საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ექსეტერში, "სენდი პარკზე" მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნები" ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს თასზე ორი თამაშის მოგება. 17:16
საკმაოდ დაძაბული დაპირისპირების ფონზე, გულშემატკივართა ყურადღება მატჩის კომენტატორმა მიიქცია. ნიაზ მამრიკიშვილის ფრაზები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში.
- "35 მეტრი, ბრიგინ-ბრიგინით მატარებელი რომ მოვუწყვეთ და დასავლეთ საქართველომდე ჩავიყვანეთ".
- "ესე გამეტებით ოტელო არ ახრჩობდა დეზდემონას".
- "ეს მსაჯი რეი ჩარლზი ხომ არ არის".
-"კარგი კი იქნებოდა ყვავილებზე საუბარი".