ანკარაში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. თურქული სააგენტო "Dogan"-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი.
2 ძლიერი აფეთქება ანკარას რკინიგზის სადგურის რაიონში მოხდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მაშინ აფეთქდა, როცა რაიონში აქტივისტები მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ.