პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმრის მიერ ნაცემი ქალის წერილი დაჩაგრულ ცოლებს: "ერთხელ ცემა არ არსებობს"
ქმრის მიერ ნაცემი ქალის წერილი დაჩაგრულ ცოლებს: "ერთხელ ცემა არ არსებობს"

ბოლო დროს ოჯახ­ში ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის მომძლავ­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია არა­ერ­თი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტით დას­რულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხველ­თა შო­რის ბევ­რია ისე­თი, ვინც სახ­ლში ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთს უძ­ლებს. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ეს წე­რი­ლი დრო­უ­ლი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ბევ­რი ქა­ლის­თვის:

"ჩემი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი 16 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი ბა­ნა­ლუ­რად და­ი­წყო და დაგ­ვირ­გვინ­და - მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. იმ სა­ღა­მოს სახ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლა და მე­ო­რე დღი­დან ზა­რე­ბიც და­ი­წყო... სა­ოც­ნე­ბო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, არა­ფერს მაკ­ლებ­და - კარ­თან ჩემი საყ­ვა­რე­ლი ყვი­თე­ლი თა­ი­გუ­ლე­ბი მხვდე­ბო­და, ლა­მაზ ნივ­თებს და ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შო­ებს მჩუქ­ნი­და. ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, მის გვერ­დით თავი პრინ­ცე­სა მე­გო­ნა.

სა­მა­გი­ე­როდ, ლექ­სო დე­დას არ მოს­წონ­და. და­ი­ჩე­მა, თქვენ ერ­თმა­ნეთს ვერ გა­უ­გებთ, მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი უყ­ვარ­სო. არც მა­მა­ჩე­მი უყუ­რებ­და კარგ თვალ­ზე. ერთი სი­ტყვით, მშობ­ლე­ბი ვერ და­ვი­თან­ხმე, შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რი, როცა ლექ­სომ ერ­თად ცხოვ­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა.

რამ­დე­ნი­მე წელი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ვი­ცხოვ­რეთ. დღემ­დე ვფიქ­რობ, რომ ეს წლე­ბი სა­უ­კე­თე­სო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მა­შინ მარ­თლა მჯე­რო­და, რომ სი­ბე­რემ­დე ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით და ერთ დღეს და­ვი­ხო­ცე­ბო­დით.

ყვე­ლა­ფე­რი ჩემი და­ფეხ­მძი­მე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. გა­დავ­წყვი­ტეთ ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­კა­ნო­ნე­ბი­ნა და ვიწ­რო წრე­ში ქორ­წი­ლიც გა­და­ვი­ხა­დეთ. ამის შემ­დეგ ლექ­სო სულ შე­იც­ვა­ლა. ჩემი გა­კონ­ტრო­ლე­ბა და­ი­წყო. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ თა­ვი­დან მომ­წონ­და კი­დეც ეს სიმ­კაც­რე, ვფიქ­რობ­დი, რაკი ეჭ­ვი­ა­ნობს, ესე იგი ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­მეთ­ქი. და­ქა­ლებ­თა­ნაც კი ვტრა­ბა­ხობ­დი ამით.

ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას სტუმ­რე­ბიც ხში­რად გვყავ­დნენ - ხან ჩემი მე­გობ­რე­ბი შე­მოგ­ვივ­ლიდ­ნენ, ხან - მისი. სა­მა­გი­ე­როდ, როცა და­ვორ­სულ­დი, ლექ­სომ თან­და­თან ჩა­მო­მა­შო­რა ყვე­ლა. ეს გვი­ან გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, იმ პე­რი­ოდ­ში გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რე­ბით. მისი ყვე­ლა სურ­ვილს უყოყ­მა­ნოდ ვას­რუ­ლებ­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემ­თან მარ­ტო ყოფ­ნა ერ­ჩივ­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა: ლექ­სო უფრო და უფრო ხში­რად გა­დი­ო­და სახ­ლი­დან და მარ­ტოს მტო­ვებ­და. ან შუ­ა­ღა­მი­სას ბრუნ­დე­ბო­და ან გამ­თე­ნი­ი­სას. რა თქმა უნდა, ამას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი და საყ­ვე­დუ­რებს არ ვაკ­ლებ­დი. ერთხე­ლაც ეს საყ­ვე­დუ­რე­ბი იმით დას­რულ­და, რომ ლექ­სომ ექ­ვსი თვის ორ­სულს მცე­მა. კი არ გა­მარ­ტყა, გა­მე­ტე­ბით მცე­მა. სა­ხე­ზე და თავ­ში მირ­ტყამ­და, ცხვი­რი­დან წამსკდა­რი სის­ხლის გე­მოც ვიგ­რძე­ნი, მახ­სოვს მხო­ლოდ თა­ვის ტკი­ვი­ლი და ფიქ­რი: ოღონდ მუ­ცელ­ში არ ჩა­მარ­ტყას-თქო. შემ­დეგ გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. აზ­რზე რომ მო­ვე­დი, თავ­ზე მედ­გა და­ფე­თე­ბუ­ლი სა­ხით. შიშ­მა ეტყო­ბა გა­მო­ა­ფხიზ­ლა კი­დეც. ბო­დი­შის მოხ­და და­ი­წყო, პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და, არ ვიცი, რა და­მე­მარ­თაო... უცებ "გა­და­მე­კე­ტაო... ასეო ისეო... და მეც, რა თქმა უნდა, ვა­პა­ტიე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქმრის მიერ ნაცემი ქალის წერილი დაჩაგრულ ცოლებს: "ერთხელ ცემა არ არსებობს"

ქმრის მიერ ნაცემი ქალის წერილი დაჩაგრულ ცოლებს: "ერთხელ ცემა არ არსებობს"

ბოლო დროს ოჯახში ქალზე ძალადობის მომძლავრებული ტენდენცია არაერთი შემზარავი ფაქტით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენი საიტის მკითხველთა შორის ბევრია ისეთი, ვინც სახლში ნამდვილ ჯოჯოხეთს უძლებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს წერილი დროული მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქალისთვის:

"ჩემი მომავალი ქმარი 16 წლის ასაკში გავიცანი. ყველაფერი ბანალურად დაიწყო და დაგვირგვინდა - მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. იმ საღამოს სახლამდე მიმაცილა და მეორე დღიდან ზარებიც დაიწყო... საოცნებო შეყვარებული იყო, არაფერს მაკლებდა - კართან ჩემი საყვარელი ყვითელი თაიგულები მხვდებოდა, ლამაზ ნივთებს და ფუმფულა სათამაშოებს მჩუქნიდა. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო, მის გვერდით თავი პრინცესა მეგონა.

სამაგიეროდ, ლექსო დედას არ მოსწონდა. დაიჩემა, თქვენ ერთმანეთს ვერ გაუგებთ, მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარსო. არც მამაჩემი უყურებდა კარგ თვალზე. ერთი სიტყვით, მშობლები ვერ დავითანხმე, შესაბამისად, მხოლოდ მე ვიყავი ბედნიერი, როცა ლექსომ ერთად ცხოვრება შემომთავაზა.

რამდენიმე წელი სამოქალაქო ქორწინებაში ვიცხოვრეთ. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს წლები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, მაშინ მართლა მჯეროდა, რომ სიბერემდე ერთად ვიქნებოდით და ერთ დღეს დავიხოცებოდით.

ყველაფერი ჩემი დაფეხმძიმების შემდეგ შეიცვალა. გადავწყვიტეთ ურთიერთობა დაგვეკანონებინა და ვიწრო წრეში ქორწილიც გადავიხადეთ. ამის შემდეგ ლექსო სულ შეიცვალა. ჩემი გაკონტროლება დაიწყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავიდან მომწონდა კიდეც ეს სიმკაცრე, ვფიქრობდი, რაკი ეჭვიანობს, ესე იგი ძალიან ვუყვარმეთქი. დაქალებთანაც კი ვტრაბახობდი ამით.

ქორწინებამდე თანაცხოვრებისას სტუმრებიც ხშირად გვყავდნენ - ხან ჩემი მეგობრები შემოგვივლიდნენ, ხან - მისი. სამაგიეროდ, როცა დავორსულდი, ლექსომ თანდათან ჩამომაშორა ყველა. ეს გვიან გავაცნობიერე, იმ პერიოდში გაბრუებული ვიყავი ბედნიერებით. მისი ყველა სურვილს უყოყმანოდ ვასრულებდი, ვფიქრობდი, რომ ჩემთან მარტო ყოფნა ერჩივნა.

სამწუხაროდ, პირიქით აღმოჩნდა: ლექსო უფრო და უფრო ხშირად გადიოდა სახლიდან და მარტოს მტოვებდა. ან შუაღამისას ბრუნდებოდა ან გამთენიისას. რა თქმა უნდა, ამას ვაპროტესტებდი და საყვედურებს არ ვაკლებდი. ერთხელაც ეს საყვედურები იმით დასრულდა, რომ ლექსომ ექვსი თვის ორსულს მცემა. კი არ გამარტყა, გამეტებით მცემა. სახეზე და თავში მირტყამდა, ცხვირიდან წამსკდარი სისხლის გემოც ვიგრძენი, მახსოვს მხოლოდ თავის ტკივილი და ფიქრი: ოღონდ მუცელში არ ჩამარტყას-თქო. შემდეგ გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, თავზე მედგა დაფეთებული სახით. შიშმა ეტყობა გამოაფხიზლა კიდეც. ბოდიშის მოხდა დაიწყო, პატიებას მთხოვდა, არ ვიცი, რა დამემართაო... უცებ "გადამეკეტაო... ასეო ისეო... და მეც, რა თქმა უნდა, ვაპატიე.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს