პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აფიორით "ატყავებენ" ბათუმის ღამის კლუბში მოქალაქეებს და როგორ არის ჩართული პოლიცია თაღლითურ სქემაში?
რა აფიორით "ატყავებენ" ბათუმის ღამის კლუბში მოქალაქეებს და როგორ არის ჩართული პოლიცია თაღლითურ სქემაში?

რა თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით მუ­შა­ო­ბენ ბა­თუ­მის ღა­მის ბა­რე­ბი, რა ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით სძა­ლა­ვენ თან­ხებს კლი­ენ­ტებს და რა სა­ხით არის ჩარ­თუ­ლი ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში?

"ალი­ას" არა­სამ­თავ­როო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რე, გია ბურ­ჯა­ნა­ძე ესა­უბ­რა:

- ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, 2006 წლი­დან მუ­შა­ობს კონ­კრე­ტუ­ლი კო­მი­სია ტრე­ფი­კინ­გი­სა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის თე­მა­ზე. სექ­ტემ­ბერ­ში, დაგ­ვი­კავ­შირ­და თურ­ქე­თის ორი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერთი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც გვიყ­ვე­ბოდ­ნენ ერ­თსა და იმა­ვე პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც ხდე­ბო­და, ასე­ვე ერ­თსა და იმა­ვე ად­გილ­ზე. ამ­ბა­ვი კი ასე­თი იყო: ბა­თუმ­ში არ­სე­ბობს ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბი (კლუბს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, რად­გან ჯერ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მტყუ­ან-მარ­თა­ლი გარ­კვე­უ­ლი არ არის. - რედ.), სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 120 მეტრში მდე­ბა­რე­ობს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა და ასე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტრში მდე­ბა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი.

ამ კლუბ­ში შე­ვიდ­ნენ ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ე. წ. ქა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად და რო­გორც გვიყ­ვე­ბი­ან, სა­მი­ვეს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და იდენ­ტუ­რი რამ - დას­ხდნენ მა­გი­დას­თან, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში მათ მა­გი­დას­თან მი­ვიდ­ნენ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, სექსმუ­შა­კე­ბი. უცებ გა­თა­მაშ­და სცე­ნა­რი, თით­ქოს ამ სექსმუ­შაკ­თა­გან ერთ-ერ­თის და­ბა­დე­ბის დღეა (მერე, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ სექსმუ­შაკ­თა­გან ერთ-ერთი იხ­დის და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ­დღე). ამ სცე­ნა­რის გა­თა­მა­შე­ბა რომ დას­რულ­და, გა­უ­რიგ­დნენ ქალ­ბა­ტო­ნებს და სას­ტუმ­რო­ში ას­ვლა გა­და­წყვი­ტეს, ან­გა­რი­შის მო­თხოვ­ნის დროს წარ­მო­უდ­გი­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 1500-1800-ლა­რი­ა­ნი ან­გა­რი­შე­ბი, რაც მი­ღე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­სა­ბა­მო იყო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდიდ­ნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ვართ და იქ­ნებ და­ინ­ტე­რეს­დეთ ამ სა­კი­თხი­თო. ასე­ვე, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უბ­რობ­დნენ ზე­წო­ლა­ზე. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ გა­მო­ძალ­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­სა­უბ­რებ.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა სქე­მას­თან გვაქვს საქ­მე?

- სქე­მა ასე­თია - დარ­ბაზ­ში დგას ათე­უ­ლო­ბით მა­გი­და. სტუ­მარს სვა­მენ პი­რო­ბი­თად, პირ­ველ მა­გი­დას­თან, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სხვა მა­გი­დებ­თან სხდე­ბი­ან. ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გად­მო­დი­ან პირ­ველ მა­გი­დას­თან, ანუ იქ, სა­დაც ჯდე­ბა სტუ­მა­რი და თა­ვის­თა­ვად, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში მი­დის პირ­ველ მა­გი­დას­თან, რაც ჯა­მუ­რად აღ­წევს კა­ტას­ტრო­ფულ მაჩ­ვე­ნე­ბელს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა მა­სობ­რი­ვად, იგი­ვე სქე­მა მოქ­მე­დებს და­ბა­დე­ბის დღი­სა და ტორ­ტე­ბის სცე­ნა­რის გა­რე­შეც. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ თვი­თონ მოგ­ვეკვლია ამ ამ­ბის ნამ­დვი­ლო­ბა.

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თქვენ რა­ტომ მი­ი­ღეთ, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია რა­ტომ არ ჩა­ა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში, თუ თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან გქონ­დათ საქ­მე?

- ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ღა­მის ბა­რებს თა­ვად პო­ლი­ცია "კრი­შავ­და" და რა აზრი ჰქონ­და?! ამი­ტო­მაც, 20 სექ­ტემ­ბერს ჩა­ვა­ტა­რეთ გას­ვლა. ბა­თუმ­ში ჩა­ვიყ­ვა­ნე ჯგუ­ფი 2 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით. და­ვა­ლე­ბა მი­ვე­ცი. შე­ნიღ­ბუ­ლი იყ­ვნენ, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: ტაქ­სისტს უთხრეს, რომ იყ­ვნენ უცხო­ე­ლე­ბი და უნ­დო­დათ გარ­თო­ბა. ამ ტაქ­სის­ტმა, ორი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, რად­გან ნახა, რომ უცხო­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, მოს­თხო­ვა 20 ლარი, რაც მი­ი­ღო კი­დეც.

შე­ვიდ­ნენ ამ კლუბ­ში, აი­ღეს ლუდი "ეფე­სი", ერთი ჩიპ­სი, ერთი მი­წის თხი­ლი და წყა­ლი. გა­თა­მაშ­და ის სცე­ნა, რა­ზეც უცხო ქვეყ­ნის მოქ­ლა­ქე­ე­ბი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ. მო­ვიდ­ნენ მან­დი­ლოს­ნე­ბი და იზე­ი­მეს და­ბა­დე­ბის დღე. ამ ყვე­ლაფ­რის მერე, ჩე­მებ­მა მი­მარ­თეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას - წა­სას­ვლე­ლე­ბი ვართ და ან­გა­რი­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნე­თო. წარ­მო­ად­გი­ნეს ან­გა­რი­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც უნდა გა­და­ე­ხა­დათ 350 ლარი. ერთი ლუდი, წყა­ლი, ჩიპ­სი და მი­წის თხი­ლი რომ 350 ლარს არ მო­ი­ცავს, ამას რა ლა­პა­რა­კი უნდა, ამი­ტო­მაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს უთხრეს, - რა­ღაც შეც­დო­მაა, ესა და ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ვი­ღეთ, რაც ან­გა­რიშ­თან შე­უ­სა­ბა­მოა და იქ­ნებ გა­და­ა­მოწ­მოთ, რა­ღაც შეც­დო­მა­აო. პა­სუ­ხად მი­ი­ღეს, - თქვე­ნი მა­გი­დი­დან ქა­ლე­ბის შეკ­ვე­თებს ხომ ვი­ღებ­დით და ეს არის ან­გა­რიშ­ში მოქ­ცე­უ­ლიო. ჩე­მებ­მა უთხრეს, ეს შეკ­ვე­თე­ბი ჩვენ არ მოგ­ვი­ცია და ვერ გა­და­ვიხ­დი­თო. ამის მერე გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­უ­ლად გაჩ­ნდა ად­გილ­ზე. ამ ბი­ჭებ­მა მა­შინ­ვე და­მი­რე­კეს და ჩა­მა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში. ანუ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მოხ­და ის, რა­საც ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ.

მი­ვე­დი ად­გილ­ზე და შე­ვე­ცა­დე, პო­ლი­ცი­ას­თან გა­მერ­კვია, რა­ტომ გა­დაჰ­ყავ­დათ. ამავდრო­უ­ლად, ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც ჩემი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. სხვა­თა შო­რის გუ­შინ შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში, იმ პრო­დუქ­ცი­ა­ში, რა­შიც ჩემს ჯგუფს უნდა გა­და­ე­ხა­და 350 ლარი, იგი­ვე პრო­დუქ­ცი­ის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა მო­ვახ­დი­ნე და ეს ერთი ლუდი "ეფე­სი", წყა­ლი, მი­წის თხი­ლი და ჩიპ­სი და­მიჯ­და 4 ლარი და 23 თეთ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას უჩ­ნდე­ბა ეს შე­კი­თხვა, რა­ტომ უნდა გა­და­ი­ხა­დონ ამ­დე­ნი? ელე­მენ­ტა­რულ და­ინ­ტე­რე­სე­ბას და შე­კი­თხვას უთ­ვლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში, იძა­ხე­ბენ პო­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­დის ად­გილ­ზე და გა­დაჰ­ყავს ეს ხალ­ხი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ასე მოხ­და ჩემი ჯგუ­ფის შემ­თხვვა­შიც, გა­და­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ხურ­და­ში მი­მა­ყო­ლეს მეც, იმი­ტომ, რომ ჯერ ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, ვის­თან ჰქონ­დათ საქ­მე. მე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე, რად­გან ვი­ცო­დი, საქ­მე საქ­მე­ზე რომ წა­სუ­ლი­ყო, ჩა­ნა­წე­რე­ბი გაქ­რე­ბო­და. მარ­თლაც, მო­ვი­და პატ­რუ­ლი, მაგ­რამ, სა­ნამ პატ­რუ­ლი მო­ვი­დო­და, მა­ნამ­დე, 3 წუ­თით ადრე, ად­გილ­ზე გაჩ­ნდა ქა­ლაქ ბა­თუ­მის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ლაშა გოგ­ნი­აშ­ვი­ლი, თა­ვის მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად. თან თავი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს: მე ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვარ, მე - მო­ად­გი­ლეო. ლო­გი­კუ­რი კი­თხვა გა­მიჩ­ნდა და ვკი­თხე, ასეთ გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე, ბა­ტო­ნო ლაშა, ყო­ველ­დღე და­დი­ხართ-მეთ­ქი?! დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია - ყვე­ლა ად­გილ­ზე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

წაგ­ვიყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ტარ­და პრო­ცე­დუ­რუ­ლად. 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა და ჩვე­ნი ტან­ჯვა-წა­მე­ბა. ბო­ლოს, როცა გა­ი­გეს, ვინც ვართ, სამ­სა­ხუ­რის "ქსი­ვე­ბი" დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნეს და გა­მოგ­ვიშ­ვეს. მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, - საქ­მის პრო­კუ­რო­რი შე­იც­ვა­ლა და ახლა გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლია და გი­ბა­რებ­თო.

- რა­ტომ გი­ბა­რებ­დათ?

- შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჩემს ამ ორ თა­ნამ­შრო­მელ­ზე აღ­ძრეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 185-ე მუხ­ლის მე­ო­რე "გ" პუნ­ქტით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ქო­ნე­ბის, მე­სა­კუთ­რის, ან მფლო­ბე­ლის და­ზი­ა­ნე­ბას მო­ტყუ­ე­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 1-დან 3 წლამ­დე.

მოხ­და ასე­თი რამ - ჩვენ შე­ვე­ხეთ ისეთ თე­მას, რო­მელ­საც არ უნდა შე­ხე­ბო­და არა­ვინ. მარ­ტო ამ ერთი კლუ­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლო­ბით ათას ლარ­ზე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ ყვე­ლაფ­რით მოხ­და იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ არა­ვის არ აქვს უფ­ლე­ბა, ამ თე­მას შე­ე­ხოს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­საა ეს ბიზ­ნე­სი და ისი­ნი "კრი­შა­ვენ" ამ "პუ­ტან­კებს". თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ნა­წილ­დე­ბა ამ სეგ­მენ­ტში მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კებ­ზე.

- რას აპი­რებთ?

- ამ ეტაპ­ზე ვარ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში - ჩემს ორ თა­ნამ­შრო­მელს ემუქ­რე­ბა და­ჭე­რა. მათ­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. და რის გამო? იმის გამო, რომ და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა­ტომ უნდა გა­და­ე­ხა­დათ ზედ­მე­ტი თან­ხა. ვინც არ იხ­დის, რა ხდე­ბა იცით? წიხ­ლა­ვენ დაც­ვი­სა და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. "მწვა­ნე" აქვთ ამა­ზე ან­თე­ბუ­ლი, ცემა-ტყე­პაა გა­მარ­თუ­ლი და ასე იღე­ბენ მათ­გან ფულს. ამას ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით გე­უბ­ნე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია, მი­ნი­მუმ მო­გას­მე­ნი­ნოთ, მაქ­სი­მუმ გა­ყუ­რე­ბი­ნოთ. იმ დარ­ბაზ­ში ათე­უ­ლო­ბით მა­გი­და დგას. ამ მა­გი­დებ­ზე რამ­დე­ნი არი­ფი ზის, წარ­მო­იდ­გი­ნეთ და რამ­ხე­ლა თან­ხე­ბის ამო­ღე­ბა ხდე­ბა მათ­გან ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით. 15-30-50 ათას ლარს აკე­თე­ბენ დღე­ში და ეს არ­სად არ ტარ­დე­ბა, ჩეკს არ იძ­ლე­ვი­ან. ჩვენ­თან იმი­ტომ მო­ი­ტა­ნეს იმ ღა­მეს, რომ მო­ვი­თხო­ვეთ, მაგ­რამ ზო­გა­დად, იმ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს რომ გა­ძუყ­ნი­ან, ჩეკი კი არა, თავი აღარ ახ­სოვთ. ამი­ტომ სა­გა­და­სა­ხა­დოც უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს ამ სა­კი­თხით.

ჩვენ უკვე მივ­მარ­თეთ შს სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ას და ვა­პი­რებთ, მივ­მარ­თოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ შე­ის­წავ­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ გზას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რომ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ვიც­ვათ.

გია ბურ­ჯა­ნა­ძის მიერ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბის საქ­მის კურ­სში შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ჩა­ვა­ყე­ნეთ:

"აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცი­ამ ერთ-ერთი ბა­რის მე­პატ­რო­ნის­გან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბა­რის სტუმ­რე­ბი არ იხ­დიდ­ნენ ან­გა­რიშ­ში მი­თი­თე­ბულ თან­ხას, რა­ზეც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს რე­ა­გი­რე­ბა და და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. ორ პი­როვ­ნე­ბას სსკ-ის 185-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი.

თუ მო­ქა­ლა­ქეს აქვს ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დო­მა­ზე, მას შე­უძ­ლია, ამის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თოს შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას, რათა მათ მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შეს­წავ­ლა", - გვი­თხრეს შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

დი­ა­ნა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა აფიორით "ატყავებენ" ბათუმის ღამის კლუბში მოქალაქეებს და როგორ არის ჩართული პოლიცია თაღლითურ სქემაში?

რა აფიორით "ატყავებენ" ბათუმის ღამის კლუბში მოქალაქეებს და როგორ არის ჩართული პოლიცია თაღლითურ სქემაში?

რა თაღლითური სქემით მუშაობენ ბათუმის ღამის ბარები, რა ძალადობრივი გზით სძალავენ თანხებს კლიენტებს და რა სახით არის ჩართული ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა თაღლითურ სქემაში?

"ალიას" არასამთავროო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე, გია ბურჯანაძე ესაუბრა:

- ჩვენს ორგანიზაციაში, 2006 წლიდან მუშაობს კონკრეტული კომისია ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის თემაზე. სექტემბერში, დაგვიკავშირდა თურქეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, რომლებიც გვიყვებოდნენ ერთსა და იმავე პრობლემაზე, რომელიც ხდებოდა, ასევე ერთსა და იმავე ადგილზე. ამბავი კი ასეთი იყო: ბათუმში არსებობს ერთ-ერთი ღამის კლუბი (კლუბს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და მტყუან-მართალი გარკვეული არ არის. - რედ.), საიდანაც დაახლოებით 120 მეტრში მდებარეობს პოლიციის განყოფილება და ასევე, დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსები.

ამ კლუბში შევიდნენ ეს მოქალაქეები ე. წ. ქალების მომსახურების მისაღებად და როგორც გვიყვებიან, სამივეს შემთხვევაში მოხდა იდენტური რამ - დასხდნენ მაგიდასთან, დაახლოებით 15 წუთში მათ მაგიდასთან მივიდნენ გარკვეული რაოდენობის ქალბატონები, სექსმუშაკები. უცებ გათამაშდა სცენარი, თითქოს ამ სექსმუშაკთაგან ერთ-ერთის დაბადების დღეა (მერე, როგორც აღმოჩნდა, ამ სექსმუშაკთაგან ერთ-ერთი იხდის დაბადების დღეს ყოველდღე). ამ სცენარის გათამაშება რომ დასრულდა, გაურიგდნენ ქალბატონებს და სასტუმროში ასვლა გადაწყვიტეს, ანგარიშის მოთხოვნის დროს წარმოუდგინეს დაახლოებით 1500-1800-ლარიანი ანგარიშები, რაც მიღებულ მომსახურებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ამ ინფორმაციას გვაწვდიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მოტყუებული ვართ და იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხითო. ასევე, ეს ადამიანები საუბრობდნენ ზეწოლაზე. შემუშავებული აქვთ გამოძალვის მექანიზმი, რომელზეც ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებ.

- კონკრეტულად რა სქემასთან გვაქვს საქმე?

- სქემა ასეთია - დარბაზში დგას ათეულობით მაგიდა. სტუმარს სვამენ პირობითად, პირველ მაგიდასთან, ხოლო ქალბატონები სხვა მაგიდებთან სხდებიან. ეს ქალბატონები, დროთა განმავლობაში გადმოდიან პირველ მაგიდასთან, ანუ იქ, სადაც ჯდება სტუმარი და თავისთავად, საბოლოო ანგარიში მიდის პირველ მაგიდასთან, რაც ჯამურად აღწევს კატასტროფულ მაჩვენებელს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი სიტუაციაა მასობრივად, იგივე სქემა მოქმედებს დაბადების დღისა და ტორტების სცენარის გარეშეც. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ თვითონ მოგვეკვლია ამ ამბის ნამდვილობა.

- ეს გადაწყვეტილება თქვენ რატომ მიიღეთ, ადგილობრივი პოლიცია რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, თუ თაღლითურ სქემასთან გქონდათ საქმე?

- ადგილობრივებისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ღამის ბარებს თავად პოლიცია "კრიშავდა" და რა აზრი ჰქონდა?! ამიტომაც, 20 სექტემბერს ჩავატარეთ გასვლა. ბათუმში ჩავიყვანე ჯგუფი 2 კაცის შემადგენლობით. დავალება მივეცი. შენიღბული იყვნენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ყველაფერი ასე დაიწყო: ტაქსისტს უთხრეს, რომ იყვნენ უცხოელები და უნდოდათ გართობა. ამ ტაქსისტმა, ორი ფეხის ნაბიჯზე, რადგან ნახა, რომ უცხოელები იყვნენ, მოსთხოვა 20 ლარი, რაც მიიღო კიდეც.

შევიდნენ ამ კლუბში, აიღეს ლუდი "ეფესი", ერთი ჩიპსი, ერთი მიწის თხილი და წყალი. გათამაშდა ის სცენა, რაზეც უცხო ქვეყნის მოქლაქეები გვიყვებოდნენ. მოვიდნენ მანდილოსნები და იზეიმეს დაბადების დღე. ამ ყველაფრის მერე, ჩემებმა მიმართეს ადმინისტრაციას - წასასვლელები ვართ და ანგარიში წარმოგვიდგინეთო. წარმოადგინეს ანგარიში, რომლის თანახმადაც უნდა გადაეხადათ 350 ლარი. ერთი ლუდი, წყალი, ჩიპსი და მიწის თხილი რომ 350 ლარს არ მოიცავს, ამას რა ლაპარაკი უნდა, ამიტომაც ადმინისტრაციის წარმომადგენელს უთხრეს, - რაღაც შეცდომაა, ესა და ეს მომსახურება მივიღეთ, რაც ანგარიშთან შეუსაბამოა და იქნებ გადაამოწმოთ, რაღაც შეცდომააო. პასუხად მიიღეს, - თქვენი მაგიდიდან ქალების შეკვეთებს ხომ ვიღებდით და ეს არის ანგარიშში მოქცეულიო. ჩემებმა უთხრეს, ეს შეკვეთები ჩვენ არ მოგვიცია და ვერ გადავიხდითო. ამის მერე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ოპერატიულად გაჩნდა ადგილზე. ამ ბიჭებმა მაშინვე დამირეკეს და ჩამაყენეს საქმის კურსში. ანუ, თავიდან ბოლომდე მოხდა ის, რასაც ის დაზარალებული მოქალაქეები გვიყვებოდნენ.

მივედი ადგილზე და შევეცადე, პოლიციასთან გამერკვია, რატომ გადაჰყავდათ. ამავდროულად, ავუხსენი სიტუაცია, რომელშიც ჩემი ორგანიზაციის წევრები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის გუშინ შევედი მაღაზიაში, იმ პროდუქციაში, რაშიც ჩემს ჯგუფს უნდა გადაეხადა 350 ლარი, იგივე პროდუქციის საკონტროლო შესყიდვა მოვახდინე და ეს ერთი ლუდი "ეფესი", წყალი, მიწის თხილი და ჩიპსი დამიჯდა 4 ლარი და 23 თეთრი. შესაბამისად, ყველას უჩნდება ეს შეკითხვა, რატომ უნდა გადაიხადონ ამდენი? ელემენტარულ დაინტერესებას და შეკითხვას უთვლიან წინააღმდეგობის გაწევაში, იძახებენ პოლიციას, რომელიც ოპერატიულად მიდის ადგილზე და გადაჰყავს ეს ხალხი განყოფილებაში. ასე მოხდა ჩემი ჯგუფის შემთხვვაშიც, გადაიყვანეს განყოფილებაში და ხურდაში მიმაყოლეს მეც, იმიტომ, რომ ჯერ ვერ ხვდებოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. მე საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, რადგან ვიცოდი, საქმე საქმეზე რომ წასულიყო, ჩანაწერები გაქრებოდა. მართლაც, მოვიდა პატრული, მაგრამ, სანამ პატრული მოვიდოდა, მანამდე, 3 წუთით ადრე, ადგილზე გაჩნდა ქალაქ ბათუმის სამმართველოს უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი, თავის მოადგილესთან ერთად. თან თავი წარმოგვიდგინეს: მე ქალაქის სამმართველოს უფროსი ვარ, მე - მოადგილეო. ლოგიკური კითხვა გამიჩნდა და ვკითხე, ასეთ გამოძახებებზე, ბატონო ლაშა, ყოველდღე დადიხართ-მეთქი?! დაცვის სამსახური, კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია - ყველა ადგილზე იყო მობილიზებული.

წაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ყველაფერი ჩატარდა პროცედურულად. 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ოფიციალური ძალის დემონსტრირება და ჩვენი ტანჯვა-წამება. ბოლოს, როცა გაიგეს, ვინც ვართ, სამსახურის "ქსივები" დაგვატოვებინეს და გამოგვიშვეს. მეორე დღეს დამირეკა გამომძიებელმა, რომელიც მეუბნება, - საქმის პროკურორი შეიცვალა და ახლა გიორგი რამიშვილია და გიბარებთო.

- რატომ გიბარებდათ?

- შემატყობინეს, რომ ჩემს ამ ორ თანამშრომელზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 185-ე მუხლის მეორე "გ" პუნქტით, რაც ითვალისწინებს ქონების, მესაკუთრის, ან მფლობელის დაზიანებას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომელიც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.

მოხდა ასეთი რამ - ჩვენ შევეხეთ ისეთ თემას, რომელსაც არ უნდა შეხებოდა არავინ. მარტო ამ ერთი კლუბის შემთხვევაში საუბარია რამდენიმე ასეულობით ათას ლარზე თვის განმავლობაში და ამ ყველაფრით მოხდა იმის დემონსტრირება, რომ არავის არ აქვს უფლება, ამ თემას შეეხოს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციელებისაა ეს ბიზნესი და ისინი "კრიშავენ" ამ "პუტანკებს". თვის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაწილდება ამ სეგმენტში მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე.

- რას აპირებთ?

- ამ ეტაპზე ვარ ასეთ სიტუაციაში - ჩემს ორ თანამშრომელს ემუქრება დაჭერა. მათზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. და რის გამო? იმის გამო, რომ დაინტერესდნენ, რატომ უნდა გადაეხადათ ზედმეტი თანხა. ვინც არ იხდის, რა ხდება იცით? წიხლავენ დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები. "მწვანე" აქვთ ამაზე ანთებული, ცემა-ტყეპაა გამართული და ასე იღებენ მათგან ფულს. ამას ფაქტებზე დაყრდნობით გეუბნებით. ეს ყველაფერი შემიძლია, მინიმუმ მოგასმენინოთ, მაქსიმუმ გაყურებინოთ. იმ დარბაზში ათეულობით მაგიდა დგას. ამ მაგიდებზე რამდენი არიფი ზის, წარმოიდგინეთ და რამხელა თანხების ამოღება ხდება მათგან ამ ძალადობრივი გზით. 15-30-50 ათას ლარს აკეთებენ დღეში და ეს არსად არ ტარდება, ჩეკს არ იძლევიან. ჩვენთან იმიტომ მოიტანეს იმ ღამეს, რომ მოვითხოვეთ, მაგრამ ზოგადად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ გაძუყნიან, ჩეკი კი არა, თავი აღარ ახსოვთ. ამიტომ საგადასახადოც უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით.

ჩვენ უკვე მივმართეთ შს სამინისტროს გენინსპექციას და ვაპირებთ, მივმართოთ პროკურატურას, რომ შეისწავლოს აღნიშნული ქმედებები. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ.

გია ბურჯანაძის მიერ მოთხრობილი ამბის საქმის კურსში შს სამინისტროს პრესსამსახური ჩავაყენეთ:

"აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციამ ერთ-ერთი ბარის მეპატრონისგან მიიღო შეტყობინება, რომ ბარის სტუმრები არ იხდიდნენ ანგარიშში მითითებულ თანხას, რაზეც სამართალდამცველებმა მოახდინეს რეაგირება და დაიწყო გამოძიება. ორ პიროვნებას სსკ-ის 185-ე მუხლით წარედგინა ბრალი.

თუ მოქალაქეს აქვს ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომაზე, მას შეუძლია, ამის თაობაზე მიმართოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა მათ მოახდინონ რეაგირება და კონკრეტული ფაქტის შესწავლა", - გვითხრეს შს სამინისტროში.

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია