დავამთხვევთ. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსა­უბრობთ. ამასთან, საარჩევნო კამპ­ანიისთვის დაფინანსებასაც ვეძებთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკაში ახალ დასაყრდენს ბიზ­ნესმენი დავით იაკობაშვილიც ეძებს. ითანამშრომლებთ მათთან?

- თუ ფინანსებს ვალდებულებებიც არ მოჰყვება, ივანიშვილისგანაც და იაკობაშვილისგანაც ფულს სიამოვნებით ავიღებდი.

- და ვინ იხდის პოლიტიკაში­ ფულს ვალდებულებების გარეშე?

- ვგულისხმობ ვალდებულებ­ებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს­ არ ეწინააღმდეგება. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახ­ლ­ეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, მაგრამ მათი სეგმენტი არ იზ­რდება. არც "ქართული ოცნ­ე­ბით" არის საზოგად­ო­ების უმრავლესობა კმაყოფილი. ამიტომ პო­ლიტი­კოსს იმდენი ინტუიცია უნდა გქო­ნდეს, რომ საზოგადო­ე­ბის განწყობა რეალურად შეაფასო.

"ნაციონალები" ხშირად ამბ­ობდნენ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიააო, თუმცა სხვები­სთვის მაინც ჩაკეტილი იყო.

ვიხვეწებოდი, პარტიას ცვლილებები სჭირდება-მეთქი. ერთ-ერთ აქც­ი­აზე­ ვანო მერაბიშვილმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, თუმცა­ საბოლოოდ, პარტიის გასაახლებლად არაფერი გაკეთებულა. დღესაც არათანამიმდევრულად მოქმედებენ: ხან რიგგარეშე­ არჩევნებს­ ითხოვენ, ხან მერის გადადგომას,­ პარალელ­ურად საარჩ­ევნო ცვლილებებისთვის ხელმოწერებს აგროვე­ბენ. ვისურვებდი, ამ ხელ­ისუფლების ცვლილება­ დაჩქარდეს, თუმცა რიგგარეშე არჩევნები დღეს ტექნიკურად არ გვაწყობს.

"ნაცმოძრაობიდან"­ რამდენიმე­ დეპუტატის წასვლას არც დავით­ ბაქრაძე გამორიცხავს: - "ნაციო­ნალური მოძრაობ­იდან" პოლიტი­კოსების გადაბირე­ბაზე მოლაპარაკება დიდი ხნის წინ დაიწყო. აღმ­ოჩნდნენ ადამიან­ები, რომლებმაც­ ზეწოლასა და ცდუნებას­ ვერ გა­უძლეს. ხელ­ისუფლებას ოპო­ზ­ი­ც­ი­ისთვის დეპუტატების "გა­­მოსა­ცლელად" ბევრი მექანიზმი­ აქვს - პოლიტიკოსების­ ბიზნესის­ თვალსაზრისით მოტივირება, მუქარა... ღვინიაშვილმაც განაცხადა, ფრაქ­ციიდან გასვლის სანაცვლოდ ჩემს წინააღმდეგ და­წყებული გამოძიების დახურვა შემომთავაზესო. ამ ფონზე, უმცირესობიდან დეპუტატების გადინებას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა, ყველ­აფრის მიუხედავად, 3 წლის განმავლობაში ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ქმედუნარიან ძალად რჩება.

იხილეთ გაგრძელება

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - ანრი ოხანაშვილი კახა კახიშვილზე

"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ

"ბოიკოტს აზრი აღარ აქვს - "ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს" - პეტრე ცისკარიშვილი