მსხვილი ნაწლავი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ის არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში, აკონტროლებს იმუნურ სისტემას და მასზეა დამოკიდებული საჭმლის მომნელებელი სისტემა მთლიანობაში.
იმისათვის, რომ ორგანიზმმა ნორმალურად ფუნქციონირება დაიწყოს, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მსხვილის ნაწლავის ჯანმრთელობა. თუკი ის წესიერად არ მუშაობს, ანუ შენელებული აქვს ფუნქცია, ორგანიზმიც ვერ თავისუფლდება ტოქსინებისგან.
იმისათვის, რომ თქვენი სადილი და ვახშამი მთლიანად გადამუშავდეს, საჭმლის მომნელებელ სისტემას მინიმუმ 24 საათი სჭირდება. საკვები, რომელიც არასაკმარის ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, ანელებს ამ პროცესს და ლამის 70 საათამდე ზრდის.
აშლილობა - პირველი ნიშანია იმისა, რომ თქვენს ორგანიზმში ბევრი ტოქსინია.
მსხვილი ნაწლავის ინტოქსიკაციის სიმპტომებია:
იმუნური სისტემა.
გამონაყარი სხეულზე, შარდის ბუშტის პრობლემები, ვაგინალური ინფექცია. თუკი ხშირად ცივდებით, გემართებათ ვირუსები, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა "ურევს".
ხასიათის ხშირი ცვლილება მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ხასიათის ხშირი მონაცვლეობა, შფოთვა, დაღლილობა, დეპრესია.