ახალშენში ჩამოწოლილმა მეწყერმა საყარაულო ჯიხურში მყოფი 58 წლის მამაკაცი მოიყოლა

ახალშენში ჩამოწოლილმა მეწყერმა საყარაულო ჯიხურში მყოფი 58 წლის მამაკაცი მოიყოლა

ახალშენში მეწყერმა 58 წლის მამაკაცი მოიყოლა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ტაშხალის დასახლებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 58 წლის მამაკაცი მოიყოლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ოთარ დავითაძე წუხელ კარიერის ტერიტორიაზე მორიგეობდა. [იხილეთ ვიდეო]

როგორც დაკარგულის ბიძაშვილი ნანული დავითაძე აცხადებს, მორიგე ადგილზე არსებულ ტექნიკას მეთვალყურეობას უწევდა და, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა მეწყერი წამოვიდა, ის საყარაულო ჯიხურში იმყოფებოდა.

ნანული დავითაძე აცხადებს, რომ სამაშველო სამსახურები ადგილზე დილიდანვე მივიდნენ, თუმცა გაწმენდით სამუშაობზე მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობს, რაც საკმარისი არ არის. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, ჩამოწოლილია 8 ათას კუბურ მეტრამდე მიწის მასა და მოყოლილია 2 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ადგილობრივები მეწყერის ჩამოწოლის ორ ვერსიას ასახელებენ, მათ შორის, კარიერის მოპოვების დროს განხორციელებულ აფეთქებებს და ასევე ბოლო დროს არსებულ ძლიერ წვიმებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია