პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია საქართველოს პრეზიდენტს მიმართვას უგზავნიან
პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია საქართველოს პრეზიდენტს მიმართვას უგზავნიან

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი და ნიკა ჩე­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნი­ან.

მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი თავს "უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბულ უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტიმ­რე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის გა­მო­ცე­მის იმე­დი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც "უშე­დე­გოდ ამო­ი­წუ­რა". გვი­ჩი­ა­ნი და ჩე­მია ქვეყ­ნის პირ­ველ პირს ისევ სთხო­ვენ, "მი­ი­ღოს ისე­თი ლე­გი­ტი­მუ­რი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურს გახ­დის მათი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დაც­ვის გა­რან­ტი­ებს".

"ამ­ბე­ბი.გე" პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი მათ ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვენ, ორი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი უკვე ათი წე­ლია უკა­ნო­ნოდ ვიხ­დით სას­ჯელს საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ("ეი ეს თე­ლა­სის " ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის–ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე);

სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პრო­კუ­რორ­მა და მო­სა­მარ­თლემ იცო­და ჩვე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, მა­ინც ვერ დაძ­ლი­ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თით მიმ­დი­ნა­რე ზე­გავ­ლე­ნა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღეს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი; ჩვენ მა­ინც იმე­დი გვქონ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და წარ­სუ­ლის ყვე­ლა მან­კი­ერ გა­რე­მო­ე­ბებს და შე­ეც­დე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და ამ მო­ტი­ვით გა­მო­ცემ­და შე­წყა­ლე­ბის აქტს, რი­თაც ჩვე­ნი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა შე­წყდე­ბო­და, მაგ­რამ ეს იმე­დიც უშე­დე­გოდ ამო­ი­წუ­რა; ამ ეტაპ­ზე, ჩვენ შე­ტა­ნი­ლი გვაქვს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო მო­ვი­თხოვთ გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვას, მაგ­რამ ამ­დე­ნი უსა­მარ­თლო­ბი­სა­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი კვლავ არა ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ წინ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გვე­ლო­დე­ბა;

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო!

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, თქვენ ბრძან­დე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის უზე­ნა­ე­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტი, თუმ­ცა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო­ბა­ზე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი, რის გა­მოც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტი­ე­ბი მხო­ლოდ დეკ­ლა­რი­რე­ბულ ში­ნა­არსს იძენს და ფაქ­ტი­უ­რად მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია; ჩვე­ნი ბრალ­დე­ბის საქ­მეც სწო­რედ ამ რე­ა­ლო­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია, ვი­ნა­ი­დან იგი არის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა მიერ ფაბ­რი­კა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, რო­მელ­საც არც ფაქ­ტობ­რი­ვი და არც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ გა­აჩ­ნია; არა­და, სწო­რედ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­რან­ტი, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ხა­ნა­ში გა­დაქ­ცე­უ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი თუ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და დი­რექ­ტი­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ უსა­მარ­თლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნად; ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლია მო­ძა­ლა­დე და ბო­როტ­მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან, მაგ­რამ ამ სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი კვლავ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და აგ­რძე­ლებს უსა­მარ­თლო­ბის (ანუ თა­ვი­ა­ნი ნა­მოქ­მე­და­რის გა­მარ­თლე­ბის) ლო­ბის­ტურ ფუნ­ქცი­ას; ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ უფრო ის იყო, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა არ მი­ე­ცა იმ პრო­კუ­რორ­თა და მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სის უნ­დობ­ლო­ბის სა­კითხს, რომ­ლე­ბიც უყოყ­მა­ნოდ და წარ­ბშე­უხ­რე­ლად ას­რუ­ლებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თას და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით უმ­კაც­რე­სად სჯიდ­ნენ ათი­ა­თა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ქვეყ­ნი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით აღი­მაღ­ლოს ხმა და ხალ­ხს მის­ცეს სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი, თუნ­დაც მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი და პარ­ლა­მენ­ტში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი უზენ­მა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს წევ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვამ­დე;

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო!

მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც არის პი­რუთ­ვნე­ლი და გა­აჩ­ნია აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­ყო­ფი­თი აზრი სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე; მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლე­თა მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ქმნი­ან სა­სა­მარ­თლოს ავ­ტო­რი­ტეტს და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქება–დი­დე­ბა, ამი­ტომ ვიდ­რე ძვე­ლი კორ­პუ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა აგ­რძე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, მა­ნამ­დე არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს არ ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტია და შე­სა­ბა­მი­სად პრე­ზი­დენ­ტიც უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა; სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზიც ცხად­ყოფს თუ რო­გო­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, კერ­ძოდ, თვით საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ან ხა­ნად მიჩ­ნე­ულ 37–იან წლებ­ში, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 7–დან 10 პრო­ცენ­ტამ­დე ფიქ­სირ­დე­ბო­და, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში 35 პრო­ცენ­ტია, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კი 50 პრო­ცენ­ტია; თუ ამ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ვა­და­რებთ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას სირ­ცხვი­ლი და­გე­უფ­ლე­ბათ, ვი­ნა­ი­დან დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენ­თა რა­ო­დენ­ბო­ბა 2 პრო­ცენტს არ აღე­მა­ტე­ბა; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ციფ­რე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ში ზედ­მე­ტია კო­მენ­ტა­რი სა­სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს არ­სე­ბო­ბა­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გა­რან­ტი­ებ­ზე; მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბი­სა, თქვენ მა­ინც რჩე­ბით იმე­დის მომ­ცე­მად, რომ სა­სა­მარ­თლო­ებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად მო­უ­წო­დოთ, პი­რა­დად და­აკ­ვირ­დეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, გა­აგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორც სა­ეჭ­ვო სა­ფუძ­ვლებ­ზე და­პა­ტიმ­რე­ბულ პი­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე და დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თა­ვად შე­გექ­მნე­ბათ უშუ­ა­ლო წარ­მოდ­გე­ნა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ ფაქ­ტორ­საც უფრო დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა პრო­კუ­რო­რე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლე­თა უკა­ნო­ნო­ბის აღ­საკ­ვე­თად;

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკა­ნო­ნოდ გა­სა­მარ­თლე­ბულ უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტი­მარ­თა სა­ხე­ლით მოგ­მარ­თავთ, რათა მი­ი­ღოთ ისე­თი ლე­გი­ტი­მუ­რი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურს გახ­დის ჩვე­ნი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დაც­ვის გა­რან­ტი­ებს და თქვენც ღირ­სე­უ­ლად წარ­სდგე­ბით ხვა­ლინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი­სა და ნიკა ჩე­მი­ას ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია საქართველოს პრეზიდენტს მიმართვას უგზავნიან

პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია საქართველოს პრეზიდენტს მიმართვას უგზავნიან

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან.

მიმართვაში აღნიშნული პირები თავს "უკანონოდ გასამართლებულ უდანაშაულო პატიმრებად" მოიხსენიებენ და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემის იმედი ჰქონდათ, რომელიც "უშედეგოდ ამოიწურა". გვიჩიანი და ჩემია ქვეყნის პირველ პირს ისევ სთხოვენ, "მიიღოს ისეთი ლეგიტიმური ზომები, რომლებიც რეალურს გახდის მათი დარღვეული უფლებების კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს".

"ამბები.გე" პრეზიდენტისადმი მათ ერთობლივ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, ორი უდანაშაულო ადამიანი უკვე ათი წელია უკანონოდ ვიხდით სასჯელს საკმაოდ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ("ეი ეს თელასის " ფინანსური დირექტორის–ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე);

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მონაწილე ყველა პროკურორმა და მოსამართლემ იცოდა ჩვენი უდანაშაულობის თაობაზე, მაინც ვერ დაძლიეს ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარე ზეგავლენა და მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები; ჩვენ მაინც იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებდა წარსულის ყველა მანკიერ გარემოებებს და შეეცდებოდა სამართლიანობის აღდგენას და ამ მოტივით გამოცემდა შეწყალების აქტს, რითაც ჩვენი უკანონო პატიმრობა შეწყდებოდა, მაგრამ ეს იმედიც უშედეგოდ ამოიწურა; ამ ეტაპზე, ჩვენ შეტანილი გვაქვს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო მოვითხოვთ განაჩენის გადასინჯვას, მაგრამ ამდენი უსამართლობისაგან იმედგაცრუებულნი კვლავ არა ვართ დარწმუნებული, რომ წინ სამართლიანი სასამართლო გველოდება;

ბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თქვენ ბრძანდებით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზენაესი ფასეულობების დამცველი და კონსტიტუციური გარანტი, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო ხელისუფლების უკანონობაზე არ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი, რის გამოც კონსტიტუციური გარანტიები მხოლოდ დეკლარირებულ შინაარსს იძენს და ფაქტიურად მისი სამართლებრივი უზრუნველყოფა შეუძლებელია; ჩვენი ბრალდების საქმეც სწორედ ამ რეალობის კლასიკური მაგალითია, ვინაიდან იგი არის დაინტერესებულ პირთა მიერ ფაბრიკაციული წარმოების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია; არადა, სწორედ მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს გარანტი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის ხანაში გადაქცეული იყო პოლიტიკური თუ პირადი ინტერესებისა და დირექტივების განმახორციელებელ უსამართლობის სახელმწიფო მანქანად; ამ ეტაპზე საქართველო თავისუფალია მოძალადე და ბოროტმოქმედი ხელისუფლებისაგან, მაგრამ ამ სახელმწიფო მანქანის ნაწილები კვლავ შენარჩუნებულია და აგრძელებს უსამართლობის (ანუ თავიანი ნამოქმედარის გამართლების) ლობისტურ ფუნქციას; ამის მიზეზი ალბათ უფრო ის იყო, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცა იმ პროკურორთა და მოსამართლეთა კორპუსის უნდობლობის საკითხს, რომლებიც უყოყმანოდ და წარბშეუხრელად ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას და საქართველოს სახელით უმკაცრესად სჯიდნენ ათიათასობით უდანაშაულო ადამიანს; აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი ქვეყნისა და სახელმწიფოს სახელით აღიმაღლოს ხმა და ხალხს მისცეს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების რეალური გარანტიები, თუნდაც მის მიერ დანიშნული და პარლამენტში დამტკიცებული უზენმაესი სასამართლოს წევრების გამოწვევამდე;

ბატონო პრეზიდენტო!

მართალია, სასამართლოთა საქმიანობის კანონიერებაზე სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ქართული საზოგადოება, რომელიც არის პირუთვნელი და გააჩნია აბსოლუტურად უარყოფითი აზრი სამართლიანი მართლმსაჯულების თაობაზე; მხოლოდ მოსამართლეთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ქმნიან სასამართლოს ავტორიტეტს და არა ხელისუფლების ქება–დიდება, ამიტომ ვიდრე ძველი კორპუსის შემადგენლობა აგრძელებს ქვეყანაში მართლმსაჯულებას, მანამდე არც ერთ მოქალაქეს არ ექნება საკუთარი კანონიერი უფლებების კონსტიტუციური გარანტია და შესაბამისად პრეზიდენტიც უძლური აღმოჩნდება; სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზიც ცხადყოფს თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ქართულ მართლმსაჯულებას, კერძოდ, თვით საბჭოთა იმპერიის ყველაზე სისხლიან ხანად მიჩნეულ 37–იან წლებში, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 7–დან 10 პროცენტამდე ფიქსირდებოდა, ეს მაჩვენებელი თანამედროვე ევროპაში 35 პროცენტია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 50 პროცენტია; თუ ამ მაჩვენებლებს შევადარებთ ქართულ მართლმსაჯულებას სირცხვილი დაგეუფლებათ, ვინაიდან დღევანდელი მონაცემებით გამამართლებელ განაჩენთა რაოდენბობა 2 პროცენტს არ აღემატება; აქედან გამომდინარე, ამ ციფრების მქონე სახელმწიფოში ზედმეტია კომენტარი სასამართლიანი სასამართლოს არსებობაზე და ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებზე; მიუხედავად ასეთი არასახარბიელო ვითარებისა, თქვენ მაინც რჩებით იმედის მომცემად, რომ სასამართლოებს სისტემატიურად მოუწოდოთ, პირადად დააკვირდეთ მიმდინარე პროცესებს, გააგზავნოთ თქვენი წარმომადგენლები როგორც საეჭვო საფუძვლებზე დაპატიმრებულ პირებთან შესახვედრად, ასევე სასამართლო პროცესებზე და დარწუნებული ვარ, რომ თავად შეგექმნებათ უშუალო წარმოდგენა არსებულ ვითარებაზე და ამ ფაქტორსაც უფრო დიდი ზემოქმედებითი გავლენა ექნება პროკურორებისა და მოსამართლეთა უკანონობის აღსაკვეთად;

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკანონოდ გასამართლებულ უდანაშაულო პატიმართა სახელით მოგმართავთ, რათა მიიღოთ ისეთი ლეგიტიმური ზომები, რომლებიც რეალურს გახდის ჩვენი დარღვეული უფლებების კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს და თქვენც ღირსეულად წარსდგებით ხვალინდელი საქართველოსა და მომავალი თაობების წინაშე", - ნათქვამია პრეზიდენტისადმი გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ერთობლივ მიმართვაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ