"ახალშენში მიწა დაძრულია და განმეორებითი ჩამოშლა არ არის გამორიცხული"

"ახალშენში მიწა დაძრულია და განმეორებითი ჩამოშლა არ არის გამორიცხული"

მიწა დაძრულია და განმეორებითი ჩამოშლა არ არის გამორიცხული, - ამის შესახებ გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ ახალშენში ჩამოწოლილი მეწყერის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ჩამოშლილია დაახლოებით 200 ათასამდე კუბმეტრი მიწა.

"ეს პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა. ეს დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. მოსახლეობაც წინააღმდეგი იყო აქ კარიერის მოპოვების თაობაზე. როგორც კი გეოლოგიურ სამსახურს ადგილზე მისვლის შესაძლებლობას მოგვცემენ, დავადგენთ მეწყერი კარიერის მოპოვების გამო ჩატარებული სამუშაოების გამო ჩამოიშალა თუ ძლიერი წვიმების შედეგად. მოსახლეობა აღნიშნული ადგილიდან 200 მეტრზე ცხოვრობს, რაც საფრთხის შემცველია, რადგან მიწა დაძრულია და განმეორებით ჩამოშლა არ არის გამორიცხული", - აღნიშნა ტარიელ ტუსკიამ.

სოფელ ახალშენში კარიერის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქებების შედეგად სახლები დაიბზარა. მათივე განმარტებით, ისინი ოფიციალურად დაზარალებულებად არიან ცნობილი, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელები მათ ემალება. დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია