პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე უფროს გოგონებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას" - "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი სტუდენტობისთვის ემზადება
"ჩემზე უფროს გოგონებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას" - "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი სტუდენტობისთვის ემზადება

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ერთი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის­თვის მიწ­ვე­უ­ლი ბიჭი, სე­რი­ალ­ში მთე­ლი სე­ზო­ნი დარ­ჩა - მა­ყუ­რე­ბელს და გა­დამ­ღებ ჯგუფს მო­ე­წო­ნა, ამო­ცა­ნას თავი კარ­გად გა­არ­თვა. იმე­რე­ლი ბი­ჭის როლი და­მა­ჯე­რებ­ლად შე­ას­რუ­ლა...

ბა­ქა­რი, იგი­ვე ბუბა მათ­ნა­ძე ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლეა, უფრო სწო­რად აბი­ტუ­რი­ენ­ტი, წელს დიდი მი­ზა­ნე­ბი აქვს, რა­ზეც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ესა­უბ­რა.

ბუბა:

- ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში ვარ, გა­ი­სად ვამ­თავ­რებ... ზა­ფხულ­ში მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში კარ­გად და­ვის­ვე­ნე. სი­ახ­ლე ის არის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი გავ­ხდი და იმის­თვის მო­ტივ­რე­ბუ­ლი, რომ შემ­დე­გი 10 თვე ინ­ტენ­სი­უ­რად უნდა ვის­წავ­ლო. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვზარ­მა­ცობ და ნელ-ნელა წინ მი­ვი­წევ.

- გა­მო­დის, რომ სწავ­ლის­თვის თავი გა­და­გი­დია?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ეგ­რეა. ოთხი­ვე სა­გან­ში, რაც უნდა ჩა­ვა­ბა­რო, ვემ­ზა­დე­ბი, ვმე­ცა­დი­ნე­ობ. ეს არის ქარ­თუ­ლი, უცხო ენა, ის­ტო­რია, უნა­რე­ბი. ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემი ძმა­კა­ცია, გიგა ჯო­ხა­ძე ახ­ლო­ბე­ლია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. ჩემ­ზე ორი წლით უფ­რო­სია, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. მინ­და ვთქვა, რომ კარ­გად მა­მე­ცა­დი­ნებს, შე­სამ­ჩნე­ვი პროგ­რე­სი მაქვს.

- მახსოვს, ამ­ბობ­დი, სამ­ხედ­რო პირი უნდა გავ­ხდე, თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში უნდა ჩა­ვაბროო... ისევ ასე ფიქ­რობ?

- მარ­თა­ლია, - ერთი წლის წინ ასე ვფიქ­რობ­დი, ახლა სხვა­ნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებ. არ მე­გო­ნა, თუ ასე­თი ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა. და­ვუკ­ვირ­დი და მივ­ხვდი, არ უნდა ვიჩ­ქა­რო, რომ მერე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ვი­ნა­ნო. მოკ­ლედ, ფიქ­რის პრო­ცეს­ში ვარ, თუმ­ცა იმ ძველ სურ­ვილ­საც გან­ვი­ხი­ლავ, მაგ­რამ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად რო­გორც ვთქვი, ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია. მგო­ნი, ნელ-ნელა ვბრძენ­დე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში, ჰუ­მა­ნი­ტა­რი გავ­ხდე­ბი...

- ისე, სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ტომ გინ­დო­და წას­ვლა?

- ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბაა, თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით ვიზ­რდე­ბო­დი და ვარ სულ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ვემ­სა­ხუ­რო. ახლა რომ დავ­ფიქ­რდი, სად, რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ში გა­მო­ვად­გე­ბი ჩემს სამ­შობ­ლოს, ხომ ვამ­ბობ, ცო­ტა­თი ფიქ­რის პრო­ცე­სი გა­მი­ხან­გრძლივ­და...

- არა­და, პა­ტა­რა­ო­ბი­დან რად­გან საბვშვო თეტრში და­დი­ო­დი, სე­რი­ალ­შიც გა­და­გი­ღეს, მე­გო­ნა, სწავ­ლას თეატრა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­წყვეტ­დი...

- რო­დე­საც თე­ატ­რში (8 წელი) ვი­ყა­ვი, იქ სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო, ამ პრო­ფე­სი­ის მხო­ლოდ ყვე­ლა და­დე­ბი­თი მხა­რე ჩან­და და, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო, მერე სე­რი­ალ­ში რომ მი­ვე­დი, პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებს და­ვე­ლა­პა­რა­კე, და­მა­რი­გეს, მირ­ჩი­ეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ამ პრო­ფე­სი­ას არ გავ­ყვე­ბი, მაგ­რამ თუ ვინ­მეს რამე პრო­ექ­ტში, სად­მე დავ­ჭირ­დე­ბი, არ არის პრობ­ლე­მა, ყველ­გან ჩა­ვერ­თვე­ბი, მაგ­რამ ამ საქ­მეს პრო­ფე­სი­ად არ ავირ­ჩევ.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბია სე­რი­ალ­ში?

- მი­თხრეს, რომ სე­რი­ალ­ში ამ სე­ზონ­ზე ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ჯერ არ და­უ­ძა­ხი­ათ, თუმ­ცა გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ სე­რი­ებ­ში რომ არ გა­მოვ­ჩნდე­ბი, ეს ვიცი.

- მო­მა­ვა­ლი წლის­გან რას ელი, გა­სულ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ტა­ნა?

- ალ­ბათ წელს სტუ­დენ­ტი გავ­ხდე­ბი, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ძა­ლინ ბე­ჯი­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ. მე­ცა­დი­ნე­ო­ბა არ მე­ზა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას, არც ამ საქ­მეს და­ვი­ზა­რებ. თუ კი­დევ პა­რა­ლე­ლუ­რად რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მექ­ნე­ბა, ესეც კარ­გია. ისე, "მა­ი­ტა ნა­სო­სის" მე­ო­რე სე­რი­ა­ში გა­და­მი­ღეს. 16 ოქ­ტომ­ბერს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში პრე­მი­ე­რა იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბი.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ გაქვს?

- ჯერ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა (იცი­ნის).

- არა­და, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ხომ გყავს?

- ჩემ­ხე­ლა გო­გო­ე­ბი ნაკ­ლე­ბად მე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან, უფრო 14 წლამ­დე ბავ­შვე­ბი მწე­რენ. ჩემს სა­მე­გობ­რო წრე­ში ყვე­ლა ჩემი ასა­კის და ცოტა უფ­რო­სე­ბი არი­ან, ცუ­დად არა­ვინ გა­მი­გოს და ჩემ­ზე უფ­რო­სებ­თან უფრო ად­ვი­ლად

გა­მოვ­ნა­ხავ ხოლ­მე სა­ერ­თო ენას... თუმ­ცა ყვე­ლას მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის და თითო თბი­ლი სი­ტყვის­თვის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ჩემზე უფროს გოგონებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას" - "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი სტუდენტობისთვის ემზადება

"ჩემზე უფროს გოგონებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას" - "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი სტუდენტობისთვის ემზადება

"ჩემი ცოლის დაქალებში" ერთი ეპიზოდური როლისთვის მიწვეული ბიჭი, სერიალში მთელი სეზონი დარჩა - მაყურებელს და გადამღებ ჯგუფს მოეწონა, ამოცანას თავი კარგად გაართვა. იმერელი ბიჭის როლი დამაჯერებლად შეასრულა...

ბაქარი, იგივე ბუბა მათნაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, უფრო სწორად აბიტურიენტი, წელს დიდი მიზანები აქვს, რაზეც "ამბები.გე"-ს ესაუბრა.

ბუბა:

- ჯერ კიდევ სკოლაში ვარ, გაისად ვამთავრებ... ზაფხულში მეგობრების გარემოცვაში კარგად დავისვენე. სიახლე ის არის, რომ აბიტურიენტი გავხდი და იმისთვის მოტივრებული, რომ შემდეგი 10 თვე ინტენსიურად უნდა ვისწავლო. ჯერჯერობით არ ვზარმაცობ და ნელ-ნელა წინ მივიწევ.

- გამოდის, რომ სწავლისთვის თავი გადაგიდია?

- ფაქტობრივად, ეგრეა. ოთხივე საგანში, რაც უნდა ჩავაბარო, ვემზადები, ვმეცადინეობ. ეს არის ქართული, უცხო ენა, ისტორია, უნარები. ისტორიის მასწავლებელი ჩემი ძმაკაცია, გიგა ჯოხაძე ახლობელია, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ჩემზე ორი წლით უფროსია, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლობს. მინდა ვთქვა, რომ კარგად მამეცადინებს, შესამჩნევი პროგრესი მაქვს.

- მახსოვს, ამბობდი, სამხედრო პირი უნდა გავხდე, თავდაცვის აკადემიაში უნდა ჩავაბროო... ისევ ასე ფიქრობ?

- მართალია, - ერთი წლის წინ ასე ვფიქრობდი, ახლა სხვანაირად ვაზროვნებ. არ მეგონა, თუ ასეთი ძნელი იქნებოდა პროფესიის შერჩევა. დავუკვირდი და მივხვდი, არ უნდა ვიჩქარო, რომ მერე მიღებული გადაწყვეტილება არ ვინანო. მოკლედ, ფიქრის პროცესში ვარ, თუმცა იმ ძველ სურვილსაც განვიხილავ, მაგრამ ჩამოყალიბებულად როგორც ვთქვი, ჯერ არ გადამიწყვეტია. მგონი, ნელ-ნელა ვბრძენდები, მაგრამ ყველა ვარიანტში, ჰუმანიტარი გავხდები...

- ისე, სამხედრო მიმართულებით რატომ გინდოდა წასვლა?

- ბავშვობის ოცნებაა, თან, საქართველოში ვცხოვრობ და ამ სულისკვეთებით ვიზრდებოდი და ვარ სულ, რომ საქართველოს უნდა ვემსახურო. ახლა რომ დავფიქრდი, სად, რომელ პროფესიაში გამოვადგები ჩემს სამშობლოს, ხომ ვამბობ, ცოტათი ფიქრის პროცესი გამიხანგრძლივდა...

- არადა, პატარაობიდან რადგან საბვშვო თეტრში დადიოდი, სერიალშიც გადაგიღეს, მეგონა, სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში გადაწყვეტდი...

- როდესაც თეატრში (8 წელი) ვიყავი, იქ სხვა სიტუაცია იყო, ამ პროფესიის მხოლოდ ყველა დადებითი მხარე ჩანდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომხიბვლელი იყო, მერე სერიალში რომ მივედი, პროფესიონალ მსახიობებს დაველაპარაკე, დამარიგეს, მირჩიეს და გადაწყვეტილება მივიღე, რომ ამ პროფესიას არ გავყვები, მაგრამ თუ ვინმეს რამე პროექტში, სადმე დავჭირდები, არ არის პრობლემა, ყველგან ჩავერთვები, მაგრამ ამ საქმეს პროფესიად არ ავირჩევ.

- რა სიახლეებია სერიალში?

- მითხრეს, რომ სერიალში ამ სეზონზე ვიქნები, მაგრამ ჯერ არ დაუძახიათ, თუმცა გადაღებები უკვე დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, პირველ სერიებში რომ არ გამოვჩნდები, ეს ვიცი.

- მომავალი წლისგან რას ელი, გასულმა დიდი წარმატება მოგიტანა?

- ალბათ წელს სტუდენტი გავხდები, ხომ გეუბნებით, ძალინ ბეჯითი აბიტურიენტი ვარ. მეცადინეობა არ მეზარება. რაც შეეხება მსახიობობას, არც ამ საქმეს დავიზარებ. თუ კიდევ პარალელურად რაიმე შემოთავაზება მექნება, ესეც კარგია. ისე, "მაიტა ნასოსის" მეორე სერიაში გადამიღეს. 16 ოქტომბერს კინოთეატრებში პრემიერა იქნება, ძალიან ველოდები.

- პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

- ჯერ არაფერი მომხდარა (იცინის).

- არადა, თაყვანისმცემლები ხომ გყავს?

- ჩემხელა გოგოები ნაკლებად მეკონტაქტებიან, უფრო 14 წლამდე ბავშვები მწერენ. ჩემს სამეგობრო წრეში ყველა ჩემი ასაკის და ცოტა უფროსები არიან, ცუდად არავინ გამიგოს და ჩემზე უფროსებთან უფრო ადვილად

გამოვნახავ ხოლმე საერთო ენას... თუმცა ყველას მადლობა ყურადღებისთვის და თითო თბილი სიტყვისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება