მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი კიტრის შესახებ
ყველაფერი კიტრის შესახებ

კიტ­რის სამ­შობ­ლო ინ­დო­ე­თია. აღ­მო­სავ­ლე­თის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ის სუფ­რის მშვე­ნე­ბაა და სტუ­მარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მი­არ­თმე­ვენ ხოლ­მე. ჩვენ­ში მას ძი­რი­თა­დად სხვა ბოსტნე­ულ­თან, პო­მი­დორ­თან, ხახვთან, მწვა­ნილ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ ან სა­დი­ლო­ბი­სას კერძს აყო­ლე­ბენ, ზო­გან კი, მა­გა­ლი­თად, ირან­ში, ჩა­რო­ზად მი­აქვთ ხილ­თან ერ­თად.

კიტ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად კლავს წყურ­ვილს. არც არის გა­საკ­ვი­რი - მისი შე­მად­გენ­ლო­ბის 95% ხომ წყა­ლია. და­ნარ­ჩენ ხუ­თი­ო­დე პრო­ცენტს ნახ­შირ­წყლე­ბი, ცი­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი (თუმ­ცა არ­ცთუ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით), ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბი და ნა­ცა­რი შე­ად­გენს. აქე­დან 2-2,5% შაქ­რე­ბია, 0,4-0,5% კი მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წი­ლად მო­დის. კიტ­რი შე­ი­ცავს c, B1, B2 ვი­ტა­მი­ნებ­სა და A პრო­ვი­ტა­მინს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კიტ­რი სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ წყალს შე­ი­ცავს. მისი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი ტუტე ელე­მენ­ტე­ბის მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბის, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის მა­რი­ლე­ბის, ეთერ­ზე­თე­ბი­სა და პექ­ტი­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კიტ­რი მდი­და­რია ფოს­ფო­რით, კა­ლი­უ­მი­თა და კალ­ცი­უ­მით. გარ­და ამი­სა, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის მე­ტად სა­სარ­გებ­ლო მაგ­ნი­უ­მის, რკი­ნის, ალუ­მი­ნის, სი­ლი­ცი­უ­მის, იო­დი­სა და გო­გირ­დის მა­რი­ლე­ბი. სულ ახ­ლა­ხან მკვლევ­რებ­მა მას­ში ვერ­ცხლის მა­რი­ლე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­მო­დის, რომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კიტ­რი მენ­დე­ლე­ე­ვის სის­ტე­მის თით­ქმის ყვე­ლა ელე­მენტს შე­ი­ცავს.

სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი

სი­ცხის დამ­წე­ვი, ბაქ­ტე­რი­ცი­დუ­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი, და­მა­წყნა­რე­ბე­ლი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, შე­მომ­გარსვე­ლი, შარ­დმდე­ნი, ნაღ­ველმდე­ნი - ეს კიტ­რის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი პექ­ტი­ნე­ბი აუმ­ჯო­ბე­სებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, აფერ­ხებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში მიმ­დი­ნა­რე ლპო­ბით პრო­ცე­სებს, უჯრე­დი­სი აძ­ლი­ე­რებს ნაწ­ლა­ვე­ბის პე­რის­ტალ­ტი­კას, არე­გუ­ლი­რებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას. კიტ­რით სის­ტე­მა­ტუ­რი კვე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას, აფერ­ხებს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას, ამ­შვი­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მას, ტო­ნუს­სა და ელას­ტი­კუ­რო­ბას უნარ­ჩუ­ნებს კანს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ყველაფერი კიტრის შესახებ

ყველაფერი კიტრის შესახებ

კიტრის სამშობლო ინდოეთია. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ის სუფრის მშვენებაა და სტუმარს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მიართმევენ ხოლმე. ჩვენში მას ძირითადად სხვა ბოსტნეულთან, პომიდორთან, ხახვთან, მწვანილთან ერთად მიირთმევენ ან სადილობისას კერძს აყოლებენ, ზოგან კი, მაგალითად, ირანში, ჩაროზად მიაქვთ ხილთან ერთად.

კიტრი შესანიშნავად კლავს წყურვილს. არც არის გასაკვირი - მისი შემადგენლობის 95% ხომ წყალია. დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები (თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით), ორგანული მჟავები და ნაცარი შეადგენს. აქედან 2-2,5% შაქრებია, 0,4-0,5% კი მინერალური ნივთიერებების წილად მოდის. კიტრი შეიცავს c, B1, B2 ვიტამინებსა და A პროვიტამინს. აღსანიშნავია, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების მინერალური მარილების, მიკროელემენტების მარილების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობით არის განპირობებული. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილები. სულ ახლახან მკვლევრებმა მასში ვერცხლის მარილებიც აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.

სამკურნალო თვისებები

სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი - ეს კიტრის სამკურნალო თვისებათა არასრული ჩამონათვალია. მის შემადგენლობაში შემავალი პექტინები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აფერხებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე ლპობით პროცესებს, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. კიტრით სისტემატური კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს კანს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს