სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიგიენის პირველი მცნება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს
ჰიგიენის პირველი მცნება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ჰი­გი­ე­ნის პირ­ვე­ლი მცნე­ბაა: და­ი­ბა­ნე ხე­ლე­ბი

ყვე­ლას გვახ­სოვს - ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჭა­მის წინ და მა­ინც, უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას არ აკე­თებს. გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, სა­ფუ­ლი­დან ფუ­ლის ამო­ღე­ბი­სა და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დე­გაც კი. გე­თან­ხმე­ბით, ამ მცნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ჩიფ­სე­ბით, ნა­ყი­ნით ან სხვა ნუგ­ბა­რით გა­და­წყვი­ტეთ პი­რის ჩატ­კბა­რუ­ნე­ბა.

ეს მცნე­ბა გვა­ვი­წყდე­ბა შეს­ვე­ნე­ბა­ზე სამ­სა­ხუ­რის სა­სა­დი­ლო­ში შე­სუ­ლებს. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ქალ­თა მხო­ლოდ 20 და მა­მა­კაც­თა 7% იბანს ხე­ლებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ტუ­ა­ლე­ტის შემ­დეგ და მხო­ლოდ ყო­ველ მე­ა­თეს მი­აჩ­ნია აუ­ცი­ლებ­ლად ქუ­ჩი­დან ოფის­ში ან სახ­ლში შეს­ვლი­სას ამ ჰი­გი­ე­ნუ­რი რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: იმის­თვის, რომ მიკ­რო­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდნენ და და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ, საკ­მა­რი­სია, და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლით რა­ი­მე მი­ირ­თვათ ან უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­ე­ხოთ პირს.

ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს და­უ­ბა­ნე­ლი ანუ ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბად წო­დე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც რი­ცხობ­რი­ვად საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია.

ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი

A და E ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბი ფე­კა­ლურ-ორა­ლუ­რი გზით ვრცელ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს რომ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა დას­ნე­ბოვ­ნდეს ტუ­ა­ლე­ტის შემ­დეგ და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბით საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას. ვირუ­სე­ბი ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბი­დან ხვდე­ბი­ან სის­ხლში და იწყე­ბენ ღვიძ­ლის უჯრე­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას. თა­ვის დაც­ვა კი საკ­მა­ოდ ად­ვი­ლია: საკ­მა­რი­სია, სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი და არ მი­ირ­თვათ გა­უ­რე­ცხა­ვი პრო­დუქ­ტი.

კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბი

საკ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხშირ­დე­ბა ზა­ფხუ­ლო­ბით, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვებს გამ­რავ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი აქვთ. ენ­ტე­რო­ტოქ­სი­ნე­ბი პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ცხო­ველ­ქმე­დე­ბის პრო­დუქ­ტე­ბია, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბი­სას იშ­ლე­ბა, ნა­წი­ლი კი მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას უძ­ლებს და სწო­რედ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ მთა­ვარ საფრ­თხეს. და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბით საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას ტოქ­სი­ნე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში ხვდე­ბა და მო­წამ­ვლას იწ­ვევს.

ენ­ტე­რი­ტი

და­ა­ვა­დე­ბა სის­ხლში უშუ­ა­ლოდ გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის მოხ­ვედ­რი­სას იწყე­ბა და არა მისი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ტოქ­სი­ნის მოხ­ვედ­რი­სას. ენ­ტე­რი­ტის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია ყო­ველ­გვარ მიკ­რობს, უმ­თავ­რე­სად - ბაქ­ტე­რი­ებს. და­ა­ვა­დე­ბა ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვი­თაც კი ვრცელ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ჰიგიენის პირველი მცნება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ჰიგიენის პირველი მცნება - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ჰიგიენის პირველი მცნებაა: დაიბანე ხელები

ყველას გვახსოვს - ეს აუცილებელია ჭამის წინ და მაინც, უმრავლესობა ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, ხელები დავიბანოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ, საფულიდან ფულის ამოღებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგაც კი. გეთანხმებით, ამ მცნების შესრულება ყოველთვის შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქუჩაში სეირნობისას ჩიფსებით, ნაყინით ან სხვა ნუგბარით გადაწყვიტეთ პირის ჩატკბარუნება.

ეს მცნება გვავიწყდება შესვენებაზე სამსახურის სასადილოში შესულებს. სტატისტიკის თანახმად, ქალთა მხოლოდ 20 და მამაკაცთა 7% იბანს ხელებს საგულდაგულოდ ტუალეტის შემდეგ და მხოლოდ ყოველ მეათეს მიაჩნია აუცილებლად ქუჩიდან ოფისში ან სახლში შესვლისას ამ ჰიგიენური რიტუალის ჩატარება. გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ მიკრობები ორგანიზმში მოხვდნენ და დაავადება გამოიწვიონ, საკმარისია, დაუბანელი ხელით რაიმე მიირთვათ ან უმნიშვნელოდ შეეხოთ პირს.

ჭუჭყიანი ხელების დაავადებები

მედიცინაში არსებობს დაუბანელი ანუ ჭუჭყიანი ხელების დაავადებებად წოდებული პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც რიცხობრივად საკმაოდ სოლიდურია.

ვირუსული ჰეპატიტი

A და E ვირუსული ჰეპატიტები ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ტუალეტის შემდეგ დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას. ვირუსები ჭუჭყიანი ხელებიდან ხვდებიან სისხლში და იწყებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. თავის დაცვა კი საკმაოდ ადვილია: საკმარისია, საგულდაგულოდ დაიბანოთ ხელები და არ მიირთვათ გაურეცხავი პროდუქტი.

კვებითი ინტოქსიკაციები

საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები განსაკუთრებით ხშირდება ზაფხულობით, როდესაც დაავადების გამომწვევებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. ენტეროტოქსინები პათოგენური ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია, რომელთა ნაწილიც თერმული დამუშავებისას იშლება, ნაწილი კი მაღალ ტემპერატურას უძლებს და სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს. დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას ტოქსინები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება და მოწამვლას იწვევს.

ენტერიტი

დაავადება სისხლში უშუალოდ გამომწვევი მიკროორგანიზმის მოხვედრისას იწყება და არა მისი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ტოქსინის მოხვედრისას. ენტერიტის გამოწვევა შეუძლია ყოველგვარ მიკრობს, უმთავრესად - ბაქტერიებს. დაავადება ხელის ჩამორთმევითაც კი ვრცელდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს