საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება
სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება

ბა­თუ­მი-ქო­ბუ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 3-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ცო­ბია. ბო­ბოყ­ვა­თი­დან მდი­ნა­რე კინ­ტრი­შის ხი­დამ­დე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟებ­მა გზა მას შემ­დეგ გა­და­კე­ტეს, რაც მდი­ნა­რე აჭყვა კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და და ცენ­ტრა­ლუ­რი გზა დატ­ბო­რა.

ამ ეტაპ­ზე სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ასე­ვე ქო­ბუ­ლე­თი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი და მძი­მე ტექ­ნი­კა გზებ­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

მდი­ნა­რე კინ­ტრი­შის მე­ო­რე სა­ნა­პი­როს მიმ­დე­ბა­რე უბა­ნი სრუ­ლად დატ­ბო­რი­ლია.

ამას­თან, სტი­ქი­ის გამო, გუ­რი­ი­სა და აჭა­რის აბო­ნენ­ტე­ბის ნა­წილს დენი არ მი­ე­წო­დე­ბა. ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას ტექ­ნი­კუ­რი ბრი­გა­დე­ბი, სტი­ქი­ის გამო გა­თი­შუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის­თვის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის­თვის, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, წუ­ხელ აჭა­რა­ში ძლი­ერ­მა წვი­მამ დატ­ბო­რა მა­ღა­ლი ძაბ­ვის ქვე­სად­გუ­რი "ქო­ბუ­ლე­თი", რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ზღუდ­ვა 14 000-მდე აბო­ნენ­ტის­თვის ქო­ბუ­ლეთ­ში და მის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში.

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რომ დრო­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და აღ­მო­ფხვრას უა­მინ­დო­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რი­ის რე­გი­ონს, გა­და­უ­ღე­ბე­ლი ძლი­ე­რი წვი­მის გამო, ლან­ჩხუთ­ში ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე შუ­თიმ წა­ი­ღო 4 საყ­რდე­ნი ბოძი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია 1500-მდე აბო­ნენ­ტის გა­თიშ­ვა; ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ზღუდ­ვით მი­ე­წო­დე­ბა ოზურ­გეთ­საც, სა­დაც ამ დრო­ის­თვის გა­თი­შუ­ლია 1500-მდე აბო­ნენ­ტი.

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ტექ­ნი­კუ­რი ბრი­გა­დე­ბი მუ­შა­ო­ბენ სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში, რათა მო­ახ­დი­ნონ ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბა და აღად­გი­ნონ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსე­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა აღუდ­გე­ბა ყვე­ლა გა­თი­შულ აბო­ნენტს აჭა­რა­სა და გუ­რი­ა­ში", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: მე­წყე­რი სოფ­ლებ­ში, დატ­ბო­რი­ლი ქუ­ჩე­ბი და შე­ჩე­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში - ქო­ბუ­ლეთ­ში სტი­ქი­ას ებ­რძვი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება

სტიქია დასავლეთში - ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3-კილომეტრიანი საცობია, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს კი დენი არ მიეწოდება

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დაახლოებით 3-კილომეტრიანი საცობია. ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა.

ამ ეტაპზე სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება აკრძალულია ასევე ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით. სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.

მდინარე კინტრიშის მეორე სანაპიროს მიმდებარე უბანი სრულად დატბორილია.

ამასთან, სტიქიის გამო, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს დენი არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები, სტიქიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც "ამბები.გე"-ს კომპანიიდან აცნობეს, წუხელ აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქობულეთი", რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია, რომ დროულად განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმოფხვრას უამინდობით მიყენებული ზიანი", - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინონ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და აღადგინონ დაზიანებული ქსელი. სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს აჭარასა და გურიაში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: მეწყერი სოფლებში, დატბორილი ქუჩები და შეჩერებული სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში - ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია