საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში სუროგაციით სარგებლობა 41 წელს გადაცილებულ ქალებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალებათ?
საქართველოში სუროგაციით სარგებლობა 41 წელს გადაცილებულ ქალებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალებათ?

ერთ თვე­ში ჯან­დაც­ვი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი სუ­რო­გა­ცი­ის შე­სა­ხებ ახალ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლე­ბენ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჯერ კი­დევ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, თუმ­ცა კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უკვე გა­მოთ­ქვა­მენ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ ქალ­ბა­ტო­ნებს ექ­ნე­ბათ, რო­მელ­თა ასა­კი 41 წელს არ აღე­მა­ტე­ბა, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის კი ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი 47 წლამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სუ­რო­გა­ცია და დო­ნა­ცია შე­საძ­ლოა აეკ­რძა­ლოთ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც. ეს არის ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვეს, მხო­ლოდ ის გვი­თხრეს, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­კი­თხია გან­სა­ხილ­ვე­ლი და ამ ეტაპ­ზე ახალ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სუ­რო­გა­ცი­ი­სა და დო­ნა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში ამ კა­ნონპ­რო­ექტს არ იზი­ა­რე­ბენ და ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის შე­ზღუდ­ვა ყვე­ლა­ზე დიდ და­ნა­შა­უ­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

"არც ერთი კომ­პა­ნია და კლი­ნი­კა ამ კა­ნონპ­რო­ექტს არ ვე­თან­ხმე­ბით, მით უმე­ტეს, ასა­კობ­რივ ზღვარ­თნ და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობთ, რომ ეს არ არის ის ასა­კი, რო­დე­საც ქალს შვი­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა უნდა შე­უ­ზღუ­დო. მაგ კონ­კრე­ტულ ასა­კამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბი ექიმ­თან არ მი­დი­ან და მით უმე­ტეს არ მი­მარ­თა­ვენ ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას. გა­მო­დის, რომ 38 000 უშ­ვი­ლო წყვი­ლი­დან 50 პრო­ცენტს ვარ­თმევთ შვი­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბას. თან იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც გამ­რავ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა. შე­საძ­ლოა, ქალი 38 წლის გა­თხოვ­დეს და 2-3 წელი ექიმს არ მი­ა­კი­თხოს და შემ­დგომ უკვე გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. ასე­ვე სამ­წუ­ხა­როა, რომ შე­საძ­ლოა სუ­რო­გა­ცია და დო­ნა­ცია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც შე­ე­ზღუ­დოთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი ერთ-ერთი სფე­როა, სა­ი­და­ნაც ბი­უ­ჯეტ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხე­ბი შე­დის, რო­გორც ტუ­რიზ­მის მხრივ, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თვის", - აცხა­დე­ბენ სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

საქართველოში სუროგაციით სარგებლობა 41 წელს გადაცილებულ ქალებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალებათ?

საქართველოში სუროგაციით სარგებლობა 41 წელს გადაცილებულ ქალებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალებათ?

ერთ თვეში ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები სუროგაციის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობას დაასრულებენ. კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა კლინიკების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილებას უკვე გამოთქვამენ.

კანონპროექტის თანახმად, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალბატონებს ექნებათ, რომელთა ასაკი 41 წელს არ აღემატება, მამაკაცებისთვის კი ასაკობრივი ზღვარი 47 წლამდე განისაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ სუროგაცია და დონაცია შესაძლოა აეკრძალოთ უცხოეთის მოქალაქეებსაც. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები და კლინიკების ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია განსახილველი და ამ ეტაპზე ახალ კანონპროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

სუროგაციისა და დონაციის ცენტრებში ამ კანონპროექტს არ იზიარებენ და ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვა ყველაზე დიდ დანაშაულად მიაჩნიათ.

"არც ერთი კომპანია და კლინიკა ამ კანონპროექტს არ ვეთანხმებით, მით უმეტეს, ასაკობრივ ზღვართნ დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის ასაკი, როდესაც ქალს შვილის ყოლის უფლება უნდა შეუზღუდო. მაგ კონკრეტულ ასაკამდე პაციენტები ექიმთან არ მიდიან და მით უმეტეს არ მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას. გამოდის, რომ 38 000 უშვილო წყვილიდან 50 პროცენტს ვართმევთ შვილის ყოლის უფლებას. თან იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ისედაც გამრავლების პრობლემაა. შესაძლოა, ქალი 38 წლის გათხოვდეს და 2-3 წელი ექიმს არ მიაკითხოს და შემდგომ უკვე გვიანი აღმოჩნდეს. ასევე სამწუხაროა, რომ შესაძლოა სუროგაცია და დონაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეზღუდოთ, იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი სფეროა, საიდანაც ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხები შედის, როგორც ტურიზმის მხრივ, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენი მთავრობისთვის", - აცხადებენ სუროგაციის ცენტრებში.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია