პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს
11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს

ქუ­თა­ის­ში 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის გამო, გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი სკო­ლის და­რაჯს სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, მომ­ხდა­რი სწო­რედ ამის შემ­დეგ მოხ­ვდა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ნა­ცე­მი და ტან­საც­მელ­შე­მო­ხე­უ­ლი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. რეს­პონ­დენ­ტმა, რო­მე­ლიც მომ­ხდარ ანა­გა­რიშს­წო­რე­ბას შე­ეს­წრო, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

ლ. დ:

- სკო­ლის დაც­ვის ის თან­მაშ­რო­მე­ლი, რო­მელ­საც ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში მშობ­ლებ­მა დას­დეს ბრა­ლი, 70 წლი­საა და არა ახალ­გაზ­რდა, რო­გორც ამას ამ დღე­ებ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წერ­დნენ. რო­გორც ვიცი, სულ ორი­ო­დე დღის და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და ამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა. ჩემი აზ­რით, მა­გის­თა­ნე­ბი უმ­კაც­რე­სად უნდა ის­ჯე­ბოდ­ნენ, ახლა კი თვი­თონ ჩი­ვის თურ­მე.

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, 11 წლის, მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა ცეკ­ვი­დან ბრუნ­დე­ბო­და და სა­კუ­თარ ეზო­ში შე­დი­ო­და, რო­დე­საც იქვე მდე­ბა­რე სკო­ლის და­რა­ჯი წინ გა­და­უდ­გა და ჭიქა წყა­ლის სკო­ლა­ში, დაც­ვის ოთახ­ში შე­ტა­ნა სთხო­ვა. ბავ­შვი სახ­ლში შე­ვი­და წყლის გა­მო­სა­ტა­ნად. ამ დროს დე­და­მი­სი და­ინ­ტე­რეს­და ვის­თვის მიჰ­ქონ­და გო­გო­ნას წყა­ლი, - ბავ­შვმაც უპა­სუ­ხა. რო­გორც ჩანს, ქალი და­ეჭ­ვდა და მა­ლე­ვე გაჰ­ყვა შვილს უკან, კაცი თა­ვის ოთახ­ში იყო და გო­გო­ნას შეს­ვლას ელო­და...

- მერე რა მოხ­და?

- დედა დრო­უ­ლად მი­ვი­და და კაც­მა სა­ვა­რა­უ­დო გან­ზრახ­ვა ვერ შე­ას­რუ­ლა. გამ­წა­რე­ბულ­მა ქალ­მა ატე­ხა ერთი ამ­ბა­ვი. არ უნდა აე­ტე­ხა?! მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ში­ნე­ლე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო და მერე უნდა გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა, როცა მისი შვი­ლი უკვე და­ღუ­პუ­ლი იქ­ნე­ბო­და?! ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ზო­გი­ერ­თებ­მა ისიც კი თქვეს, რას სცე­მეს ის კაცი, იქ­ნებ გულ­ში ცუდი არა­ფე­რი ედოო?! თუ ედო და ბავ­შვს და­ღუ­პავ­და, მერე ამას რა ეშ­ვე­ლე­ბო­და?!

ჩხუბს ბავ­შვის მა­მამ შე­მე­ეს­წრო და გა­და­ი­რია კაცი. რომ გა­ი­გეს საქ­მე რაში იყო, მე­ზობ­ლებ­მაც მი­ა­მა­ტეს ხელი.

- ასე ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნი შე­მოკ­ვდო­მო­დათ, ეგებ მარ­თლაც წყა­ლი სწყუ­რო­და ადა­მი­ანს?

- ხო, რა თქმა უნდა, ვინც თა­ვის ოჯა­ხის ღირ­სე­ბას იცავს, ის უნდა და­სა­ჯონ, აბა, რა! რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ შე­საძ­ლოა უდა­ნა­შა­უ­ლოა, ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­დე­საც წყა­ლი სკო­ლა­შიც მო­დი­ო­და, ბავ­შვს რა­ტომ სთხო­ვა მი­ტა­ნა, თუ ასე ძა­ლი­ან სწყუ­რო­და, დაც­ვის ოთახ­ში რას გა­იქ­ცა ეზოს­თან ვერ და­ე­ლო­და გო­გო­ნას?!

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს

11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობა თუ გაუგებრობა?! - ეჭვმიტანილ სკოლის დარაჯს სასტიკად სცემეს

ქუთაისში 11 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო, გოგონას ახლობლები სკოლის დარაჯს სასტიკად გაუსწორდნენ, მომხდარი სწორედ ამის შემდეგ მოხვდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ნაცემი და ტანსაცმელშემოხეული დაცვის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რესპონდენტმა, რომელიც მომხდარ ანაგარიშსწორებას შეესწრო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ლ. დ:

- სკოლის დაცვის ის თანმაშრომელი, რომელსაც ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში მშობლებმა დასდეს ბრალი, 70 წლისაა და არა ახალგაზრდა, როგორც ამას ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებები წერდნენ. როგორც ვიცი, სულ ორიოდე დღის დაწყებული ჰქონდა ამ სკოლაში მუშაობა. ჩემი აზრით, მაგისთანები უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ, ახლა კი თვითონ ჩივის თურმე.

როგორც ახლობლები ჰყვებიან, 11 წლის, მეხუთეკლასელი გოგონა ცეკვიდან ბრუნდებოდა და საკუთარ ეზოში შედიოდა, როდესაც იქვე მდებარე სკოლის დარაჯი წინ გადაუდგა და ჭიქა წყალის სკოლაში, დაცვის ოთახში შეტანა სთხოვა. ბავშვი სახლში შევიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს დედამისი დაინტერესდა ვისთვის მიჰქონდა გოგონას წყალი, - ბავშვმაც უპასუხა. როგორც ჩანს, ქალი დაეჭვდა და მალევე გაჰყვა შვილს უკან, კაცი თავის ოთახში იყო და გოგონას შესვლას ელოდა...

- მერე რა მოხდა?

- დედა დროულად მივიდა და კაცმა სავარაუდო განზრახვა ვერ შეასრულა. გამწარებულმა ქალმა ატეხა ერთი ამბავი. არ უნდა აეტეხა?! მაინცდამაინც საშინელება უნდა მომხდარიყო და მერე უნდა გამოფხიზლებულიყო ყველა, როცა მისი შვილი უკვე დაღუპული იქნებოდა?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთებმა ისიც კი თქვეს, რას სცემეს ის კაცი, იქნებ გულში ცუდი არაფერი ედოო?! თუ ედო და ბავშვს დაღუპავდა, მერე ამას რა ეშველებოდა?!

ჩხუბს ბავშვის მამამ შემეესწრო და გადაირია კაცი. რომ გაიგეს საქმე რაში იყო, მეზობლებმაც მიამატეს ხელი.

- ასე ხომ შეიძლებოდა ადამიანი შემოკვდომოდათ, ეგებ მართლაც წყალი სწყუროდა ადამიანს?

- ხო, რა თქმა უნდა, ვინც თავის ოჯახის ღირსებას იცავს, ის უნდა დასაჯონ, აბა, რა! რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა უდანაშაულოა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები, როდესაც წყალი სკოლაშიც მოდიოდა, ბავშვს რატომ სთხოვა მიტანა, თუ ასე ძალიან სწყუროდა, დაცვის ოთახში რას გაიქცა ეზოსთან ვერ დაელოდა გოგონას?!

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ