თბილისში კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა

თბილისში კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა , - აღნიშნული ინიციატივით მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის პანელების დამონტაჟება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში, რომელიც საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

"მთავრობა მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს",-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."