საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესო ხარძიანის ვაჟი მამამისის მეორე ცოლს უჩივის
ბესო ხარძიანის ვაჟი მამამისის მეორე ცოლს უჩივის

ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის ვაჟი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, მი­ხე­ილ ხარ­ძი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მე­ო­რე მე­უღ­ლეს ეკა ნო­ნი­კაშ­ვილს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩი­ვის.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მი­ხე­ილ ხარ­ძი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ბესო ხარ­ძი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა უკა­ნო­ნოდ გა­ას­ხვი­სა. კერ­ძოდ, მი­ხე­ილ ხარ­ძი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, არ მომ­ხდა­რა სამ­კვიდ­რო გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ნო­ნი­კაშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა თაღ­ლი­თო­ბა. კერ­ძოდ, მი­ხე­ილ ხარ­ძი­ა­ნის თქმით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ნო­ნი­კაშ­ვილ­მა გა­ას­ხვი­სა 3 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის არის, თუმ­ცა მან მის მე­გობ­რებ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად გა­ყი­და სახ­ლე­ბი და სა­ო­ფი­სე ფარ­თი, ასე­ვე მი­წე­ბი. მი­ხე­ილ ხარ­ძი­ა­ნის თქმით, ერთ-ერთი ასე­თი არის წავ­კის­ში სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი 1 300 კვ.მეტ­რი მი­წის ფარ­თო­ბით, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ონს შე­ად­გენს და ნო­ნი­კაშ­ვილ­მა იგი 5 000 ლა­რად გა­ას­ხვი­სა. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ვა­ჟის თქმით, გას­ხვი­სე­ბუ­ლია ნო­ნი­კაშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­ზე ნა­ი­რა ნე­ბი­ე­რი­ძე­ზე და მის ქა­ლიშ­ვილ­ზე მაია გოგ­ლი­ძე­ზე.

"მა­ნამ სა­ნამ არ მოხ­დე­ბო­და სამ­კვიდ­როს გა­და­ნა­წი­ლე­ბა, კერ­ძოდ, ეს ქო­ნე­ბა უნდა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო ჩემ­ზე, ჩემს დაზე და ბე­ბი­ა­ჩემ­ზე, ეკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ნე­ბით ან ვინ­მეს რჩე­ვით ქო­ნე­ბა გა­ა­ჩუ­ქა და გა­ყი­და. ეს არის უკა­ნო­ნო გას­ხვი­სე­ბა, მას ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რად­გან სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა შეგ­ვი­ზღუ­და მე, ჩემს დას და ბე­ბი­ა­ჩემს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ხარ­ძი­ან­მა.

მისი ად­ვო­კა­ტის, კობა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტანს გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ნო­ნი­კაშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა რო­გორც ნო­ნი­კაშ­ვილ­მა, ასე­ვე სხვა პი­რებ­მაც, რომ­ლე­ბიც მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არი­ან. ად­ვო­კა­ტი სა­გა­მო­ძო­ე­ბო უწყე­ბას მი­მარ­თავს მო­თხოვ­ნით, რომ გან­ცხა­დე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს და წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი.

რო­გორც მი­ხე­ილ ხარ­ძი­ან­მა გან­მარ­ტა, მას ამ დრომ­დე არ აქვს უფ­ლე­ბა ბესო ხარ­ძი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს, რად­გან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე­ზე წი­ლისყრა არ ჩა­ა­ტა­რა და ამ დრომ­დე გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მე­ო­რე მე­უღ­ლეს ეკა ნო­ნი­კაშ­ვილს აწ­ვდის.

ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ხარ­ძი­ა­ნი მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თარ სახ­ლთან მოკ­ლეს. მისი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ბესო ხარძიანის ვაჟი მამამისის მეორე ცოლს უჩივის

ბესო ხარძიანის ვაჟი მამამისის მეორე ცოლს უჩივის

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი გარდაცვლილი ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ხარძიანმა განაცხადა, ბესო ხარძიანის გარდაცვალების შემდეგ ეკა ნონიკაშვილმა მეუღლესთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება უკანონოდ გაასხვისა. კერძოდ, მიხეილ ხარძიანის განცხადებით, არ მომხდარა სამკვიდრო გადანაწილება და ნონიკაშვილმა ჩაიდინა თაღლითობა. კერძოდ, მიხეილ ხარძიანის თქმით, უძრავი ქონება, რომელიც ნონიკაშვილმა გაასხვისა 3 მილიონის ღირებულების არის, თუმცა მან მის მეგობრებზე გაცილებით ნაკლებად გაყიდა სახლები და საოფისე ფართი, ასევე მიწები. მიხეილ ხარძიანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი არის წავკისში სამსართულიანი სახლი 1 300 კვ.მეტრი მიწის ფართობით, რომლის ღირებულება მილიონს შეადგენს და ნონიკაშვილმა იგი 5 000 ლარად გაასხვისა. უძრავი ქონება გარდაცვლილის ვაჟის თქმით, გასხვისებულია ნონიკაშვილის უახლოეს მეგობარზე ნაირა ნებიერიძეზე და მის ქალიშვილზე მაია გოგლიძეზე.

"მანამ სანამ არ მოხდებოდა სამკვიდროს გადანაწილება, კერძოდ, ეს ქონება უნდა გადანაწილებულიყო ჩემზე, ჩემს დაზე და ბებიაჩემზე, ეკა ნონიკაშვილმა საკუთარი ნებით ან ვინმეს რჩევით ქონება გააჩუქა და გაყიდა. ეს არის უკანონო გასხვისება, მას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან სამკვიდროს მიღების საშუალება შეგვიზღუდა მე, ჩემს დას და ბებიაჩემს", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.

მისი ადვოკატის, კობა კობახიძის განცხადებით, დღეს პროკურატურაში შეიტანს განცხადებას, სადაც ნონიკაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაზე გამოძიებას მოითხოვს. ადვოკატის განმარტებით განცხადებაში მითითებულია, რომ დანაშაული ჩაიდინა როგორც ნონიკაშვილმა, ასევე სხვა პირებმაც, რომლებიც მისი თანამზრახველები არიან. ადვოკატი საგამოძოებო უწყებას მიმართავს მოთხოვნით, რომ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პროკურატურა იქნება მიკერძოებული.

როგორც მიხეილ ხარძიანმა განმარტა, მას ამ დრომდე არ აქვს უფლება ბესო ხარძიანის გარდაცვალების შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაცია მიიღოს, რადგან საგამოძიებო უწყებამ უფლებამონაცვლეზე წილისყრა არ ჩაატარა და ამ დრომდე გამოძიება ინფორმაციას მხოლოდ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს აწვდის.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან მოკლეს. მისი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია