კახა მამულაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

კახა მამულაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, გლდანის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს და შემამსუბუქებელ გარემოებებს ითხოვენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატიმრების ახლობლებმა აცნობა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს ხუთი პატიმარი, რომლებიც ნარკოდანაშაულში არიან ბრალდებული.

"ისინი მოითხოვენ, თუკი კახა მამულაშვილს შეეხო შემამსუბუქებელი გარემოება, მათ მიმართაც გამოიყენოს პროკურატურამ იგივე ღონისძიება", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმრის ახლობლემა.

მისი ინფორმაციით, შიმშილობის აქცია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებმა დაახლოებით 20 დღეა, დაიწყეს.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას სასჯელაღსრულების სამინისტროში ცდილობს. ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, 15 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია